⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.01.2014)
გაუქმებულია:

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.06.2012
ძალაში შესვლა 15.12.2011
ძალის დაკარგვა 10.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №505
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016128
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/06/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,510 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.06.2012 მიღება
15.12.2011 ძალაში შესვლა
10.01.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:42.55pt 42.5pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება № 505 2012 წლის 14 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „უ” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის №872 ბრძანება. მუხლი 3🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 15 დეკემბრიდან.    ბ. ახალაია საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗  საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი (შემდეგ – დეპარტამენტი) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.     მუხლი 2🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და წინამდებარე დებულებით.     მუხლი 3🔗 დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა (შემდეგ - მინისტრი) და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის (შემდეგ – შტაბის უფროსი) წინაშე.     მუხლი 4🔗 დეპარტამენტს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი”, შტამპი, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით. დეპარტამენტის იურიდიული მისამართი : ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №89. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები     მუხლი 5🔗 დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა (შემდეგ – ვეტერანი) და მათი ოჯახის წევრთა სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობა, შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისათვის ღონისძიებათა სისტემის შემუშავება და მათი შესრულების ორგანიზება; ბ) ვეტერანთა რეაბილიტაციის, პროფესიული ორიენტაციისა და კადრების მომზადების (გადამზადების) სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების, აგრეთვე ვეტერანებთან დაკავშირებული საერთაშორისო პროგრამების მოძიება-განხორციელების ხელშეწყობა, სოციალური დაცვის ღონისძიებების ხელშეწყობის პერსპექტივების განსაზღვრა ; გ) ვეტერანთა მიმართ სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა; დ) „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონით, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული პირების აღრიცხვა, ერთიანი კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნა, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერანის მოწმობების დამზადების უზრუნველყოფა და გაცემა; ე) ვეტერანთა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კავშირებთან ურთიერთობის დამყარება/განმტკიცება; ვ) ომის მონაწილე ხანდაზმული, მარტოხელა ვეტერანების საპატრონაჟო და მოხუცთა თავშესაფარში მოთავსების ორგანიზება. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფისათვის გაწეული მუშაობის კოორდინაცია და მონიტორინგი; ზ) ვეტერანების მხედრული ტრადიციების განმტკიცება და მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; თ) ვეტერანების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ხელყოფის ფაქტების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება; ი) დეპარტამენტის ფუნქციების განსახორციელებლად შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; კ) ვეტერანთა სოციალური, სამედიცინო და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური მიმოხილვების და მოხსენებების მომზადება და ამ მიზნით მიღებული ინფორმაციის დამუშავება; ლ) დეპარტამენტის ამოცანების განხორციელებისათვის საინფორმაციო ცნობარის, ჟურნალის, ბუკლეტების დაბეჭდვის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში; მ) კანონდებლობით დადგენილი წესით ვეტერანების სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების მიზნით წარდგინების მომზადება და შესაბამისი ქვედანაყოფისათვის გადაცემა; ნ) კანონდებლობით დადგენილი წესით ვეტერანთა შესახებ სათანადო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სოციალური გასაცემლების ადმინისტრირების შესაბამისი ორგანოსათვის. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა     მუხლი 6🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი (შემდეგ – დეპარტამენტის უფროსი). 2. დეპარტამენტის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება შტაბის უფროსს. 4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, შტაბის უფროსთან შეთანხმების საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.     