საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №220
სარეგისტრაციო კოდი 480510000.10.003.016893
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/06/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.06.2012 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
span.FootnoteTextChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
span.saxexmlChar { font-weight:bold;}
span.BalloonTextChar { }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:63.8pt 45.35pt 14.2pt 57.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №220
2012 წლის 18 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოში
აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა
ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და
მისი დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑4 და მე‑12 მუხლების შესაბამისად, შეიქმნას საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭო.
მუხლი 2🔗. დამტკიცდეს საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება.
მუხლი 3🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ
. გილაური
საქართველოში
აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის
წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოში
აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) შექმნილია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „
აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑4 და მე‑12 მუხლების შესაბამისად.
2. საბჭო წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით
აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგიანობისა და მდგრადობის გაუმჯობესების მიზნით შექმნილ კოლეგიურ ორგანოს – ამ სფეროში ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელების პროცესში საჯარო და კერძო პარტნიორობის მექანიზმს ეროვნულ დონეზე.
3. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს
კონსტიტუციის
, საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებებისა
და
შეთანხმებების
, საქართველოს
კანონების
, კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტებისა
და
ამ დებულების შესაბამისად
და ასრულებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.
4. საბჭოს იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი 0119, წერეთლის
გამზ. №144.
მუხლი 2🔗. საბჭოს მიზანი და ფუნქციები
1. საბჭოს მიზანია
უზრუნველყოს საქართველოში სახელმწიფოს, შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის (შემდგომში – გლობალური ფონდი) და სხვა დონორი ორგანიზაციების ფინანსური დახმარებით მიმდინარე
აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის კოორდინირება სახელმწიფო დონეზე.
2. საბჭოს საქმიანობა მოიცავს
აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის სფეროებს, კერძოდ, პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, მხარდაჭერისა და მოვლის ღონისძიებათა შედეგიანობისა და მდგრადობის ხელშეწყობას.
3. საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:
ა)
აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა გრძელვადიანი დაგეგმვა და ეროვნული რეაგირების კოორდინაცია. ამ მიზნით სახელმწიფო, ადგილობრივ, საზოგადოებრივ და სხვა დაწესებულებათა შეთანხმებული მოქმედებების ხელშეწყობა და მათი საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება;
ბ) ქვეყანაში
აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის საპასუხო ღონისძიებებთან დაკავშირებულ ინიციატივებსა და საკითხებზე დროული რეაგირების უზრუნველყოფა,
მნიშვნელოვანი საკითხების სამთავრობო დონეზე განხილვის, გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების ხელშეწყობა;
გ) შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
დ) რეკომენდაციების შემუშავება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოების ხელშეწყობა;
ე) ფინანსური დახმარების გამცემთა (შემდგომში – დონორი) მოთხოვნის შემთხვევაში:
ე.ა) ქვეყნის მასშტაბით ფინანსური დახმარების ძირითად მიმღებთა (როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო) შერჩევა, რისთვისაც საბჭო
უზრუნველყოფს შერჩევის პროცესის გამჭვირვალობას და მასში დაინტერესებულ მხარეთა
ჩართულობას;
ე.ბ) საჭიროებისამებრ ფინანსური დახმარების ძირითად მიმღებთა შერჩევის დეტალური ინსტრუქციის შემუშავება და დამტკიცება, ასევე მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დაინტერესებული პირებისათვის;
ე.გ) დონორების მიერ დაფინანსებული ღონისძიებების მონიტორინგის განხორციელება;
ე.დ) დაფინანსების მიღების მიზნით ახალი განაცხადების შემუშავების პროცესის კოორდინაცია;
ე.ე) საქართველოში
აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ დონორების მიერ გამოყოფილი სახსრების და სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების მიზნობრიობის და ეფექტიანობის შეფასება ამ დებულებით დადგენილი წესით;
ვ) საჭიროებისამებრ პროგრამების/პროექტების შეფასება და საქართველოს მთავრობისათვის ან/და დონორებისათვის, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის შედეგების წარდგენა;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
4. თავისი ფუნქციების შესრულებისას საბჭო:
ა)თანამშრომლობს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და სხვა ორგანიზაციებთან/
დაწესებულებებთან და ფიზიკურ პირებთან;
ბ) საჭიროების შემთხვევაში
იწვევს ამა თუ იმ დარგის სპეციალისტებს;
გ) აწყობს საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებს, სამუშაო შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებს;
დ) გამოითხოვს მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტაციას;
ე)
მოიძიებს შესაბამის რესურსებს
აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის გავრცელების პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, მხარდაჭერისა და მოვლის მიზნით;
ვ) ამტკიცებს საბჭოს შემადგენლობას. ამ მიზნით
შეიმუშავებს და ამტკიცებს საბჭოს შემადგენლობის განახლების წესს.
