„მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა დ აგამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სსიპ _ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ს დირექტორის
ბრძანება №015
2012 წლის 12 ივნისი
ქ. ბათუმი
„მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის №001 ბრძანებით დამტკიცებულ „მეზღვაურის წიგნაკის ფორმა, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ამოღებული იქნეს მე-3 მუხლის „ვ" ქვეპუნქტი.
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ" და „გ" ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ნაწილი II – „ჩანაწერი მეზღვაურის ნაოსნობის სტაჟის შესახებ“.;
გ) ნაწილი III – „ჩანაწერი სამედიცინო შემოწმების შესახებ".
3. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მეზღვაურის წიგნაკის ბლანკის რიგითი ნომერი შედგება ორი ლათინური ასოსა და 6 ციფრისაგან, რომელიც მინიჭებულია მწარმოებლის მიერ. ბლანკის ნომერი დაიტანება შემდეგნაირად: GE000001, ნუმერაცია იწყება GE000001. რიგითი ნომრის ორი ლათინური ასო "GE" არის საქართველოს კოდი".
4. ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.
5. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მეზღვაურის წიგნაკის მოქმედების ვადა არის 5 წელი, მისი გაცემის დღიდან".
6. დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ" და „გ" ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) 4–21 გვერდებს – მეზღვაურის ნაოსნობის სტაჟის შესახებ ჩანაწერებისათვის;
გ) 22 - 27 – სამედიცინო შემოწმების შესახებ ჩანაწერებისათვის".
7. დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მეზღვაურის წიგნაკის ბლანკის ყდა უნდა იყოს ლატექსით გაჟღენთილი ფურცელი, რომელიც დაფარული იქნება 150-170 გრადუსი ტემპერატურის მიმართ ნიტროცელულოზით ან აკრილის ფუძეზე დამზადებული მასალა. ყდის სისქე უნდა იყოს 450-დან 520 მკრ-მდე. ყდის შიდა ზედაპირი უნდა შეესაბამებოდეს წიგნაკის შიგნითა ნაწილის ბოლო გვერდების ხარისხს. ყდის ფერი უნდა იყოს მუქი ლურჯი".
8. დანართი №1-ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მეზღვაურის ფოტოსურათისათვის ადგილი გათვალისწინებული უნდა იყოს წიგნაკის მე-2 გვერდის მარცხენა მხარეს.".
9. დანართი №1-ის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ბეჭდვა და ჩანაწერები
1. წიგნაკი უნდა დაიბეჭდოს სტამბური წესით. ჩანაწერები უნდა შესრულდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე. წიგნაკში თარიღი უნდა ჩაიწეროს შემდეგი თანმიმდევრობით – რიცხვი/თვე/წელი.
2. წიგნაკის ყდის პირველ გარე ფურცელზე ოქროსფრად უნდა იყოს გამოსახული საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი, სიტყვები „მეზღვაურის წიგნაკი”, “Seama n’s Book” , „საქართველო“ და „Georgia“ ქართულ და ინგლისურ ენაზე. ოქროსფერი გამოსახულება დატანილ ი უნდა იქნეს მაღალი ტემპერატურისა და წნევის ქვეშ და უნდა იყოს რეზისტენტული სითბური ლამინირებისას, ჩვეულებრივი გამოყენებისას და ზემოქმედების დროს.
3. წიგნაკის ყდის შიდა პირველ გვერდზე დაიტანება სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ ლოგო და შემდეგი შინაარსის ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე: „ეს მეზღვაურის წიგნაკი გაცემულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ. იგი წარმოადგენს საქართველოს საკუთრებას.“ აქვე მიეთითება ჰორიზონტალური ბეჭდვითი სიტყვები „საქართველო, Georgia”.
4. ყდის შიდა მეორე გვერდზე დაიტანება მეზღვაურის წიგნაკის გამცემის სახელწოდება, ტელეფონის ნომერი, ინტერნეტის გვერდი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ასევე მეზღვაურის წიგნაკის ბლანკის დამამზადებლის რეკვიზიტები ინიციალებით და ჰორიზონტალური ბეჭდვით სიტყვები „საქართველო, Georgia”. ყდის მეორე შიდა გვერდზე ქართულ და ინგლისურ ენებზე დატანილია წინადადება „მეზღვაურის წიგნაკი 54 გვერდიანია“ / "This Seama n's Book co ntai ns 54 pages".
5. წიგნაკის შიდა გვერდებზე დაიტანება საზღვაო თემატიკის შემცველი გამოსახულებები.
6. წიგნაკის პირველ გვერდზე უნდა იყოს ჩანაწერი ქართულ და ინგლისურ ენებზე: „ეს დოკუმე ნ ტი წარმოადგენს მეზღვაურთა პირადობის მოწმობას, რომელიც გაცემულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეზღვაურთა პირადობის მოწმობების 2003 წლის კონვენციის შესაბამისად ( შესწორებული რედაქციით). მეზღვაურის წიგნაკი არის ცალკე დოკუმენტი და არ ცვლის მოქალაქის პასპორტს“ /„This docume nt is a seafarers' ide ntity docume nt for the purpose of the Seafarers' Ide ntity Docume nts Co nve ntio n (Revised), 2003, of the I nter natio nal Labour Orga nizatio n. This document is a stand-alone document and not a passport."