მუხლი 7🔗 დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; გ) წარადგენს დასამტკიცებლად დეპარტამენტის საშტატო ნუსხას; დ) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, მინისტრსა და შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების ან/და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; ე) განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მოადგილეებსა და მისდამი დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს, გამოსცემს ინდივიდუალური ადმინისტრაციული ხასიათის სამართლებრივ აქტებს, ქმნის სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებს; ვ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებაზე . ზ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და დისციპლინის დაცვაზე; თ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ი) ხელს აწერს ვეტერანის მოწმობას; კ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან. თავი IV დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი სტატუსი და ფუნქციები     მუხლი 8🔗 დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია (შემდეგ – ქვედანაყოფი): ა) აპარატი; ბ) სამეურნეო-ტექნიკური და საორგანიზაციო სამსახური; გ) იურიდიული სამსახური; დ) სააღრიცხვო-საინფორმაციო სამსახური; ე) არქივი; ვ) ვეტერანთა დასაქმების უზრუნველყოფის განყოფილება;     მუხლი 9🔗 ქვედანაყოფის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე; დ) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს კომპეტენციის ფარგლებში; ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დაქვემდებარებული სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ზ) ანგარიშს აბარებს დეპარტამენტის უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.     მუხლი 10🔗 აპარატის ფუნქციებია: ა) დეპარტამენტის უფროსის, უფროსის მოადგილეების საინფორმაციო უზრუნველყოფა; ბ) დეპარტამენტის საკადრო საკითხების უზრუნველყოფა, საქმისწარმოების წარმართვა; გ) თათბირების მომზადების და ჩატარების ორგანიზება; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ვეტერანების სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების მიზნით წარდგინებების მომზადება და შესაბამისი ქვედანაყოფისათვის გადაცემა; ე) ვეტერანთა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კავშირებთან ურთიერთობის დამყარება/განმტკიცება; ვ) დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტებისა და ცალკეული დავალებების შესრულებაზე კონტროლი.     მუხლი 11🔗 სამეურნეო-ტექნიკური და საორგანიზაციო სამსახურის ფუნქციებია: ა) დეპარტამენტზე რიცხული მატერიალური ფასეულობისა და ინვენტარის აღრიცხვა და კონტროლი; ბ) ომის მონაწილე ხანდაზმული, მარტოხელა ვეტერანების საპატრონაჟო და მოხუცთა თავშესაფარში მოთავსების ორგანიზება; გ) სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფისათვის გაწეული მუშაობის კოორდინაცია და მონიტორინგი; დ) ვეტერანების მხედრული ტრადიციების განმტკიცება და მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ე) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების მიზნით; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური გარანტიების უზრუნველსაყოფი, მათ შორის , სარიტუალო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით; ზ) დეპარტამენტის ამოცანების განხორციელებისათვის საინფორმაციო ცნობარის, ჟურნალის, ბუკლეტების დაბეჭდვის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში.     მუხლი 12🔗 იურიდიული სამსახურის ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერანთა სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ანალიზი; ბ) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობა, შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისათვის ღონისძიებათა სისტემის შემუშავება და მათი შესრულების ორგანიზება; გ) დეპარტამენტის ფუნქციების განსახორციელებლად შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება, ვეტერანთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური მიმოხილვების და მოხსენებების მომზადება და ამ მიზნით მიღებული ინფორმაციის დამუშავება; დ) ვეტერანთა წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა; ე) ვეტერანთა მიმართ სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა; ვ) ვეტერანთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ხელყოფის ფაქტების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.     მუხლი 13🔗 სააღრიცხვო-საინფორმაციო სამსახურის ფუნქციებია: ა) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახების წევრების ზუსტი აღრიცხვა, ერთიანი კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნა; ბ) შეღავათების განსახორციელებლად დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის დამზადება-გაცემის უზრუნველყოფა; გ) საინფორმაციო-ანალიტიკური მუშაობის ორგანიზება და განხორციელება; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ვეტერანთა შესახებ სათანადო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სოციალური გასაცემლების ადმინისტრირების შესაბამისი ორგანოსათვის.     მუხლი 14🔗 არქივის ფუნქციებია: ა) საარქივო საქმის წარმოება; ბ) საქმეების ნომენკლატურის მიხედვით აღრიცხვა და დადგენილი წესით შენახვა; გ) სააღრიცხვო-საინფორმაციო სამსახურიდან კოდმინიჭებული შტამპით დამოწმებული ანკეტებისა და საბუთების მიღება და დამოწმება შტამპით.     მუხლი 15🔗 ვეტერანთა დასაქმების უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია: ა) ვეტერანთა რეაბილიტაციის, პროფესიული ორიენტაციისა და კადრების მომზადება-გადამზადების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების მოძიება და არსებულ პროგრამებში ჩართვის უზრუნველყოფა; ბ) საქართველოს მასშტაბით სამუშაო ადგილების მოძიება ვეტერანთა და მათი ოჯახების წევრთა დასასაქმებლად; გ) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.     მუხლი 16🔗 დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებსა და უფლება-მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.