„თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6376-Iს
სარეგისტრაციო კოდი
460070000.05.001.016796
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №59, 02.11.2010, მუხ. 375) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა :

1. მე-4 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) მიმართოს საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ კომისიას თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თავისუფალი ტურისტული ზონის შექმნის მიზნით.“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ქვეპუნქტი:

„ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ კომისიას წარუდგ ინოს შემოთავაზებული საინვესტიციო თ ან ხის არანაკლებ 10 პროცენტის ოდენობის საბანკო გარანტია, რომლის მოქ მე დების ვადა სასტუმროს მშენებლობის ვადას არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს, თუ კომისი ამ სხვაგვარი გადაწყვეტილება არ მიიღო.“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ინვესტორს შესაბამისი ფართობის მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სიმბოლურ ფასად − 1 ლარად, გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

3. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კომისია განიხილავს ინვესტორის მიერ წარმოდგენილ განაცხადსა და ინფორმაციას და 2 კვირის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ინვესტორისათვის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ან/და ინვესტორის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თავისუფალი ტურისტული ზონის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული მ ი მართვის შემთხვევაში კომისია განიხილავს მას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას ინვესტორის მიმართ ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ.“.

4. მე-8 მუხლ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პასუხისმგებლობა

1. ინვესტორის მიერ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, ასევე 3-თვიან დამატებით ვადაში სასტუმროს მშენებლობის დაუსრულებლობის შემთხვევაში მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოერთმევა საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული უძრავი ქონება, გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ქვეპუნქტი თ გათვალისწინებული თავისუფალი ტურისტული ზონის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ შესაბამის მიწის ნაკვეთ ს უ უქმდება თავისუფალი ტურისტული ზონ ის სტატუსი და მასთან დაკავშირებული საშეღავათო პირობები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 5 ივნისი.

№6376- I