სს „მუხიანი“-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სააქციო საზოგადოება ,,მუხიანის” აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება ,,მუხიანის” დირექტორატი საზოგადოების აქციონერებს გიწვევთ სს ,,მუხიანის” (ს/კოდი 221270023) საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2012 წლის 4 ივლისს, დღის 12:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: წყალტუბოს რაიონი, სოფ მუხიანი, სს „მუხიანი”.
სს ,,მუხიანის” კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2012 წლის 14 ივნისი.
დღის წესრიგი:
1. სს „მუხიანის” კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ქუთაისის შემოვლითი გზის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით მიწის ნაკვეთების და მასზე განთავსებული შენობების გამოყოფისა და გასხვისების საკითხის განხილვა;
2. სხვადასხვა.
აქციონერებს შეგიძლიათ კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე წერილობით წარმოადგინოთ თქვენი საკითხები და მოსაზრებები, რომლებიც განხილულ იქნება სართო კრებაზე.
კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა სააღრიცხვო დღის მდგომარეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ სს „საქართველოს რეგისტრატორში”, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74-ა, ტელ: 25-15-60; 22-53-51.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სს „მუხიანში” მისამართზე: წყალტუბის რაიონი, სოფელი მუხიანი.
აქციონერთა კრების მუშაობაში აქციონერი მონაწილეობას იღებს პირადობის მოწმობისა და აქციათა რეესტრის საფუძველზე.
დირექტორი მ. ვარდანეიშვილი