# ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

- ტიპი: საქართველოს კანონი
- მიმღები ორგანო: საქართველოს პარლამენტი
- დოკუმენტის ნომერი: №160
- მიღების თარიღი: 23.02.2000
- კონსოლიდირებული რედაქცია: 13.12.2024
- სარეგისტრაციო კოდი: 470.100.000.05.001.000.730
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/16780
- წყარო: https://legali.ge/law/16780/

> ეს არის 13.12.2024 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 1. ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ორგანოებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის ადამიანის სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ ერთი ან ერთზე მეტი ორგანოს, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილებისა და უჯრედებ

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3393 - სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.2

[https://legali.ge/law/16780/muxli-1/](https://legali.ge/law/16780/muxli-1/)

---

## მუხლი 2. ამ კანონით არ წესრიგდება:

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

ა) სისხლისა და მისი კომპონენტების, ჩანასახისა და ნაყოფის ორგანოების, რეპროდუქციული ორგანოების (საკვერცხე, სათესლე ჯირკვალი, კვერცხუჯრედი, სპერმა), კბილის, თმის აღება და გამოყენება;

ბ) ორგანოს აღება ავადმყოფობის დიაგნოზის დასადგენად ადამიანის სიცოცხლეშივე ან სიკვდილის შემდეგ;

გ) სასამართლო მედიცინის შემთხვევები.

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3393 - სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.2

[https://legali.ge/law/16780/muxli-2/](https://legali.ge/law/16780/muxli-2/)

---

## მუხლი 3. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

ა) გენეტიკური ნათესავი – დონორის ან რეციპიენტის შვილი, დედა, მამა, შვილიშვილი, ბებია, პაპა, ძმა, და, ძმისწული, დისწული, დედის ძმა ან და, მამის ძმა ან და, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი;

ა1) რეციპიენტთან ახლო პირადი ურთიერთობის მქონე პირი – რეციპიენტთან არანაკლებ 2 წლის განმავლობაში ახლო და სტაბილური ემოციური კავშირის მქონე პირი;

ბ) დონორი – ცოცხალი ადამიანი ან გარდაცვლილი, რომლისგანაც იღებენ ორგანოს სხვა ადამიანისათვის გადასანერგად;

გ) ინფორმირებული თანხმობა – პაციენტის, ხოლო მისი მცირეწლოვანების შემთხვევაში – პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა გადანერგვასთან დაკავშირებული ამა თუ იმ სამედიცინო ჩარევის ჩატარებაზე ამ ჩარევის არსის, ჩვენებების, მოსალოდნელი ეფექტის, შესაძლო გვერდითი მოვლენების, აგრეთვე აღნიშნულ ჩარევასთან დაკავშირებული, პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მოსალოდნელი რისკის განმარტების შემდეგ;

დ) რეციპიენტი – ადამიანი, რომელსაც მკურნალობის მიზნით გადაენერგა სხვა ადამიანის ორგანო;

ე) ტიპირება – ქსოვილების იმუნოლოგიური მახასიათებლების განსაზღვრა;

ვ) ორგანოთა გადანერგვა, ტრანსპლანტაცია – ადამიანის ორგანოს სხვა ადამიანისათვის გადანერგვა სიცოცხლის გადარჩენის, განკურნების, დაავადების პროგრესირების შეფერხების ან ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად;

ზ) თავის ტვინის სიკვდილი – სპეციალური სამედიცინო საშუალებებით სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის შენარჩუნების ფონზე თავის ტვინისა და ზურგის ტვინის საწყისი სეგმენტების ფუნქციის შეუქცევადი შეწყვეტა;

თ) ჯვარედინი დონორობა – ერთი პოტენციური რეციპიენტის პოტენციური ცოცხალი დონორის რომელიმე ორგანოს აღება მეორე პოტენციური რეციპიენტისათვის გადასანერგად და, შესაბამისად, მეორე პოტენციური რეციპიენტის პოტენციური ცოცხალი დონორის იმავე ორგანოს აღება პირველი პოტენციური რეციპიენტისათვის გადასანერგად.  პოტენციური ცოცხალი დონორები არიან ამ კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები;

ი) ღეროვანი უჯრედები – წინამორბედი, მოუმწიფებელი უჯრედების ჯგუფი, რომლებსაც აქვს თვითგანახლებისა და სპეციალიზებულ ქსოვილად დიფერენცირების უნარი.

