„ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 2 აგვისტოს №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №3
2012 წლის 12ივნისი
ქ. თბილისი
„ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 2 აგვისტოს №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1. ,,ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 2 აგვისტოს №6 დადგენილებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სარეალიზაციო ოქროს ზოდებს განეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამზადებული ოქროს ზოდები, რომლებზეც დატანილია ეროვნული ბანკის ლოგო და/ან წარწერა „საქართველოს ეროვნული ბანკი“ ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე.“.
2. მე-3 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბანკნოტების/მონეტების,ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკურ ი ფასეულობის სარეალიზაციო ფასს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირი.
2. მიმოქცევის ბანკნოტების/მონეტების სარეალიზაციო ფასი უნდა მოიცავდეს:
ა) ნომინალურ ღირებულებას;
ბ) საკომისიო დანამატს.“.
3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 21 პუნქტი:
„2 1 . საკოლექციო ბანკნოტების/მონეტების სარეალიზაციო ფასი უნდა მოიცავდეს:
ა) ნომინალურ ღირებულებას;
ბ) მათ დამზადება-მოწოდებაზე გაწეულ ხარჯებს;
გ)საკომისიო დანამატს.“.
4. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტ ები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მათ დამზადება-მოწოდებაზე გაწეულ ხარჯებს;
ბ) საკომისიო დანამატს.“.
5. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა) საქართველოს ეროვნულ ბანკს წარედგინება განაცხადი, სადაც მიეთითება შემკვეთი პირის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ელ.ფოსტა, შესაძენი ბანკნოტის/მონეტის ოქროს ზოდების და/ან ნუმიზმატიკური ფასეულობის დასახელება, ნომინალი (არსებობის შემთხვევაში), რაოდენობა.
ა.ბ) ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდების, ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაცია ხდება გარიგების დღისათვის დადგენილი ფასის მიხედვით. ქვეყნის გარეთ პროდუქციის რეალიზაციის შემთხვევაში ფასის გაანგარიშება უნდა მოხდეს უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარსა ან ევროში) გარიგების დღისათვის, შესაძენ ნივთზე/ნივთებზე ლარში დადგენილი ფასითა და ლარის მიმართ აშშ დოლარის ან ევროს გაცვლის ოფიციალურად მოქმედი კურსით.“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საბჭოს თავმჯდომარე გ . ქადაგიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 2 აგვისტოს №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.06.2012.
- როდის იქნა მიღებული „ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 2 აგვისტოს №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 2 აგვისტოს №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 12.06.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო. დოკუმენტის ნომერი — №3. სარეგისტრაციო კოდი — 220090000.11.004.016013.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 2 აგვისტოს №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 2 აგვისტოს №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 2 აგვისტოს №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.06.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება „ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 2 აგვისტოს №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №3, 12.06.2012, სარეგისტრაციო კოდი 220090000.11.004.016013 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1674929/