"საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №17, ივლისი, 1996 წ.) 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 38. გარდამავალი დებულებები
1. 1999 წლის 1 იანვრიდან 2001 წლის 1 იანვრამდე საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხების 70% მიიმართოს ცენტრალურ ბიუჯეტში, ხოლო 30% – სახელმწიფო საგზაო ფონდში.
2. 2001 წლის 31 დეკემბრამდე საერთო სასამართლოებში განსახილველ სასარჩელო ან სხვა განცხადებებიდან და საჩივრებიდან სახელმწიფო ბაჟის სახით მიღებული შემოსავლების 70% მიიმართოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სპეციალური შემოსავლების ანგარიშზე, რომლებიც გამოიყენება სახელმწიფო ბიუჯეტით ამ ორგანოებისათვის დამტკიცებული ხარჯების დასაფინანსებლად, ხოლო 30% მიიმართოს ამ კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“
II. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 27 ნოემბრის №633 ბრძანებულება „საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოების ღონისძიებათა შესახებ.“
III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.
თბილისი,
2000 წლის 11 თებერვალი.
№143-IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.11.2000.
- როდის იქნა მიღებული "საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- "საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.11.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №143. სარეგისტრაციო კოდი — 190.020.000.05.001.000.727.
- სად არის "საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.11.2000 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი "საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №143, 02.11.2000, სარეგისტრაციო კოდი 190.020.000.05.001.000.727 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.11.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16762/