განჩინება სს „ქიმბოჭკო“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
2012 წლი ს 8 ივნისი
ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე – ლარისა ლიპარტელიანმა
ერთპიროვნულად განიხილა სს „ქომბოჭკოს ” გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 15 აგვისტოს განჩინებით ს/ს „ქიმბოჭკოს ” მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება. ამავე განჩინებით ვალაუვალი მოვალის ყველა კრედიტორს დაევალა დადგენილ ვადაში 2002 წლის 30 ოქტომბრამდე სასამართლოში თავის ი მოთხოვნის წარდგენა. 2003 წლის 6 იანვარს ჩატარებულ იქნა სს „ქომბოჭკოს ” კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელი კრება, რომელზეც შემოწმებულ იქნა ვადაში წარდგენილი მოთხოვნები.
სასამართლოს მიერ სხვადასხვა დროს შემოწმებულ იქნა დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნები და ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანებები.
2013 წლის 1 ივნისს გაკოტრების სასამართლოს განცხადებით მომართეს სს „ქიმბოჭკოს ” მთანამშრომლებმა – ნათელა სვანიძემ, ციალა ალელიშვილმა, დარეჯან კევლიშვილმა, ნინა ლომსაძემ, ლამარა გიორგობიანმა, შალვა შარაბიძემ, ვენერა ბაიდოშვილმა, დავით ელისაშვილმა, ოთარ გალუსტოვმა, გურამ ცანკაშვილმა, ვალიკო უჩავამ, შოთა გოგოლაძემ, გიორგი კაკიაშვილმა, გოჩა გორგიშელმა, ენვერი გობიჩიამ, ზაალი ლომაძემ, თენგიზი ბადრიშვილმა, გიზო ჯახაიამ, დავით აფციაურმა, ივანე გოშაძემ, შაქრო ბუხრიკიძემ, გივრიზი ამირეჯიბმა, ფარნაოზ მანგოშვილმა, მაკარი კამლაძემ, ზაური ქიტოშვილმა, ზვიადი ქარადავამ, გიორგი სულთანიშვილმა, თემური თაბაგარმა, რამაზი ხარშილაძემ, გურამი სირაძემ, ცეზარი მიქაძემ, ნუგზარი ჩილაშვილმა, ტარიელ ტუღუშმა, კაპიტონ ბენდელიანმა, ლია ქევანიშვილმა, ვალენტინა რაზმაძემ, კახაბერ ჯავახაძემ, შურა მამუკაშვილმა, ბადრი ბერულავამ, თენგიზი სვანმა, ტარიელ ახობაძემ, დალი კირვალიძემ, ნინა მეტრეველმა, თამაზი ცაბუტაშვილმა, პავლე ზაზაშვილმა, მურმანი ბოლქვაძემ, ბადრი აფხაზავამ, კადი წიქარიშვილმა, გოდერძი შოშიაშვილმა, მზია ქურციკიძემ, ავთანდილ ყაჭეიშვილმა, ავთანდილ შაქარაშვილმა, ჟენია ხუციშვილმა, თამარ შიმანოვსკაიამ, მიხეილ ჩალაგაშვილმა, მერი გულიაშვილმა, ლენა ჯავახიამ, ნაზი პაპუნაშვილმა, თამაზ ნუცუბიძემ, მალხაზ სუხიაშვილმა, დავით ჟივაძემ, მაგული წიქორიძემ, ნოდარი ბეჟანიშვილმა, მაყვალა გამჯაშვილმა, ზამირი შავშიშვილმა, სანდრო საბაშვილმა, ლალი ალადაშვილმა, ენდი რაზმაძემ, ბესიკი პოპიაშვილმა, მალხაზი ბეჟანიშვილმა, კობა წიკლაურმა, გოდერძი რაზმაძემ, დავითი ოზღელაშვილმა, გოჩა გოგავამ და სოსო სვანიძემ და მიუთითეს, რომ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემდეგ ისინი მუშაობდნენ ს/ს „ქიმბოჭკოში, რომლე ბ საც მათ მიმართ აქვს 2009 წლის ბოლო სამი თვის დავალიანება და 2011 წლის პირველი ნახევრის დავალიანება. ასევე რამდენიმე მოსამსახურის მიმართ არ არის აღიარებული 2010 წლის სახელფასო დავალიანება. მოთხოვნილი სახელფასო დავალი ა ნ ე ბის ოდენობა შეადგენს 42 574 ლარს. განმცხადებლები ითხოვენ აღნიშნული მოთხოვნით სს „ქომბოჭკოს ” კრედიტორთა რეესტრში შეყვანას.
სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ განცხადებას და საქმის მასალებს, მივიდა დასკვნამდე, რომ მოწვეულ უნდა იქნ ე ს კრედიტორთა კრება შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი კრედიტორები წარმოადგენენ ახალ კრედიტორებს.
მითითებული კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად ასეთი კრედიტორის მოთხოვნა, მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობის მიხედვით წარმოადგენს მეორე რიგში დასაკმაყოფილებელ მოთხოვნას.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად , კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელი კრების შემდეგ მოვალის მიერ ახალი ვალების წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილებას ერთხმად იღებენ უზრუნველყოფილი კრედიტორები.
აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ახალი კრედიტორის მოთხოვნა წარმოადგენს მეორე რიგში დასაკმაყოფილებელ მოთხოვნას და ამასთან, კრედიტორთა მოთხოვნები მოწმდება კრედიტორთა კრებაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეულ უნდა იქნ ე ს სს „ქიმბოჭკოს ” კრედიტორთა კრება.
სასამართლომ იხელმძღვანელა რა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ ” საქართველოს კანონის მე-2, მე-5, მე-7, მე-8, 27-ე, 39-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით ,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
2012 წლის 22 ივნისს 12:00 საათზე რუსთავის საქალაქო სასამართლოში (გაკოტრების სასამართლოში) მისამართზე: ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6 მოწვეულ იქნ ე ს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1. სს „ქომბოჭკოს ” გაკოტრების საქმეზე ახალი კრედიტორების სს „ქომბოჭკოს ” მუშა-მოსამსახურეების მოთხოვნების შემოწმება .
2. კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება დაეგზავნოთ მოვალეს, გაკოტრების მმართველს და კრედიტორებს .
4. განჩინების შესავალი და სარეზოლუციო ნაწილები გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და ჟურნალ საკანონმდებლო მაცნეში .
5. კრედიტორთა კრების მომზადება და ორგანიზაციულად უზრუნველყოფა, მათ შორის , განჩინების გამოქვეყნების უზრუნველყოფა დაევალოს გაკოტრების მმართველს – აღსრულების ეროვნული ბიუროს .
6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სს „ქიმბოჭკოს” გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის იმ მხარის მიერ, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირის მიერ, რომელსაც უშუალოდ ეხება განჩინება მისი გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით.
მოსამართლე ლ. ლიპარტელიანი