განჩინება შპს „ბლექ სი ინვესტი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/647
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2012 წლის 13 ივნისი                   

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ

მოსამართლე გენადი მაკარიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’კრედიტორთა კრების მ ოწვევის საკითხი და

:

 ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2011 წლის 20 მაისს განჩინებით გაიხსნა შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

 2011 წლის 12 სექტემბრის ქუთაისის საქალაქო სასამარ თ ლოს საოქმო განჩინებით , მომრიგებელი საბჭოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესაბაბამისად , დაიწყო შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ მიმართ რეაბილიტაციის საქმის წარმოება და 2011 წლის28 სექტემბრის განჩინებით დამტკიცდ ა შ.პ.ს. ,,ბლექ სი ინვესტის’’რეაბილიტაციის მმართველის თანამდებობაზე ვლადიმერ სალაძის დანიშვნის შესახებ კრედიტორთა გადაწყვეტილება . ამასთან , შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ რეაბილიტაციის პროექტის წარმოდგენის ვადა განისაზღვრა 60 (სამოცი) დღით ამ განჩინების გამოქვეყნებიდან;

  2012 წლის 16 დეკემბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საოქმო განჩინებით გაგრძელებული იქნა რეაბილიტაციის პროექტის წარმოდგენის ვადა.

2012 წლის 24 მაისს დანიშნულ კრედიტორთა კრებაზე არ გამოცხადდა რეაბილიტაციის მმართველი და არც რეაბილიტაციის პროექტი წარმოუდგენია.

  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს შპ ს ,,ბლექ სი ინვესტის’’ კრედიტორთა კრება 2012 წლის 26 ივნისს , 14:00 საათზე.

  სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 -ე მუხლებით და

:

1. მოწვეულ იქნეს შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ კრედიტორთა კრება 2012 წლის 26 ივნისს , 14:00 საათზე .

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი№3).

3. კრებაზე განხილულ იქნ ე ს შემდეგი საკითხი:

ა) შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ რეაბილიტაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების მიზანშეწონილობა (გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა, გაკოტრების მმართველის დანიშვნა) .

4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge .

5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება , მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში , ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. : ქ. ქუთაისი , კუპრაძის№11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან .

მოსამართლე                  . მაკარიძე