გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების ტყვეობაში გამრავლებისა და მათი მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) წესის შესახებ

მიღების თარიღი 15.06.2012
გამომცემი ორგანო ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსი
ნომერი №05
სარეგისტრაციო კოდი 410080000.56.068.016009
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/06/2012
matsne.gov.ge 1,920 სიტყვა · ~10 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების ტყვეობაში გამრავლებისა და მათი მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) წესის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif"; color:windowtext; letter-spacing:0pt;} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif"; color:windowtext; letter-spacing:0pt;} span.MsoCommentReference {font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {mso-style-link:"Body Text Indent 3 Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-9.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:45.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; color:windowtext; letter-spacing:0pt; font-weight:bold; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas; color:windowtext; letter-spacing:0pt;} p {margin-top:1.5pt; margin-right:0in; margin-bottom:1.5pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; color:#332E2D; letter-spacing:.1pt;} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif"; color:windowtext; letter-spacing:0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif"; color:windowtext; letter-spacing:0pt;} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif"; color:windowtext; letter-spacing:0pt;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; color:windowtext; letter-spacing:0pt;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; color:windowtext; letter-spacing:0pt;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; color:windowtext; letter-spacing:0pt; font-weight:bold;} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} span.BodyTextIndent3Char {mso-style-name:"Body Text Indent 3 Char"; mso-style-link:"Body Text Indent 3"; font-family:AcadNusx; font-weight:bold; text-decoration:underline;} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Times New Roman","serif";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; color:windowtext; letter-spacing:0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; color:windowtext; letter-spacing:0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; color:windowtext; letter-spacing:0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; color:windowtext; letter-spacing:0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; color:windowtext; letter-spacing:0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; color:windowtext; letter-spacing:0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; color:windowtext; letter-spacing:0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; color:windowtext; letter-spacing:0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; color:windowtext; letter-spacing:0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; color:windowtext; letter-spacing:0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; color:windowtext; letter-spacing:0pt;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; color:windowtext; letter-spacing:0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.5pt .75in 58.5pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის ბრძანება №0 5 2012 წლის 15 ივნისი ქ. თბილისი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების ტყვეობაში გამრავლებისა და მათი მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) წესის შესახებ „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 34-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა და 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დამტკიცდეს თანდართული „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების ტყვეობაში გამრავლებისა და მათი მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) წესი“. