„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №206
2012 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის № 278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის№278 დადგენილებ აში(www.matsne. gov.ge, 14.07.2011, 200030000.10.003.016438) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „საგადასახადო შეთანხმების გაფორმე ბ ის წეს ისა და პირობებ ის“:
1. მე-2 მუხლი ს:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:
„დ) სპეციალური სავაჭრო ზონის (შემდგომში – სსზ) სტატუსის მქონე პირის მიერ მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შემცირების მიზნით;
ე) მიმდინარე არასრული საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების მიზნით.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საგადასახადო შეთანხმება არ ფორმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებულ სანქციებზე, ამავე კოდექსის 155-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად დარიცხული მიმდინარე გადასახდელების თანხებსა და იმ მოსაკრებლის თანხებზე, აგრეთვე ამ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ ჯარიმებსა და საურავზე, რომელთა გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო.“;
გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6–მე-9 პუნქტები:
„6. სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შემცირების შესახებ განცხადება წარდგენილ ი უნდა იქნეს შესაბამისი საგადასახადო პერიოდის/პერიოდების დაწყებამდე.
7. მიმდინარე არასრული საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების შესახებ განცხადება წარდგენილ ი უნდა იქნეს მიმდინარე საგადასახადო პერიოდის დასრულებამდე.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადება წარედგინება მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისიდან გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებულ თარიღამდე არსებულ პერიოდზე, რომელიც დასრულებულია განცხადების შემოტანამდე.
9. მიმდინარე არასრული საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა ან/და შემცირება შესაძლებელია მხოლოდ იმ გადასახადის მიმართ, რომლის საგადასახადო პერიოდი არის კალენდარული წელი, გარდა ქონების გადასახადისა.“.
2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების გადავადების შესახებ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შემთხვევაში – გადასავადებელი საგადასახადო ვალდებულების ოდენობას, გადასახადის სახეების მიხედვით ვალდებულების წარმოშობის პერიოდის/პერიოდების მითითებით; საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასავადებელი თანხის გადახდის ვადას, ასევე საგადასახადო ვალდებულების შესრულების 3 წელზე მეტით გადავადების მოთხოვნის შემთხვევაში – შემოთავაზებული წლიური სარგებლის ოდენობას;“;
ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:
„დ) სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შემთხვევაში – შესამცირებელი საგადასახადო ვალდებულების ზღვრულ ოდენობას, გადასახადის სახეების მიხედვით საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის პერიოდის/პერიოდების მითითებით;
ე) მიმდინარე არასრული საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შემთხვევაში –საგადასახადო ვალდებულების ოდენობას, გადასახადის სახეების მიხედვით შესათანხმებელი პერიოდის მითითებით; საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახდელად შემოთავაზებული თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას.“.
3. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ს:
ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შემთხვევაში – გადასახდელი გადასახადის სახე, საგადასახადო პერიოდი/პერიოდები, გადასახდელი თანხის ოდენობა და გადახდის ვადა;
გ) მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების გადავადების შესახებ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შემთხვევაში – გადასავადებელი გადასახადის სახე, საგადასახადო პერიოდი/პერიოდები, გადასავადებელი თანხის ოდენობა, საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვადა, წლიური სარგებლის ოდენობა;“;
ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:
„დ) სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შემთხვევაში – საგადასახადო შეთანხმების პირობები, მათ შორის, შესამცირებელი გადასახადის სახე, საგადასახადო პერიოდი/პერიოდები შესამცირებელი საგადასახადო ვალდებულების ზღვრული ოდენობა;
ე) მიმდინარე არასრული საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შემთხვევაში –გადასახდელი გადასახადის სახე, შესათანხმებელი პერიოდი, გადასახდელი თანხის ოდენობა და გადახდის ვადა.“.
4. მე-6 მუხლის პირველი და მე-2პუნქტ ებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვად ა ში.
2. საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმების აქტი ითვლება გაუქმებულად და გადასახადის გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრება გადაუხდელი თანხის 10 პროცენტი.“.
5. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შეს რულების შემთხვევაში შემოსავლების სამსახური საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული საგადასახადო პერიოდი ს/პერიოდების მიხედვით გადასახადის გადამხდელს განუსაზღვრავს არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებ ის ოდენობას.“.
6. მე-9 მუხლი ს შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 და 92 მუხლები:
„მუხლი 91. სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შემცირება
1. საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შეს რულების შემთხვევაში შემოსავლების სამსახური სსზ-ის სტატუსის მქონე პირს შეუმცირებს საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრულ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დეკლარირებ უ ლ საგადასახადო ვალდებულებ ას, ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
2. საგადასახადო ვალდებულების შემცირებისას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე შესაბამისი ოპერაციები ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
მუხლი 92. მიმდინარე არასრული საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა ან/და შემცირება
1. საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შეს რულების შემთხვევაში შემოსავლების სამსახური საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული მიმდინარე არასრული საგადასახადო პერიოდი ს მიხედვით გადასახადის გადამხდელს განუსაზღვრავს საგადასახადო ვალდებულებ ის ოდენობას.
2. გადასახადის გადამხდელისათვის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების დარიცხვა მის ი პირადი აღრიცხვის ბარათებზე ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ- მინისტრი ნ. გილაური