7. წიგნაკის ნაწილი I – „მეზღვაურის პირადობის დამადასტურებელი მონაცემები “ (გვერდი 2–3) უნდა შეიცავდეს შემდეგ ჩანაწერებს :
ა ) საქართველო /Georgia და ასევე განთავსებული უნდა იყოს საქართველოს მცირე გერბის გამოსახულება ერთ ფერში ;
ბ ) მეზღვაურის წიგნაკის № / Seaman’s Book №;
გ ) სახელი /Name;
დ ) გვარი /Surname;
ე ) პირადი No /Personal No;
ვ ) მოქალაქეობა /Nationality;
ზ ) დაბადების თარიღი /Date of birth;
თ ) დაბადების ადგილი /Place of birth;
ი ) სქესი /Sex;
კ ) მეზღვაურის № / Seafarer’s №
ლ ) მფლობელის განსაკუთრებული ფიზიკური ნიშანი /Special physical marks of holder;
მ ) მფლობელის ბიომეტრიული მონაცემები (შტრიხკოდი ) / Biometric data of holder (არცოდე );
ნ ) მფლობელის ხელმოწერა /Holder’s Signature;
ო ) გამცემი ორგანო /Issuing Authority;
პ ) დოკუმენტის ტიპი (დოკუმენტის ტიპის კოდი , ლათინური ანბანის (S) დიდი ასოთი დაწერილი ) /Type of document (character code for document type, written in capital letters in the Roman alphabet (S) )
ჟ ) გაცემის ადგილი / Place of Issue;
რ ) გაცემის თარიღი / Date of Issue;
ს ) მოქმედების ვადა / Date of Expiry;
ტ ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა / Signature of authorized person;
უ ) ბ .ა /stamp.
8. წიგნაკის ნაწილი II – „ჩანაწერი მეზღვაურის ნაოსნობის სტაჟის შესახებ ” (გვერდები 4 – 21) უნდა შეიცავდეს შემდეგ ჩანაწერებს :
ა ) გემის სახელი , სრული ტევადობა ან ამძრავი მექანიზმის სიმძლავრე , IMO ნომერი , ტიპი , Name of vessel, gross tonnage or propulsion power, IMO number, Type;
ბ ) დანიშვნის თარიღი და ადგილი / Date and place of engagement;
გ ) დათხოვნის თარიღი და ადგილი / Date and place of discharge;
დ ) წოდება (რანგი ) / Grade (Rank);
ე ) ნაოსნობის რაიონი / Voyage description;
ვ ) გემის ბეჭედი და კაპიტნის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერა დანიშვნისას და დათხოვნისას / Ship’s stamp and signature of master or acting person on engagement and discharge;
9. წიგნაკის ნაწილი III – ჩანაწერი სამედიცინო შემოწმების შესახებ (გვერდები 22-27) უნდა შეიცავდეს შემდეგ ჩანაწერებს :
ა ) შემოწმების თარიღი / Date of examination;
ბ ) შემოწმების ადგილი /Place of examination;
გ ) დასკვნა / Result;
დ ) ექიმის ხელმოწერა და ბეჭედი / Signature of doctor and stamp.
10. წიგნაკის ნაწილი IV – „სასაზღვრო-საკონტროლო ორგანოების აღნიშვნები” (გვერდები 28-47) უნდა შეიცავდეს მონაცემებს მეზღვაურის მიერ საქართველოსა და სხვა ქვეყნების სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ.
(საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 2 აპრილის №009 ბრძანების ტექსტში დაშვებულია ტექნიკური უზუსტობა მე-10 პუნქტის ნაცვლად მითითებულია მე-8 პუნქტი) .
11. წიგნაკის ნაწილი V – შენიშვნები (გვერდები 48-54) უნდა შეიცავდეს იმ დამატებით ინფორმაციას, რომელიც არ არის გათვალისწინებული წიგნაკის დანარჩენ ნაწილებში.
(საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 2 აპრილის №009 ბრძანების ტექსტში დაშვებულია ტექნიკური უზუსტობა მე-11 პუნქტის ნაცვლად მითითებულია მე-9 პუნქტი) .
12. წიგნაკში შეტანილი მეზღვაურის ბიომეტრიული მონაცემები:
ა) უნდა შეიცავდეს მისი მფლობელის სიმაღლისა და თვალის ფერის ამსახველ მონაცემებს. მეზღვაურის ბიომეტრიული მონაცემები წიგნაკში შესაძლებელია დატანილი იქნეს სპეციალური კითხვადი კოდის გამოყენებით.
ბ) ბიომეტრიული შაბლონი, თითის ანაბეჭდის მიხედვით შედგენილი და შტრიხკოდში ციფრების სახით წარმოდგენილი, რომლის სტანდარტიც უნდა შემუშავდეს სააგენტოს მიერ.
13. წიგნაკში მეზღვაურის სახელი და გვარი მიეთითება მეზღვაურის სამოქალაქო არსებული ჩანაწერის შესაბამისად.
14. მეზღვაურის წიგნაკში თარიღები უნდა მიეთითოს შემდეგი თანმიმდევრობით – „დღე/თვე/წელი“, არაბული ციფრებით (მაგ.: 31/12/2011).
15. წიგნაკში მეზღვაურის ფიზიკური მონაცემების შეტანა ხორციელდება მეზღვაურის ჯანმრთელობის ცნობაში მითითებული მონაცემების შესაბამისად.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დირექტორის პირველი მოადგილე ,
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მ. ახალაძე