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა . ხეთაგური დანართი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების ტყვეობაში გამრავლებისა და მათი მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. წესის მიზანია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების ტყვეობაში გამრავლებისა და მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) პროცესში წარმოშობილი ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირება და ამ ურთიერთობაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა. 2. წინამდებარე წესი ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებულ (ბუნებრივი გარემოდან ამოღებულ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველებთან დაკავშირებით წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისათვის ამავე წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ცხოველი – საქართველოს „წითელი ნუსხით“ განსაზღვრული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველი; ბ) ცხოველის დაჭერა – ცხოველის ტყვეობაში გამრავლების მიზნით ბუნებრივი გარემოდან ცოცხლად ამოღება; გ) ცხოველის ტყვეობაში გამრავლება – დაჭერილი ცხოველების აღწარმოების ხელშეწყობა შემდგომში მისი და ტყვეობაში გამრავლებული ნამატის ნაწილის ბუნებრივ გარემოში დაბრუნებისა და ნამატის ნაწილით სარგებლობის მიზნით; დ) თევზის მეურნეობა – ორგანიზებული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება წყლის ობიექტზე, სადაც შესაძლებელია მწარმოებელი თევზების მომწიფება, მათგან ქვირითის მიღება, ქვირითის ინკუბაცია და ლავრების გამოზრდა; ე) ცხოველის ტყვეობაში გამრავლების ცენტრი – ტერიტორია, რომელიც მოწყობილია ცხოველთა (გარდა თევზის სახეობისა) ტყვეობაში გამრავლებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურით (მათ შორის, აღჭურვილია ვოლიერ(ებ)ითა და საიზოლაციო ადგილებით); ვ) დოკუმენტი – ცხოველის ტყვეობაში გამრავლების მიზნით საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაცემული ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტი; ზ) ლიცენზია – თევზის ტყვეობაში გამრავლების მიზნით სააგენტოს მიერ გაცემული თევზჭერის ლიცენზია; თ) სპეციალური ტრანსმიტერი (ჩიპი) – სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებული სპეციალური საშუალება, რომელიც შეჰყავთ დაჭერილ ან/და ტყვეობაში გამრავლებული ცხოველის (გარდა თევზის სახეობისა) სხეულში მისი შემდგომი იდენტიფიცირების მიზნით.     მუხლი 3🔗. ცხოველის ტყვეობაში გამრავლების სამართლებრივი საფუძვლები დაინტერესებულ პირს ცხოველის ტყვეობაში გამრავლების უფლება ენიჭება სააგენტოს მიერ შესაბამისი დოკუმენტის ან ლიცენზიის საფუძველზე.     მუხლი 4🔗. ცხოველის დაჭერის წესები 1. კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით ცხოველთა დაჭერა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ დოკუმენტის ან ლიცენზიის საფუძველზე კანონმდებლობით დაშვებულ ვადებში. 2. ცხოველის დაჭერის ფაქტი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს და ცხოველის დაჭერის ადგილზე სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დგება ცხოველის დაჭერის აქტი, რომელშიც აღინიშნება: ა) ცხოველის სახეობა; ბ) ცხოველის ზომა და სქესი; გ) ცხოველის ბუნებრივი გარემოდან ამოღების ადგილი და დრო; დ) ცხოველის დაჭერის იარაღი; ე) ცხოველის დამჭერი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ვ) ცხოველში შეყვანილი სპეციალური ტრანსმიტერის (ჩიპის) ნომერი-შტრიხკოდი; ვ) ასევე სხვა აუცილებელი მონაცემები. 3. ცხოველთა დაჭერისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი მეთოდები და საშუალებები, რომლებიც საფრთხეს არ უქმნის ცხოველის სიცოცხლეს. 4. ცხოველის (გარდა თევზის სახეობისა) შემთხვევაში აკრძალულია: ა) ძუძუმწოვარი მაკე ინდივიდის დაჭერა; ბ) ცხოველის დაჭერა, რომელსაც ჰყავს დამოუკიდებლად არსებობის უნარის არმქონე ნაშიერი; გ) ცხოველის ნაშიერის დაჭერა, რომელსაც არ აქვს დამოუკიდებლად არსებობის უნარი.     მუხლი 5🔗. დაჭერილი ან ტყვეობაში გამრავლებული ცხოველის ტრანსპორტირების წესები 1. დაჭერილი ან ტყვეობაში გამრავლებული ცხოველის ტრანსპორტირება დაშვებულია: ა) მხოლოდ შესაბამისად დოკუმენტის ან ლიცენზიის საფუძველზე; ბ) ისეთი საშუალებით, რომელიც გამორიცხავს ცხოველის დაზიანებას ან გაქცევას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ტრანსპორტირება ხორციელდება დახურული კონტეინერის მეშვეობით, იგი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სავენტილაციო სისტემით. 