პაციენტის თავის ტვინის სიკვდილი მკურნალი ექიმის მონაწილეობით უნდა დაადასტუროს რეანიმატოლოგისა და ნევროპათოლოგისაგან შემდგარმა ორმა დამოუკიდებელმა ჯგუფმა ცალ-ცალკე ჩატარებული გამოკვლევის შედეგების მიხედვით. ისინი არ უნდა მონაწილეობდნენ ორგანოს აღებაში ან გადანერგვაში და სამსახურებრივად არ უნდა ექვემდებარებოდნენ ორგანოთა გადანერგვის პროცესებში მონაწილე პირს.
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ · რედაქცია 13.12.2024
მუხლი 14
თავი IV — გარდაცვლილი დონორის ორგანოს აღება
რედაქციის ისტორია
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 13.12.2024. გამოქვეყნება: სსმ, 8, 15/03/2000.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“, მუხლი 14, №160, 23.02.2000, სარეგისტრაციო კოდი 470.100.000.05.001.000.730 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16780/muxli-14/