საქართველოს 2002 წლის 21 ნოემბრის კანონი №1757 - სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.140

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3393 - სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.214

საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2151 - ვებგვერდი, 04.04.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3380 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 24
ივნისის კანონი
№5579
- ვებგვერდი, 13.07.2016წ.

თავი II. ორგანოს გაცემის ნებაყოფლობითო

[https://legali.ge/law/16780/muxli-3/](https://legali.ge/law/16780/muxli-3/)

---

## მუხლი 7. ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებები, სამედიცინო პროფესიულ ასოციაციებთან ერთად შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, მოსახლეობას განუმარტავენ ორგანოს გაცემის, აღების, მისი სხვა ადამიანისათვის გადანერგვ

_თავი II — ორგანოს გაცემის ნებაყოფლობითობა_

თავი III. გარდაცვლილის ორგანოს აღება სიცოცხლეშივე განცხადებული თანხმობის ან უარის არარსებობის

[https://legali.ge/law/16780/muxli-7/](https://legali.ge/law/16780/muxli-7/)

---

## მუხლი 8. გადანერგვის მიზნით გარდაცვლილის ორგანოს აღება, როდესაც არ არსებობს სიცოცხლეში განცხადებული თანხმობის ან უარის დამადასტურებელი წერილობითი საბუთი, შეიძლება, თუ:

_თავი III — გარდაცვლილის ორგანოს აღება სიცოცხლეშივე განცხადებული თანხმობის ან უარის არარსებობისას_

ა) არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ორგანოს აღება არ ეწინააღმდეგება გარდაცვლილის რელიგიურ რწმენას, მის ეთიკურ პრინციპებს;

ბ) ამ კანონის მე-9 მუხლში ჩამოთვლილ პირთაგან მოცემული რიგითობის მიხედვით უპირატესი უფლების მქონე პირი თანახმაა გარდაცვლილის ორგანოს აღებაზ

[https://legali.ge/law/16780/muxli-8/](https://legali.ge/law/16780/muxli-8/)

---

## მუხლი 9. 1. გარდაცვლილის ორგანოს აღებაზე თანხმობის ან უარის განცხადების უფლება აქვთ შემდეგ ქმედუნარიან პირებს:

_თავი III — გარდაცვლილის ორგანოს აღება სიცოცხლეშივე განცხადებული თანხმობის ან უარის არარსებობისას_

ა) მეუღლეს;

ბ) შვილს;

გ) მშობელს;

დ) შვილიშვილს,შვილიშვილის შვილს;

ე) ძმას, დას;

ვ) ძმისწულს, დისწულს;

ზ) ბებიასა, პაპას;

თ) ბიძას, დეიდას, მამიდას;

ი) ბიძაშვილს, დეიდაშვილს, მამიდაშვილს.

2. თანაბარი უფლების მქონე რამდენიმე ნათესავის არსებობისას, თუნდაც ერთის მიერ უარის განცხადების შემთხვევაში, გარდაცვლილის ორგანოს აღება დაუშვებელია.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულ პირებს ორგანოს აღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რიგით წინამავალი პირი (პირები) ცოცხალი არ არის ან მისგან გადაწყვეტილების მიღება გადანერგვისთვის დასაშვები დროის განმავლობაში შეუძლებელი

[https://legali.ge/law/16780/muxli-9/](https://legali.ge/law/16780/muxli-9/)

---

## მუხლი 11. თუ მიღებული სამედიცინო სტანდარტებით გარდაცვლილი პაციენტი შესაფერისი კანდიდატია ორგანოს ასაღებად, მაგრამ მას სიცოცხლეშივე არა აქვს განცხადებული თანხმობა, ხოლო სიკვდილის შემდეგ ამ კანონის მე-9 მუხლში ჩა

_თავი III — გარდაცვლილის ორგანოს აღება სიცოცხლეშივე განცხადებული თანხმობის ან უარის არარსებობისას_

თავი IV. გარდაცვლილი დონორის ორგანოს აღე

[https://legali.ge/law/16780/muxli-11/](https://legali.ge/law/16780/muxli-11/)