5. გლობალურ ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში საბჭო:
ა)
განიხილავს გლობალურ ფონდში წარსადგენ კონსოლიდირებულ საპროექტო წინადადებებს და
უზრუნველყოფს ამ პროცესში დაინტერესებულ მხარეთა
ჩართულობას;
ბ) საჭიროების შემთხვევაში
შეიმუშავებს და განსაზღვრავს ფინანსური დახმარების ძირითად მიმღებთა მიერ საბჭოს წინაშე ფინანსური და პროგრამული ანგარიშგების (ანგარიშის წარდგენის) ფორმას და წესს;
გ) ფინანსური დახმარების ძირითად მიმღებ(
ებ)თან ერთად ადგენს პროგრამების/პროექტების შეფასების პერიოდულობას.
მუხლი 3🔗. საბჭოს შემადგენლობა და სტრუქტურა
1. საბჭო თავის შემადგენლობაში აერთიანებს სამთავრობო დაწესებულებებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს.
2. საბჭოს ორგანიზაციული სტრუქტურა
შედგება საბჭოს წევრებისა და სამდივნოსაგან.
3. საბჭო თავის წევრთა შემადგენლობიდან 4 წელიწადში ერთხელ ირჩევს საბჭოს თავმჯდომარეს.
4. საბჭოს თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს საბჭოს საქმიანობას;
ბ) განსაზღვრავს და საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს იმ წევრს, რომელიც ახორციელებს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებას;
გ) ხელს აწერს საბჭოს სხდომის ოქმს, ასევე საბჭოს მიერ შემუშავებულ/მიღებულ დოკუმენტებს (გადაწყვეტილებებს, წინადადებებს, რეკომენდაციებს და სხვ.);
დ) საბჭოს სახელით აწარმოებს სამსახურებრივ მიმოწერას;
ე) ასრულებს საბჭოს წარმომადგენლობით ფუნქციებს – წარმოადგენს საბჭოს საქართველოსა და უცხო ქვეყნების ხელისუფლების ორგანოებთან,
მესამე პირებთან, მათ შორის, პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან, აგრეთვე
, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას;
ვ) ამტკიცებს საბჭოს სხდომების დღის წესრიგს;
ზ)
იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს;
თ) ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში
სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით;
ი) კანონმდებლობის შესაბამისად
განკარგავს საბჭოს ფულად სახსრებსა და მატერიალურ რესურსებს;
კ) ნიშნავს საბჭოს სამდივნოს;
ლ) ახორციელებს სხვა უფლება‑მოვალეობებს.
5. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წევრს.
6. საბჭოს შემადგენლობაში
შედიან:
ა) შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლები;
ბ) სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები (არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, პროფესიული გაერთიანებები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, რელიგიური ორგანიზაციები),
აივ ინფიცირებული, შიდსით ან ტუბერკულოზით დაავადებულ პირთა ჯგუფების ან ორგანიზაციების წარმომადგენლები, საზოგადოების იმ ჯგუფების ან ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც
აივ ინფიცირების მომეტებული რისკის ქვეშ იმყოფებიან და სხვა;
გ)
მულტილატერალური და ბილატერალური საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
7. ამ მუხლის მე‑6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი ორგანიზაციების წარმომადგენელთა/პირთა რაოდენობა არ უნდა იყოს საბჭოს შემადგენლობის 40%‑
ზე ნაკლები, აგრეთვე
, რამდენადაც ეს შესაძლებელია, საბჭოს დაკომპლექტებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს
გენდერული ბალანსის დაცვა.
