სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსების ჩატარების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 11.06.2012
გამომცემი ორგანო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
ნომერი №772
სარეგისტრაციო კოდი 140080000.42.047.016021
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/06/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.06.2012 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსების ჩატარების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;}
span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:40.5pt 49.3pt 45.0pt 48.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის
ბრძანება №772
2012 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსების ჩატარების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე
-7 მუხლის მე
-2 პუნქტის „კ” ქვეპუნქტისა და 24
-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსების ჩატარების წესის შესახებ” თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის უფროსი
სახელმწიფო დაცვის გენერალ
-მაიორი
თ
. ჯანაშია
დანართი №1
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსების ჩატარების წესის შესახებ
თავი
I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
„
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსების ჩატარების წესის შესახებ” დებულება (შემდეგში – დებულება) განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (შემდეგში – სამსახური) თანამშრომლების სპეციალური მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასაწავლო კურსების დაგეგმვის, ჩატარების, შედეგების შეჯამების და შეფასების წესს.
მუხლი 2🔗
სპეციალური მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასაწავლო კურსების ორგანიზება და ჩატარება მიზნად ისახავს:
ა) სამსახურებრივი ფუნქციების გათვალისწინებით, თანამშრომლების სპეციალურ მომზადებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას;
ბ) თანამშრომლების პროფესიულ გადამზადებას და მათთვის დამატებითი პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურში მისაღებ, აგრეთვე კადრის სამსახურში ჩასარიცხ კანდიდატთა მოსამზადებელ სწავლებას.
თავი
II
სასწავლო კურსების ორგანიზება
მუხლი 3🔗
1. სპეციალური მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასაწავლო კურსები ტარდება გეგმური და არაგეგმური სწავლებების სახით და მათ ჩატარებას უზრუნველყოფს სამსახურის ადმინისტრაციის სასწავლო ცენტრი (შემდეგში – სასწავლო ცენტრი).
2. გეგმურ სწავლებას წარმოადგენს სასწავლო კურსი, რომლის ჩატარება წინასწარ
, 48 საათით ადრე მაინც არის განსაზღვრული და წარმოადგენს აუცილებელ მინიმალურ სტანდარტს იმისათვის, რომ კანდიდატმა ან თანამშრომელმა შესაბამისად მიიღოს სათანადო მომზადება, აიმაღლოს კვალიფიკაცია ან/და შეინარჩუნოს სავალდებულო პროფესიული მზადყოფნის ხარისხი.
3. არაგეგმურ სწავლებას წარმოადგენს სასწავლო კურსი, რომელიც წინასწარ არ არის დაგეგმილი, მიზნად ისახავს თანამშრომლების დამატებით მომზადებას და ტარდება სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე.
მუხლი 4🔗
1. სასწავლო კურსების გეგმას, გეგმური სწავლების შემთხვევაში
, სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებთან კონსულტაციის საფუძველზე, შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარმოადგენს სასწავლო ცენტრი.
2. გეგმა სასწავლო ღონისძიებებს შეიძლება ითვალისწინებდეს ერთი ან რამდენიმე თვის ან
/და მთლიანი წლის მიხედვით. მასში ცვლილებების შეტანის საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის დაინტერესებული სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი, სამსახურის უფროსს წარუდგენს მოტივირებულ, სასწავლო ცენტრთან შეთანხმებულ პატაკს.
3. სასწავლო კურსების გეგმაში ცვლილებები შეიტანება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 5🔗
არაგეგმური სწავლებები შეიძლება ჩატარდეს ახალი სტანდარტების, ტექნოლოგიების და მეთოდების დანერგვის, აგრეთვე თანამშრომელთა დამატებითი მომზადების ან გადამზადების საჭიროების განმაპირობებელი სხვა გარემოებების საფუძველზე.
მუხლი 6🔗
1.
სპეციალური მომზადებისა და პროფესიული გადამზადების როგორც გეგმური, ისე არაგეგმიური
სასწავლო კურსები შეიძლება ჩაუტარდეს სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მიხედვით ან/და ფუნქციონალური ნიშნით შერჩეულ თანამშრომელთა შემადგენლობას.
2. სასწავლო კურსებზე თანამშრომლები მომზადებას გადიან სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული პროგრამის მიხედვით, რომელსაც სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინირებულად შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარმოადგენს სასწავლო ცენტრი. აღნიშნულ დანაყოფებს, საჭიროების შემთხვევაში, მათ კურატორ ხელმძღვანელ პირებს, ეგზავნებათ პროგრამის ეგზემპლარი საქმისწარმოების დადგენილი წესით. პროგრამა ასევე უნდა გადაეცეს ყველა დანაყოფს, რომელიც გათვალისწინებულია სასწავლო პროცესის მატერიალურ-ტექნიკური, ფინანსური, ორგანიზაციული და სამედიცინო უზრუნველყოფის ან სხვა საჭირო ფორმით.