---

## მუხლი 13. ადამიანის თავის ტვინის სიკვდილის კრიტერიუმებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეიმუშავებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შ

_თავი IV — გარდაცვლილი დონორის ორგანოს აღება_

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88

საქართველოს 2002 წლის 21 ნოემბრის კანონი №1757 - სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.140

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის

კანონი №1242
– ვებგვერდი, 08.10.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3055
–
ვებგვერდი, 11.07.2018

[https://legali.ge/law/16780/muxli-13/](https://legali.ge/law/16780/muxli-13/)

---

## მუხლი 14. პაციენტის თავის ტვინის სიკვდილი მკურნალი ექიმის მონაწილეობით უნდა დაადასტუროს რეანიმატოლოგისა და ნევროპათოლოგისაგან შემდგარმა ორმა დამოუკიდებელმა ჯგუფმა ცალ-ცალკე ჩატარებული გამოკვლევის შედეგების მიხე

_თავი IV — გარდაცვლილი დონორის ორგანოს აღება_



[https://legali.ge/law/16780/muxli-14/](https://legali.ge/law/16780/muxli-14/)

---

## მუხლი 16. გარდაცვლილის ახლობლებს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ დაესწრონ ორგანოს აღებას, ხოლო ასეთი სურვილის არარსებობისას - მიიღონ ინფორმაცია ჩატარებული პროცედურის შესახებ საავადმყოფოს სათანადო რწმუნებ

_თავი IV — გარდაცვლილი დონორის ორგანოს აღება_

თავი V. ცოცხალი დონორის ორგანოს აღე

[https://legali.ge/law/16780/muxli-16/](https://legali.ge/law/16780/muxli-16/)

---

## მუხლი 17. 1. ცოცხალი დონორისაგან ორგანოს აღება სხვა ადამიანისათვის გადასანერგად დასაშვებია მხოლოდ სიცოცხლის შენარჩუნების, მძიმე ავადმყოფობისაგან განკურნების, დაავადების პროგრესირების შეჩერების ან ჯანმრთელობის მ

_თავი V — ცოცხალი დონორის ორგანოს აღება_

2. მკურნალობის მიზნით პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების აღება სხვა ადამიანისათვის გადასანერგად დასაშვებია მხოლოდ პოტენციური დონორის მშობიარობის შემდეგ.

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3393 - სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.2

[https://legali.ge/law/16780/muxli-17/](https://legali.ge/law/16780/muxli-17/)

---

## მუხლი 18. გადანერგვის მიზნით ცოცხალი დონორისაგან ორგანოს აღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია შემდეგი პირობები:

_თავი V — ცოცხალი დონორის ორგანოს აღება_

ა) დონორი ქმედუნარიანია, გარდა ამ კანონის მე-20 მუხლში გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ)
ცოცხალი დონორი შეიძლება იყოს:

ბ.ა) რეციპიენტის გენეტიკური ნათესავი;

ბ.ბ) რეციპიენტის მეუღლე, თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 1 წელი;

ბ.გ) რეციპიენტის მეუღლის შვილი, დედა (დედამთილი/სიდედრი), მამა (მამამთილი/სიმამრი), შვილიშვილი, ბებია, პაპა, და (მული/ცოლისდა), ძმა (მაზლი/ცოლისძმა), შვილის მეუღლე (რძალი/სიძე), შვილიშვილის მეუღლე (რძალი/სიძე), დის მეუღლე (სიძე), ძმის მეუღლე (რძალი), თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 2 წელი.

შენიშვნა: ამ მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა ყველა პოტენციურმა ცოცხალმა დონორმა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გადაინერგოს იმ ნათესაური კავშირის მქონე ადამიანის ორგანო, რომლის მიმართაც მას აქვს დონორობის უფლება;

ბ.დ) რეციპიენტთან ახლო პირადი ურთიერთობის მქონე პირი, თუ ცოცხალი დონორი ამ მუხლის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს შორის არ მოიძებნა და არ არსებობს რეციპიენტისათვის სიცოცხლის შენარჩუნების, მისი მძიმე ავადმყოფობისაგან განკურნების, დაავადების პროგრესირების შეჩერების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მკურნალობის ხელმისაწვდომი ალტერნატიული მეთოდი.