2. ცხოველის ტრანსპორტირებისას ის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისთვის დამახასიათებელი ტემპერატურით, საჭირო საკვებით და წყლით. 3. რამდენიმე ინდივიდის ტრანსპორტირებისას უნდა მოხდეს მათი იზოლირება ერთმანეთისაგან, გარდა იმ შემთვევისა, როდესაც ხდება თევზის ერთი და იმავე სახეობების ტრანსპორტირება.     მუხლი 6🔗. ცხოველის (გარდა თევზის სახეობისა) ტყვეობაში გამრავლების წესები პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს ცხოველის (გარდა თევზის სახეობისა) ტყვეობაში გამრავლებას, ვალდებულია: ა) განახორციელოს სახეობის ტყვეობაში გამრავლების გეგმითა და საოპერაციო გეგმით გათვალისწინებული ქმედებები; ბ) თითოეული დაჭერილი ან/და ტყვეობაში გამრავლებული ცხოველი დანიშნოს სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებული სპეციალური ტრანსმიტერით (ჩიპით), რომლის ნომერი-შტრიხკოდი და სააგენტოს მიერ წინასწარ დადგენილ ინფორმაციასთან ერთად 3 დღის ვადაში უნდა გადასცეს სააგენტოს; გ) იმ შემთხვევაში, თუ ცხოველის ტყვეობაში გამრავლება ხორციელდება ვოლიერში, მისი პარამეტრები უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებულ შესაბამის მოთხოვნებს; დ) სააგენტოს ყოველწლიურად 01 აპრილიდან 01 მაისამდე წარუდგინოს ინფორმაცია დაჭერილი ცხოველის, მისგან მიღებული შთამომავლობის, მათი რიცხოვნობის, სქესთა შეფარდებისა და ასაკობრივი კატეგორიების მითითებით, ასევე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების და სახეობის ტყვეობაში გამრავლების გეგმითა და საოპერაციო გეგმით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე; ე) ყოველწლიურად სააგენტოს შესათანხმებლად წარმოუდგინოს სახეობის ტყვეობაში გამრავლების გეგმის საფუძველზე შედგენილი საოპერაციო გეგმა, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად ასახული უნდა იყოს ინფორმაცია ტყვეობაში გამრავლებული ცხოველის მოპოვების, ასევე ბუნებრივ გარემოში დასაბრუნებელი ინდივიდების ოდენობის, გაშვების პერიოდის და ბუნებრივ გარემოში გაშვებულ ცხოველზე შემდგომი დაკვირვების გეგმის შესახებ; ვ) ტყვეობაში გამრავლებული ცხოველის ბუნებრივ გარემოში დაბრუნებამდე 2 კვირით ადრე აცნობოს სააგენტოს ცხოველის გაშვების თარიღი, ადგილი და ცხოველის ბუნებრივ გარემოში დაბრუნება განახორციელოს სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით; ზ) დეფექტური ინდივიდის დაბადების შემთხვევაში მისი გარემოდან ამოღება განახორციელოს სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობით და ცხოველის გარემოდან ამოღების აქტის საფუძველზე; თ) ცხოველის დაღუპვის შემთხვევაში, მისი დაღუპვის მიზეზის დადგენის მიზნით მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი, რომლის მიერ შედგენილი ნეკროფსიის აქტი 3 დღის ვადაში წარუდგინოს სააგენტოს; ი) დაიცვას დოკუმენტით დადგენილი სხვა პირობები ასეთის არსებობის შემთხვევაში.     მუხლი 7🔗. ცხოველის (თევზის სახეობის) ტყვეობაში გამრავლების წესები თევზის ტყვეობაში (თევზის მეურნეობაში) გამრავლებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები: ა) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის ტყვეობაში გამრავლება უნდა განხორციელდეს თევზის ტყვეობაში გამრავლების გეგმის შესაბამისად; ბ) თევზის მეურნეობაში სავალდებულოა თევზის რესურსით სარგებლობის, აღწარმოებისა და დაცვის შიდასააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება; გ) თევზიდან ქვირითის მიღების პროცესს უნდა ესწრებოდეს სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელიც ადგენს შესაბამის აქტს. აკრძალულია თევზის სხეულის გაკვეთის (ე.წ. საკეისრო გაკვეთის) მეთოდით ქვირითის მიღება; დ) დათევზიანება უნდა განხორციელდეს სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით, რომელიც ადგენს დათევზიანების აქტს. დათევზიანებისას სავალდებულოა შესაბამისი ვეტერინარული დასკვნის არსებობა. აქტში მათ შორის აღინიშნება: დ.ა) ლიფსიტების სახეობა, რაოდენობა და ასაკი; დ.