8. საბჭოს წევრი ვალდებულია:
ა) მიიღოს მონაწილეობა საბჭოს სხდომებში, საკითხის განხილვასა და კენჭისყრაში;
ბ) გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს იმ დაწესებულების, უწყების, ორგანიზაციის ინტერესი, რომელსაც წარმოადგენს;
უზრუნველყოს მისთვის ინფორმაციის მიწოდება;
გ) ცალკეულ განსახილველ საკითხზე ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ
განაცხადოს ამის თაობაზე;
დ) ხელი
შეუწყოს საბჭოს გადაწყვეტილების შესრულებას.
9. საბჭოს წევრი უფლებამოსილია:
ა) წინასწარ გაეცნოს განსახილველ საკითხებს, სამდივნოსგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მიაწოდოს საკუთარი წინადადებები;
ბ) უარი თქვას საბჭოს წევრობაზე;
გ) საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოადგინოს საბჭო მესამე პირებთან ურთიერთობაში;
დ) დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია საბჭოს მუშაობისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ;
ე) მოახდინოს საკუთარი უფლებამოსილების დელეგირება სხვა პირზე, რის შესახებაც წერილობით აცნობებს საბჭოს სამდივნოს.
10. საბჭოს მუშაობაში მონაწილე იმ პირებს, რომლებიც საბჭოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ საბჭოს წევრის სახელით, უნდა გააჩნდეთ დელეგირებული უფლებამოსილება.
11. ამ მუხლის მე‑6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საბჭოს წევრთა შემადგენლობა განახლდება არა უმეტეს 2 წელიწადში ერთხელ, საბჭოს შემადგენლობის განახლების წესის შესაბამისად.
12. საბჭოს თავმჯდომარე არჩევიდან ორი კვირის ვადაში ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელების მიზნით ნიშნავს საბჭოს სამდივნოს.
13. სამდივნოს ფუნქციებია:
ა) საბჭოს სხდომების დღის წესრიგის, ოქმების შედგენა, გავრცელება და
დაარქივება;
ბ) საბჭოს წევრების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
გ) გლობალური ფონდისათვის საბჭოს შემადგენლობის ცვლილების ინფორმირება;
დ) საბჭოს ლოგისტიკითა და საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებისას შესაბამისი დახმარებით უზრუნველყოფა;
ე) საბჭოს მიერ წლიური სამუშაო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
ვ) საბჭოს შეხვედრების ორგანიზება;
ზ) საბჭოს მიერ განხორციელებულ
საქმიანობათა შესაბამისი დოკუმენტირება და მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
თ) საბჭოს მუშაობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საბჭოს წევრთა მონაწილეობის ხელშეწყობა;
ი) საბჭოსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა.
14. საბჭოს სამდივნოს თანამშრომლები ანგარიშვალდებულნი არიან მხოლოდ საბჭოს წინაშე.
15. საბჭოს სამდივნოს თანამშრომლებს გააჩნიათ მკაფიოდ განსაზღვრული უფლებამოსილებები. ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე სამდივნოს თანამშრომლების დანიშვნა ხორციელდება გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით, მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის რეგულარული შეფასების პრინციპით.
მუხლი 4🔗. ინტერესთა კონფლიქტი და მისი გადაწყვეტა
1. ამ მუხლის მიზანია ხელი
შეუწყოს
ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებას ან/და საშუალება მისცეს საბჭოს, მოახდინოს რეაგირება ინტერესთა კონფლიქტის ფაქტებზე, თუ მათი თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.
2. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით საბჭოს წევრს უფლება არ აქვს:
ა) საბჭოს მიზნების წინააღმდეგ გამოიყენოს საბჭოს წევრის სტატუსით მიღებული ინფორმაცია;
ბ) საბჭოს წევრის სტატუსი გამოიყენოს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც ზეგავლენას ახდენს სხვა ორგანიზაციაზე, რომელშიც მას იმავდროულად უკავია თანამდებობა ან იმყოფება შრომით ურთიერთობებში ანდა დაინტერესებული მხარე მისი ახლო ნათესავია;
გ) იმოქმედოს ანგარებით საბჭოს წევრის სტატუსით ხმის მიცემის ან ხმის მიცემისაგან თავის შეკავების სანაცვლოდ.