ბ1) დონორისგან ორგანოს აღება ხდება ჯვარედინი დონორობის პრინციპით, რაზედაც არსებობს ტრანსპლანტაციის საბჭოს თანხმობა, გარდა ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ) დონორს ორგანოს გაცემაზე განცხადებული აქვს ინფორმირებული თანხმობა;

დ) მედიცინის განვითარების თანამედროვე დონის შესაბამისი გამოკვლევებით დადგენილია, რომ ოპერაციის მეყსეული ან შორეული, უშუალო ან გაშუალებული შედეგები არ წარმოადგენს დონორის სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან რისკს და არ გამოიწვევს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას;

ე) სათანადო გამოკვლევით დადგენილია, რომ დონორი შეესაბამება იმ კრიტერიუმებს, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია გადანერგვის მიზნით ცოცხალი ადამიანისაგან ორგანოს ასაღებად;

ვ) ორგანოს ასაღებად გამიზნული ოპერაცია ტარდება სათანადო ლიცენზიის მქონე ექიმის მიერ და შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულებაში;

ზ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში არსებობს ტრანსპლანტაციის საბჭოს თანხმობა, ხოლო „ბ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობა.

საქართველოს 2002 წლის 21 ნოემბრის კანონი №1757 - სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.140

საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3112 - სსმ I, №31, 05.07.2010 წ., მუხ.195

საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2151 - ვებგვერდი, 04.04.2014წ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის 2015 წლის 25  ნოემბრის  საოქმო ჩანაწერი   №3/9/682  – ვებგვერდი, 10.12.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 24
ივნისის კანონი
№5579
- ვებგვერდი, 13.07.2016წ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინება №3/4/682 - ვებგვერდი, 12.10.2016

[https://legali.ge/law/16780/muxli-18/](https://legali.ge/law/16780/muxli-18/)

---

## მუხლი 19. 1. სხვა ადამიანისათვის გადასანერგად ცოცხალი დონორისაგან იმ ქსოვილის/უჯრედის აღება, რომელსაც აქვს თვითგანახლების უნარი, დასაშვებია იმ შემთხვევაშიც, როდესაც დონორი არ არის გენეტიკური ნათესავი ან მეუღლე

_თავი V — ცოცხალი დონორის ორგანოს აღება_

2. მშობიარობის შემდეგ დასაშვებია პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა სხვა ადამიანისათვის მკურნალობის მიზნით იმ შემთხვევაშიც, როდესაც დონორი არ არის გენეტიკური ნათესავი ან მეუღლე.

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3393 - სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.214

საქართველოს 2016 წლის 24
ივნისის კანონი
№5579
- ვებგვერდი, 13.07.2016

[https://legali.ge/law/16780/muxli-19/](https://legali.ge/law/16780/muxli-19/)

---

## მუხლი 20. არასრულწლოვანის (გარდა მცირეწლოვანისა) ძვლის ტვინის აღება სხვა ადამიანისათვის გადასანერგად დასაშვებია, თუ:

_თავი V — ცოცხალი დონორის ორგანოს აღება_

ა) ძვლის ტვინის აღება არ იმოქმედებს დონორის ჯანმრთელობაზე, რასაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაადასტურებს სათანადო ლიცენზიის მქონე ორი ექიმი;

ბ) ძვლის ტვინის გადანერგვა განკუთვნილია პირველი ან მეორე რიგის ნათესავისათვის, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისათვის საშიშია და არ არსებობს მკურნალობის სხვა საშუალება;

გ) არასრულწლოვანის განწყობა იძლევა სამედიცინო ჩარევის შესაძლებლობას;

დ) მიღებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადასტურებული მშობლების (მშობლის) ან მშობლების ზრუნვას მოკლებული არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობ

[https://legali.ge/law/16780/muxli-20/](https://legali.ge/law/16780/muxli-20/)

---

## მუხლი 21. პოტენციური ცოცხალი დონორისაგან ინფორმირებული თანხმობის მისაღებად მას უნდა განემარტოს:

_თავი V — ცოცხალი დონორის ორგანოს აღება_

ა) ორგანოს აღებისათვის საჭირო ოპერაციული ჩარევის სახე, მოცულობა, რისკი, რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრება, დონორის ჯანმრთელობაზე ოპერაციული ჩარევის მეყსეული და შორეული, უშუალო და გაშუალებული შედეგების უარყოფითი ზეგავლენის შესაძლებლობა;

