„უმცროსი ექიმის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წესის შესახებ“
მიღების თარიღი 14.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-36/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016154
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/06/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.06.2012 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„უმცროსი ექიმის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წესის შესახებ“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.5in 42.5pt 45.0pt 44.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-36/ნ
2012 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
უმცროსი ექიმის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წესის შესახებ
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-100 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს უმცროსი ექიმის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების თანდართული წესი.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დ. ლომიძე
უმცროსი ექიმის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წესი
მუხლი 1🔗
1. ეს წესი განსაზღვრავს უმცროსი ექიმის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების კრიტერიუმებს.
2. უმცროსი ექიმის
რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლება
ში
(პროფესიულ მზადებაში)
მონაწილეობის წესი განისაზღვრება „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებით.
3. სამედიცინო დაწესებულება/სასწავლებელი, რომელშიც უმცროსი ექიმი გადის მოდულ(ებ)ს, აკრედიტებული უნდა იყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗
1. უმცროსი ექიმის დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროცესში მონაწილეობის მიზნით უმცროსი ექიმისათვის დადგენილი შრომის შინაგანაწესი უნდა უზრუნველყოფდეს მის მიერ დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) მოდულების გავლას (მისი დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროცესში მონაწილეობას).
2. ამასთან, შესაძლებელია, საექიმო სპეციალობის მაძიებლის მიერ
დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის მოდულის
გავლა გათანაბრებულ იქნეს უმცროსი ექიმის თანამდებობაზე მოდულის ხანგრძლივობის სამუშაო სტაჟთან.
მუხლი 3🔗
1. უმცროსი ექიმი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს (შემდგომში
– საბჭო) გადაწყვეტილებით.
2. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლების მოსაპოვებლად უმცროსმა ექიმმა საბჭოს უნდა წარუდგინოს:
ა) განცხადება;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომის ასლი;
გ) უმცროსი ექიმის თანამდებობაზე მუშაობის სტაჟის დამადასტურებელი საბუთი
(ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) მოწმობები
დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის მოდულების
გავლის შესახებ. თითოეულ მოწმობას თან უნდა ახლდეს დანართი, შესრულებელი სამუშაოს მოცულობისა და ჩატარებელი მანიპულაციების რაოდენობის მითითებით, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს მოდულზე პასუხისმგებელი პირისა და სამედიცინო დაწესებულების/სასწავლებლის ხელმძღვანელის მიერ (დანართი 1);
ე) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) შესაბამისი კომისიის დასკვნა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის დასრულების შესახებ. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება სააგენტოს უფროსის მიერ;
ვ)
საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა.
3. საბჭო უფლებამოსილია
, მიიღოს გადაწყვეტილება უმცროსი ექიმის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვება/არდაშვების შესახებ.
4. საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4🔗
1. უმცროსი ექიმების
რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლება
ში
(პროფესიულ მზადება
ში
)
მონაწილეობის მიზნით სააგენტო აწარმოებს რეესტრს, რომელშიც შეიტანება მონაცემები უმცროსი ექიმების მიერ კონკრეტული პროგრამის ფარგლებში გავლილი მოდულების შესახებ, მოდულის განმახორციელებელი დაწესებულების, მოდულზე პასუხისმგებელი პირის, მოდულის დაწყებისა და დასრულების მითითებით.
2. სააგენტო უფლებამოსილია, გადაამოწმოს ინფორმაცია შერჩევითი მონიტორინგის საშუალებით.
მუხლი 5🔗
1. სარეზიდენტო პროგრამების/მოდულების ფარგლებში აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულებების/უმაღლესი სასწავლებლებისათვის მინიჭებული და თავისუფალი კვოტების შესახებ ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს სამინისტრო და სააგენტო.
2. სარეზიდენტო პროგრამების/მოდულების ფარგლებში აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულებები/უმაღლესი სასწავლებლები ყოველი თვის 10 რიცხვამდე სააგენტოს წარუდგენენ ინფორმაციას სარეზიდენტო პროგრამების/მოდულების ფარგლებში არსებული თავისუფალი კვოტების შესახებ.
მუხლი 6🔗
1. უმცროს ექიმს 2015 წლის 1 ოქტომბრამდე, საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება მიეცეს უფლება ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, თუ:
ა) ჩაბარებული აქვს ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა და მოპოვებული აქვს საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა;
ბ) „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დაადასტურებს, რომ აქვს შესაბამის საექიმო სპეციალობაში უმცროს ექიმად მუშაობის სულ მცირე ამ სპეციალობაში რეზიდენტურის კურსის ხანგრძლივობის სტაჟი;
გ) მის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა შეესაბამება საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2.
პირს, რომელიც უმცროს ექიმად დაინიშნა 2005 წლის 1 სექტემბრამდე და დადგენილი წესით გავლილი აქვს სარეზიდენტო პროგრამის ნაწილი (ნაწილები)
, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცეს
ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების
ა და
საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობ
ის მოპოვების შემდეგ. ამასთან,
სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების საკითხის გადაწყვეტისას მის მიერ
2005 წლის 1 სექტემბრამდე
შესრულებული სამუშაო და მუშაობის ხანგრძლივობა
ჩაითვლება
სარეზიდენტო პროგრამის შემადგენელ ნაწილად
.
დანართი 1
მოწმობა
დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) მოდულის
გავლის შესახებ
სამედიცინო დაწესებულების/ უმაღლესი სასწავლებლის დასახელება
მ ო წ მ ო ბ ა
№
ეძლევა ექიმ _________________________________________________________
(სახელი და გვარი)
პირადი ნომერი __________________________________
მასზე, რომ მან 20
_______ წლის _
______ თვიდან 20 _
______ წლის ___
____ თვემდე გაიარა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სარეზიდენტო პროგრამის
_______________________________________________________________________________
(საექიმო სპეციალობის დასახელება)
მოდული ______________________________________________________________________
(მოდულის დასახელება)
მოდულზე პასუხისმგებელი პირი ________________________________
დაწესებულების/სასწავლებლის ხელმძღვანელი
_________________________________ ბ.ა.
20 წლის ______________ _____________________
მოწმობის დანართი
მოდულის დასახელება _________________________________________________
მოდულის ხანგრძლივობა ______________________________________________
მიღებული
თეორიული ცოდნა:
______________________________________________________________________________________

შეძენილი
პროფესიული უნარ-ჩვევები:

შესრულებული სამუშაო:

______________________________________________________________________________
ჩატარებული მანიპულაციები (დასახელებისა და რაოდენობების მითითებით):
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
შეფასება:
ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა
მოდულზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა:
დაწესებულების/სასწავლებლის ხელმძღვანელის ხელმოწერა: