"ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№108
სარეგისტრაციო კოდი
010.250.000.04.001.000.721
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 52(59), 31/12/1999

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონი

„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. 47-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. 2000 წლის 1 იანვრიდან ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლების გამიჯვნას რაიონისა და მის შემადგენლობაში შემავალი ქალაქის, დაბის, თემის, სოფლის ბიუჯეტებს შორის რაიონის გამგეობის წარდგინებით განსაზღვრავს რაიონის საკრებულო, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.“

2. 48-ე მუხლის პირველი აბზაცი და „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2000 წლის 1 ივნისამდე საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტმა უზრუნველყონ:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის მიღება.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            ე. შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 28 დეკემბერი.

№108-რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა "ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.12.1999.
როდის იქნა მიღებული "ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე?
"ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.12.1999. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №108. სარეგისტრაციო კოდი — 010.250.000.04.001.000.721.
სად არის "ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.12.1999 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ორგანული კანონი "ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე, №108, 28.12.1999, სარეგისტრაციო კოდი 010.250.000.04.001.000.721 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.1999). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16732/