3. საჭიროების შემთხვევაში, სასწავლო პროგრამაში ცვლილების შესატანად, სამსახურის უფროსის სახელზე წარმოდგენილი უნდა იქნეს სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელის ან სამსახურის დაინტერესებული სტრუქტურული დანაყოფის უფროსის სასწავლო ცენტრთან შეთანხმებული პატაკი.
4. სასწავლო პროგრამაში ცვლილება შეიტანება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 7🔗
1. სასწავლო პროგრამას უნდა ჰქონდეს სათაური (დასახელება), დამტკიცების და საჭიროების შემთხვევაში საიდუმლოების გრიფი, ნომერი, ხელმოწერის თარიღი, სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრაციის თარიღი.
2. სასწავლო პროგრამა, სხვა საჭირო მონაცემების გარდა, უნდა ითვალისწინებდეს:
ა) შესაბამისი სასწავლო კურსის დაწყების და დამთავრების თარიღს;
ბ) სასწავლო საგნებს დღეების და საათების მიხედვით;
გ) პედაგოგიური ფუნქციის განმახორციელებელ პირებს სასწავლო საგნების, დღეების და საათების მიხედვით;
დ) სასწავლო კურსზე წარდგენილ თანამშრომელთა რიცხოვნობას საერთო და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მიერ წარმოდგენილი რაოდენობის მიხედვით;
ე) სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის ვალდებულებას, სასწავლო ცენტრისთვის სასწავლო კურსზე წარსადგენ თანამშრომელთა სახელობითი ნუსხის დროულად წარდგენის შესახებ;
ვ) სასწავლო კურსის ჩატარების, გამოცდის, ტესტირების და ნორმატივების ჩაბარებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებს, აგრეთვე თანამშრომელთა სათანადო სოციალური პირობებით უზრუნველყოფას;
ზ) თანამშრომელთა მომზადების დონის გამოსავლენად გამოცდის ფორმას და შედეგების შეფასების კრიტერიუმებს, შედეგების დაფიქსირების და ოფიციალური გაფორმების სახეს.
მუხლი 8🔗
1. სასწავლო კურზე მივლინებული თანამშრომელი თავისუფლდება თანამდებობრივი მოვალეობების შესრულებისაგან. სამსახურებრივი აუცილებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის დავალებით ან მისი თანხმობით, თანამშრომელი შეიძლება გაიგზავნოს კონკრეტული დავალების შესასრულებლად, რის შემდეგ ის დაუყოვნებლივ უბრუნდება სასწავლო პროცესს.
2. უზრუნველყოფის ღონისძიებების სრულყოფილად და ზედმეტი ხარჯის გარეშე განხორციელების მიზნით, სასწავლო ცენტრი სამსახურის ეკონომიკურ დეპარტამენტს ყოველ სასწავლო დღეზე წინასწარ უგზავნის სწავლებაზე მყოფი თანამშრომლების სახელობით სიას, აგრეთვე დროულად აცნობებს აღნიშნულ ჩამონათვალში ცვლილების თაობაზე.
თავი
III
სასწავლო კურსების შეჯამება
მუხლი 9🔗
1. სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ, პროგრამით გათვალისწინებული ფორმით გამოვლინდება თითოეული თანამშრომლის მომზადების დონე.
2. სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი საკითხების (ტესტები, კითხვარები და სხვა) მომზადებას.
3. შედეგები ფიქსირდება სასწავლო დისციპლინების და მომზადების ცალკეული მიმართულებების მიხედვით, რომელთა გათვალისწინებით გამოითვლება საერთო შეფასების ჯამური ქულა.
მუხლი 10🔗
1. სასწავლო ცენტრი გამოცდების შედეგებს აფიქსირებს სათანადო უწყისებში და ადგენს შესაბამის მოწმობებს.
2. სასწავლო ცენტრი თანამშრომლების გამოცდის შედეგებს აცნობებს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებს, ხოლო კადრების მთავარ სამმართველოს დამატებით უგზავნის მოწმობებს მოსამსახურეთა პირად საქმეებში განთავსების მიზნით.
3. სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, თანამშრომლებს შეიძლება გადაეცეთ სერტიფიკატები, დიპლომები ან/და სიგელები.
4. უწყისების, მოწმობების და სერტიფიკატების ფორმები განისაზღვრება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 11🔗
თანამშრომლის წახალისების შესახებ, აგრეთვე მასთან დაკავშირებული საკადრო გადაწყვეტილების მიღებისას, ტესტირების, გამოცდის და ნორმატივების შედეგები გათვალისწინებული უნდა იქნეს სამსახურის უფროსის სათანადო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.