ბ) ცოცხალი დონორისაგან აღებული ორგანოს გადანერგვის მოსალოდნელი შედეგის –წარმატების თუ წარუმატებლობის ყველა შესაძლებლობა;

გ) ყველა შესაძლო გარემოება, რამაც შეიძლება იმოქმედოს დონორის გადაწყვეტილებაზ

[https://legali.ge/law/16780/muxli-21/](https://legali.ge/law/16780/muxli-21/)

---

## მუხლი 22. ამ კანონის 21-ე მუხლში მოცემული განმარტებები პოტენციურ ცოცხალ დონორს უნდა მისცეს სათანადო ლიცენზიის მქონე ექიმმა სხვა ექიმის თანდასწრებით, რომელიც არ მონაწილეობს ორგანოების აღებასა და გადანერგვაში და,

_თავი V — ცოცხალი დონორის ორგანოს აღება_

თავი VI. ორგანოს გადანერგვის ან მკურნალობის მიზნით მისი გამოყენების ორგანიზაც

[https://legali.ge/law/16780/muxli-22/](https://legali.ge/law/16780/muxli-22/)

---

## მუხლი 26. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად სამინისტრო კოორდინაციასა და კონტროლს უწევს ორგანოების გადანერგვით დასაქმებული ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას

_თავი VII — ორგანოთა გადანერგვის პროცესების მართვა_

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88

საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3055
–
ვებგვერდი, 11.07.2018

[https://legali.ge/law/16780/muxli-26/](https://legali.ge/law/16780/muxli-26/)

---

## მუხლი 27. სამინისტრო:

_თავი VII — ორგანოთა გადანერგვის პროცესების მართვა_

ა) შეიმუშავებს ორგანოთა მოძიების, აღების, შენახვისა და გადანერგვის სტანდარტებს;

ბ) შეიმუშავებს დონორებისა და რეციპიენტების შერჩევისა და ტესტირების კრიტერიუმებს, განსაზღვრავს ამ კანონის მე-5 მუხლში მითითებული სტანდარტული დოკუმენტის ფორმას;

გ) განსაზღვრავს ორგანოების ხარისხის კონტროლის სტანდარტებს, აწარმოებს ორგანოების აღების, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დაცვის, ორგანოების ვარგისობის და ჰისტოშეთავსების დადგენის კონტროლს;

დ) პერიოდულად ამოწმებს სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებების, ტრანსპლანტაციის ბანკების საქმიანობის სტანდარტებთან შესაბამისობას და ტრანსპლანტაციის სფეროში მათ მიერ განხორციელებული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლს; თუ საჭიროა, აჩერებს ლიცენზიის მოქმედებას ან აუქმებს მას;

ე) უზრუნველყოფს დონორებისა და რეციპიენტების შესახებ ინფორმაციის გაცვლას სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებებსა და ტრანსპლანტაციის ბანკებს შორის, აგრეთვე ზემოაღნიშნული დაწესებულებებისათვის საავადმყოფოებიდან ინფორმაციის მიწოდებას;

ვ) აწესრიგებს საერთაშორისო თანამშრომლობას ორგანოთა გადანერგვის სფეროში; დაინტერესებულ უწყებებთან ერთად მონაწილეობს ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის ნორმატივების შემუშავებაში;

ზ) თანამშრომლობს ორგანოთა გადანერგვის საკითხებით დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პროფესიულ გაერთიანებებთან.

