თავი VI — 2. დავების განმხილველი კომისია
1. ამ კანონის 412 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე კომისიის მოთხოვნის შესაბამისად ინფორმაციის/მტკიცებულების დადგენილ ვადაში წარუდგენლობის, არასწორად ან არასრულყოფილად წარდგენის თითოეულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი, გარდა მომხმარებლისა (მომჩივნისა), შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დააჯარიმოს 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო იმავე ინფორმაციის/მტკიცებულების მიმართ დარღვევის განმეორებით ან მრავალჯერადად ჩადენის შემთხვევაში − 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ფაქტზე.
2. კომისია დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კოლეგიურად. კომისიის გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.
3. ფულადი ჯარიმების დაკისრების შესახებ კომისიის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია მისი გაცნობისთანავე. ფულადი ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
4. კომისია უფლებამოსილია დაკისრებული ჯარიმის აღსრულება უზრუნველყოს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული გასაჩივრების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, რისთვისაც კომისია გასცემს სააღსრულებო ფურცელს. ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ კომისიის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ აღსრულდება, თუ იგი აღსასრულებლად მიქცეული არ იყო გამოცემიდან 6 თვის ვადაში. ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ კომისიის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისას კრედიტორი არის სახელმწიფო. ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.
5. თუ შესაბამისი პირისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჩაბარება ვერ ხერხდება, კომისიას უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება მისი საჯაროდ გავრცელების შესახებ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჯაროდ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით. საჯარო შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მისი საჯაროდ გავრცელებიდან მე-15 სამუშაო დღეს.
საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.09.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 09.09.2022 კანონი №1800
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 413413. . კომისიისთვის ინფორმაციის/მტკიცებულების წარუდგენლობა 1. ამ კანონის 412 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე კომისიის მოთხოვნის შესაბამისად ინფორმაციის/მტკიცებულების დადგენილ ვადაში წარუდგენლობის, არასწორად ან არასრულყოფილად წარდგენის თითოეულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი, გარდა მომხმარებლისა (მომჩივნისა), შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დააჯარიმოს 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო იმავე ინფორმაციის/მტკიცებულების მიმართ დარღვევის განმეორებით ან მრავალჯერადად ჩადენის შემთხვევაში − 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ფაქტზე. 2. კომისია დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კოლეგიურად. კომისიის გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. 3. ფულადი ჯარიმების დაკისრების შესახებ კომისიის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია მისი გაცნობისთანავე. ფულადი ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. 4. კომისია უფლებამოსილია დაკისრებული ჯარიმის აღსრულება უზრუნველყოს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული გასაჩივრების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, რისთვისაც კომისია გასცემს სააღსრულებო ფურცელს. ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ კომისიის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ აღსრულდება, თუ იგი აღსასრულებლად მიქცეული არ იყო გამოცემიდან 6 თვის ვადაში. ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ კომისიის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისას კრედიტორი არის სახელმწიფო. ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება. 5. თუ შესაბამისი პირისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჩაბარება ვერ ხერხდება, კომისიას უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება მისი საჯაროდ გავრცელების შესახებ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჯაროდ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით. საჯარო შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მისი საჯაროდ გავრცელებიდან მე-15 სამუშაო დღეს.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 12/06/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება