განჩინება შპს „დარიალი 2007“-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/7448-12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

2012 წლი ს 11 ივნისი

 

ქ. თბილისი

    

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

განმცხადებელი: შპს „დარიალი 2007“ (ს/კ 200236510

წარმომადგენელი: დიმიტრი გოგეშვილი (დირექტორი);

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

                                            გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2012 წლის 8 ივნისს განცხადებით მიმართა შპს „დარიალი 2007“-ის დირექტორმა დიმიტრი გოგეშვილმა და მოითხოვა შპს „დარიალი 2007“-ის გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

სასამართლო გაეცნო განცხადებას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ იგი აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-20, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „დარიალი 2007“-ის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნ ე ს სას ა მართლოს წარმოებაში;

2. მეურვედ დაინიშნოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო;

3. აეკრძალოს შპს „დარიალი 2007“-ს ნებისმიერ გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე;

4. შეჩერდეს შპს „დარიალი 2007“-ის მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება;

5. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის , საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა;

6. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ, კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება;

7. განემარტოს შპს „დარიალი 2007“-ის დირექტორს დიმიტრი გოგეშვილს, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდიანრე დავების შესახებ ; მას ვ ე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები შპს „დარიალი 2007“-ის მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად;

9. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნ ე ს 2012 წლის 25 ივლისს 10:00 საათზე , თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №23);

10. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ” ვებ.გვერდზე არაუგვიანეს 2012 წლის 19 ივნისისა. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვე სსიპ –  აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. განჩინება დაუყოვნებლი ვ გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზეც.

11. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით , განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე   ბ . სისვაძე