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88

საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3055
–
ვებგვერდი, 11.07.2018

[https://legali.ge/law/16780/muxli-27/](https://legali.ge/law/16780/muxli-27/)

---

## მუხლი 29. სამინისტროში იქმნება ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრი, რომლის მუშაობას ხელმძღვანელობს სათანადო ლიცენზიის მქონე ექიმი ან ქსოვილების ტიპირების გამოცდილების მქონე ბიოლოგი

_თავი VII — ორგანოთა გადანერგვის პროცესების მართვა_

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88

საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3055
–
ვებგვერდი, 11.07.2018

[https://legali.ge/law/16780/muxli-29/](https://legali.ge/law/16780/muxli-29/)

---

## მუხლი 30. ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრის ყოველი გადაწყვეტილება სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებისათვის ორგანოს გადაცემის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ დაინტერესებულ სამედიცინო დაწესებულებებს. გადაწყვ

_თავი VII — ორგანოთა გადანერგვის პროცესების მართვა_

თავი VIII.
სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებე

[https://legali.ge/law/16780/muxli-30/](https://legali.ge/law/16780/muxli-30/)

---

## მუხლი 33. სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულება:

_თავი VIII — სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებები_

ა) შესაბამისი ტექნოლოგიებით უზრუნველყოფს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებას;

ბ) დადგენილი წესით მონაწილეობს პოტენციური დონორებისა და პოტენციური რეციპიენტების რეგისტრაციაში, აგრეთვე ორგანოთა გაცემაზე უარის განმცხადებელი პირების სიის წარმოებაში;

გ) უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას პოტენციური რეციპიენტის მეთვალყურე სამედიცინო დაწესებულებასთან ან მკურნალ ექიმთან და ორგანოთა გადანერგვის მართვის დაწესებულებებთან;

დ) დადგენილი წესით აწარმოებს სამედიცინო დოკუმენტებს, რომლებშიც აუცილებლად ფიქსირდება გადანერგილი ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი (შიფრი);

ე) უზრუნველყოფს 24-საათიანი სამუშაო რეჟიმის დაცვა

[https://legali.ge/law/16780/muxli-33/](https://legali.ge/law/16780/muxli-33/)

---

## მუხლი 40. 1. საქართველოში დასაშვებია მხოლოდ იმ ორგანოს შემოტანა, რომლის აღება, დამუშავება და ვარგისობის დადასტურება მოხდა შესაბამისი ქვეყნის კანონების მოთხოვნათა დაცვით, რაც უნდა აისახოს თანმხლებ დოკუმენტებში

_თავი IX — საერთაშორისო თანამშრომლობა ადამიანის ორგანოთა გადანერგვის სფეროში_

2. საქართველოში ორგანოს შემოტანის უფლება აქვს სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებას.

3. საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის ორგანოთა შემოტანა დაუბრკოლებლად ხდება სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულების სპეციალური განაცხადის და ორგანოს თანმხლები დოკუმენტების საფუძველზე.

4. ადამიანის იმპორტირებული ორგანოების გამოყენებაზე საერთო ზედამხედველობას აწარმოებს სამინისტრო.

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88

საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3055
–
ვებგვერდი, 11.07.2018

[https://legali.ge/law/16780/muxli-40/](https://legali.ge/law/16780/muxli-40/)

---

## მუხლი 41. საქართველოდან ადამიანის ორგანოთა გატანა დასაშვებია მხოლოდ სამინისტროს ნებართვით, ტრანსპლანტაციის ბანკის მეშვეობით

_თავი IX — საერთაშორისო თანამშრომლობა ადამიანის ორგანოთა გადანერგვის სფეროში_

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88

საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3055
–
ვებგვერდი, 11.07.2018წ.

თავი X. ტრანსპლანტაციის უსაფრთხოების უზრუნველყო

[https://legali.ge/law/16780/muxli-41/](https://legali.ge/law/16780/muxli-41/)

---

## მუხლი 45. ტრანსპლანტაციის ბანკში გაგზავნილი ორგანოს კარანტინში მოთავსების აუცილებლობისა და ხანგრძლივობის კრიტერიუმებს, აგრეთვე დონორთა შორის საშიში ინფექციების რისკის ჯგუფის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს იმ შემთხვე

_თავი X — ტრანსპლანტაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა_

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88

საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3055
–
ვებგვერდი, 11.07.2018

[https://legali.ge/law/16780/muxli-45/](https://legali.ge/law/16780/muxli-45/)

---

## მუხლი 46. თუ ტრანსპლანტაციისათვის განსაზღვრული ორგანოს თანმხლებ დოკუმენტებში ასახული სამედიცინო ინფორმაცია არასრულია ან არ შეესაბამება მოქმედ ნორმატიულ აქტებს, სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულება ვალდებულია  