ბ) დათევზიანების დრო და ადგილი. ე) თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების დაავადების, მათი საბინადრო გარემოს გაუარესების, განადგურების საშიშროების წარმოშობისა და დაღუპვის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს, ამასთან პერიოდულად უნდა განხორციელდეს დაავადებების პროფილაქტიკისა და მათთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებანი; ვ) უნდა განხორციელდეს მუდმივი დაკვირვება აღწარმოების მიმდინარეობაზე თევზის სახეობის მიხედვით და მიღებული ინფორმაცია ყოველკვარტალურად წარედგინოს სააგენტოს; ზ) ბუნებრივი გარემოდან მოპოვებული თევზის გამრავლების შედეგად მიღებული თევზის (ლიფსიტების) რაოდენობის 35% ყოველწლიურად ტყვეობაში გამრავლების გეგმის შესაბამისად, უნდა დაბრუნდეს ბუნებრივ გარემოში სააგენტოსთან შეთანხმებით და მისი წარმომადგენლის თანდასწრებით; თ) ბუნებრივი გარემოდან მოპოვებული თევზის გამრავლების შედეგად მიღებული პირველი თაობის თევზის რეპროდუქციის ასაკის მიღწევისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს თევზჭერის ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვისა, სააგენტოსთან შეთანხმებით და მისი წარმომადგენლის თანდასწრებით გარემოში უნდა დაბრუნდეს ბუნებრივი გარემოდან მოპოვებული შესაბამისი თევზის სახეობის ყველა ინდივიდი; ი) ყოველწლიურად დადგენილ ვადაში სააგენტოს უნდა წარედგინოს სრული ანგარიში თევზის ტყვეობაში გამრავლების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და პირობების შესრულების თაობაზე (მათ შორის, თევზსამეურნეო ღონისძიებების გატარების, თევზის რესურსის მარაგების აღრიცხვის, წყლის ობიექტის თევზპროდუქტიულობისა და თევზის რესურსით სარგებლობის შესახებ, სახეობებისა და ოდენობების მიხედვით).     მუხლი 8🔗. ტყვეობაში გამრავლების გეგმის დამტკიცება (შეთანხმება), გეგმაში ცვლილებები  1. ლიცენზიის შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის მიღებიდან ერთი თვის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის ტყვეობაში გამრავლების გეგმა. წარდგენილ გეგმას ამტკიცებს სააგენტო 1 თვის ვადაში ან ამავე ვადაში შენიშვნებით უბრუნებს ლიცენზიის მფლობელს, რომელიც ვალდებულია 1 თვის ვადაში სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს გეგმა შენიშვნების გათვალისწინებით. 2. ნადირობის დოკუმენტის შემთხვევაში, ცხოველის სახეობის ტყვეობაში გამრავლების გეგმა სააგენტოს წარედგინება ნადირობის დოკუმენტის მიღებამდე. 3. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, შესაძლებელია დამტკიცებულ (შეთანხმებულ) გეგმაში ცვლილებისა ან/და დამატების შეტანა. 4. წარმოდგენილ ცვლილებებს სააგენტო იხილავს არა უმეტეს ერთი თვის ვადაში ან ამავე ვადაში შენიშვნებით უბრუნებს დოკუმენტის/ლიცენზიის მფლობელს, რომელიც შემდგომში სააგენტოს წარუდგენს ცვლილებებს შენიშვნების გათვალისწინებით.     მუხლი 9🔗. პასუხისმგებლობა წესის დარღვევისთვის ამ წესის დარღვევისთვის პირს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა. დანართი №1 ვოლიერის მინიმალური პარამეტრები     მუხლი 1🔗. მურა დათვი (Ursus arctos) ა) ფართობი: ყოველ ერთ დათვზე 100 მ​2, ხოლო წყვილზე 300 მ​2; ბ) ვოლიერების დამაკავშირებელი კარების ტიპი: ჰორიზონტალური; გ) ვოლიერის შემოღობვის ტიპი და ვოლიერის ლანდშაფტი: ღობე – 3 მ; ბუნაგი 6 მ​2; დ) აუზი: წყლის ზედაპირის ფართი – 20 მ​2.     მუხლი 2🔗. კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus) ა) ფართობი: ყოველ ხუთ ინდივიდზე 800 მ​2, თითოეულ დამატებით ინდივიდზე დამატებით 50 მ​2; ბ) ვოლიერის შემოღობვის ტიპი და ვოლიერის ლანდშაფტი: ღობე – 2.5 – 3 მ; გრუნტი – ბუნებრივი; ტალახის აბაზანები.     მუხლი 3🔗. არჩვი (Rupicapra rupicapra) ა) ფართობი: 4 ინდივიდზე 500 მ​2, თითოეულ დამატებით ინდივიდზე დამატებით 50 მ​2; ბ) ვოლიერის შემოღობვის ტიპი და ვოლიერის ლანდშაფტი: ღობე – 2.5 – 3 მ; გრუნტი – ბუნებრივი; ტალახის აბაზანები. კედელზე ცოცვის შესაძლებლობა, სარწყულებელი.     მუხლი 4🔗. აღმოსავლეთ და დასავლეთ კავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis, Capra caucasica) ა) ფართობი: 8 ინდივიდზე 500მ​2, თითოეულ დამატებით ინდივიდზე დამატებით 50 მ​2; ბ) ვოლიერის შემოღობვის ტიპი და ვოლიერის ლანდშაფტი: ღობე – 2.5 – 3 მ; გრუნტი – ბუნებრივი; ტალახის აბაზანები. კედელზე ცოცვის შესაძლებლობა, სარწყულებელი     მუხლი 5🔗. ნიამორი (Capra aegagrus) ა) ფართობი: 8 ინდივიდზე 500 მ​2, თითოეულ დამატებით ინდივიდზე დამატებით 50 მ​2; ბ) ვოლიერის შემოღობვის ტიპი და ვოლიერის ლანდშაფტი: ღობე – 2.5 – 3 მ; გრუნტი – ბუნებრივი; ტალახის აბაზანები. კედელზე ცოცვის შესაძლებლობა, სარწყულებელი.     მუხლი 6🔗. კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi), კასპიური შურთხი (Tetraogalus caspius) ა) ფართობი: წყვილზე 12 მ​2 და თავშესაფარი 3 მ​2; ბ) ვოლიერის შემოღობვის ტიპი და ვოლიერის ლანდშაფტი: ვოლიერი გადახურული 3 მეტრის სიმაღლეზე, არალითონის ბადით დაფარული; გრუნტი – მცენარეული (ბუჩქნარი); აუცილებელია სარწულებელი.