_თავი X — ტრანსპლანტაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა_

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88

საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3055
–
ვებგვერდი, 11.07.2018

[https://legali.ge/law/16780/muxli-46/](https://legali.ge/law/16780/muxli-46/)

---

## მუხლი 48. ტრანსპლანტოლოგიის საინფორმაციო ცენტრი შიფრავს დონორის ვინაობას მხოლოდ მისთვის ცნობილი საიდენტიფიკაციო ნომრით. როგორც წესი, სამედიცინო დაწესებულებაში ორგანოს თანმხლებ დოკუმენტებში მიეთითება მხოლოდ საიდ

_თავი XI — ინფორმაციის გაცვლა და შენახვა_

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88

საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3055
–
ვებგვერდი, 11.07.2018

[https://legali.ge/law/16780/muxli-48/](https://legali.ge/law/16780/muxli-48/)

---

## მუხლი 49. დონორის ვინაობის გამჟღავნების უფლება აქვს მხოლოდ ტრანსპლანტაციის საბჭოს იმ შემთხვევაში, თუ:

_თავი XI — ინფორმაციის გაცვლა და შენახვა_

ა) გადასანერგად განსაზღვრული ორგანოს გამოყენება საფრთხეს უქმნის რეციპიენტის ან სხვა ადამიანის ჯანმრთელობას;

ბ) სასამართლო დადგენილების საფუძველზე ამას მოითხოვენ სამართალდამცავი ორგანოები;

გ) დადგენილი წესით ამას სპეციალურად მოითხოვს მინისტრი.

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88

საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3055
–
ვებგვერდი, 11.07.2018

[https://legali.ge/law/16780/muxli-49/](https://legali.ge/law/16780/muxli-49/)

---

## მუხლი 51. თავის ტვინის ფუნქციის სრული, შეუქცევადი შეწყვეტის დამადასტურებელი წერილობითი დასკვნების, ცოცხალი ან გარდაცვლილი დონორისაგან ორგანოს ასაღებად საჭირო, ამ კანონის მე-14–15 მუხლებით გათვალისწინებული ღონის

_თავი XI — ინფორმაციის გაცვლა და შენახვა_

თავი XII. ორგანოებით ვაჭრობის აკრძალ

[https://legali.ge/law/16780/muxli-51/](https://legali.ge/law/16780/muxli-51/)

---

## მუხლი 57. 1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით 2000 წლის 1 ივნისამდე მიღებულ იქნეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

_თავი XIV — დასკვნითი და გარდამავალი დებულებანი_

ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;

ბ) (ამოღებულია - 20.09.2013, №1242);

გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებები:

გ.ა) „ორგანოთა მოძიების, აღების, შენახვისა და გადანერგვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“;

გ.ბ) „დონორებისა და რეციპიენტების შერჩევისა და ტესტირების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“;

გ.გ) „ორგანოების ხარისხის კონტროლის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“;

გ.დ) ტრანსპლანტაციის საბჭოს, ტრანსპლანტაციის ბანკის, საინფორმაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ;

გ.ე) „ორგანოს კარანტინში მოთავსების აუცილებლობისა და ხანგრძლივობის კრიტერიუმების, დონორთა შორის საშიში ინფექციების რისკის ჯგუფის განმსაზღვრელი კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ";

გ.ვ) „ორგანოთა განადგურების წესის შესახებ“;

დ) საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის და იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანება „სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ ორგანოთა გადანერგვის თაობაზე გადაწყვეტილების გაფორმების წესის შესახებ“.

11. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა არა უგვიანეს 2003 წლის 1 მარტისა მიიღოს ბრძანება „ჯვარედინი დონორობის პრინციპით ორგანოების აღებისა და გადანერგვის წესის შესახებ“.

12. 2006 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ადამიანის ორგანოთა გადანერგვის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

2. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88

საქართველოს 2002 წლის 21 ნოემბრის კანონი №1757 - სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.140

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3393 - სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.214

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის

კანონი №1242
– ვებგვერდი, 08.10.2013წ.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 23 თებერვალი.

№160–I

[https://legali.ge/law/16780/muxli-57/](https://legali.ge/law/16780/muxli-57/)