3
. საბჭოს სხდომაზე, კენჭისყრის დაწყებამდე, საბჭოს ყველა წევრი ვალდებულია შეავსოს ინტერესთა დეკლარირების ფორმა (დანართის მიხედვით). სხვა სუბიექტები ინტერესთა შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში ინტერესთა დეკლარირების ფორმის შევსებას ახდენენ იმ მომენტში, როდესაც მათ მიმართ ინტერესთა კონფლიქტის გარემოება
წარმოიშობა. აღნიშნული ფორმები
განიხილება საბჭოს თავმჯდომარის მიერ და ინახება საბჭოს სამდივნოში შემდგომი საჭიროებისათვის.
4. საბჭოს წევრს აქვს უფლება, თავად წამოჭრას განხილვისათვის საკითხი სხვა წევრის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, თუ აღნიშნული გარემოება უფრო ადრე არ იყო გაცხადებული. ამ შემთხვევაში საბჭოს წევრი ვალდებულია პირველად მიმართოს საბჭოს თავმჯდომარეს.
5. საბჭოს საქმიანობა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, არ უნდა ფინანსდებოდეს საბჭოს საქმიანობისას მიღებული გადაწყვეტილებებით დაინტერესებული მხარეების მიერ.
6. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის/არარსებობის შესახებ ცალკეული სუბიექტის მიმართ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო დებულებით დადგენილი წესით. გადაწყვეტილების მიღების პროცესს არ ესწრება პირი, რომლის მიმართაც ინტერესთა კონფლიქტის არსებობა
განიხილება. საბჭოს მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში სუბიექტს, რომლის მიმართაც ინტერესთა კონფლიქტი
განიხილება,
შეუძლია ახსნა‑განმარტებები მიაწოდოს საბჭოს.
7. საბჭოს წევრის მიმართ ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში:
ა) წინასწარი დეკლარირების და საბჭოს მიერ ინტერესთა კონფლიქტის დადასტურებისას – მას უწყდება კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრამდე;
ბ) თუ მისთვის ცნობილი იყო გარემოება ან ინფორმაცია, რომელიც მას, როგორც სუბიექტს, ინტერესთა კონფლიქტში აყენებდა და ამის შესახებ წინასწარ დეკლარირება არ მოახდინა, ხოლო საბჭომ დაადგინა და დაადასტურა ინტერესთა კონფლიქტის არსებობა – მას უწყდება წევრის უფლებამოსილება.
8. საბჭოს აქვს უფლება, მოახდინოს ან/და მოითხოვოს იმ გადაწყვეტილებების, მოქმედებებისა და შედეგების ანულირება, რომლებიც ინტერესთა კონფლიქტის პირობებში იქნა მიღებული.
9. თუ საბჭომ დადგენილი წესით ინტერესთა კონფლიქტის არსებობა უარყო ან დაადგინა, რომ ის გავლენას ვერ მოახდენს საბჭოს მუშაობაზე, სუბიექტი დაუყოვნებლივ უბრუნდება სამუშაო პროცესს და განაგრძობს საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებას.
10. სუბიექტის მიმართ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ წარმოებული განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა იყოს აღწერილი და რეგისტრირებული სამდივნოს მიერ შესაბამისი ოქმით.
მუხლი 5🔗. საბჭოს საქმიანობის წესი
1. საბჭოს სხდომა
მოიწვევა კალენდარული წლის განმავლობაში არანაკლებ 6-ჯერ. სხდომის მოწვევის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს, თავისი ინიციატივით ან საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით.
2. საბჭოს სხდომა იმართება წინასწარ შედგენილი დღის წესრიგის მიხედვით, რომელსაც ადგენს საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო სამდივნო
უზრუნველყოფს მის მიწოდებას საბჭოს წევრებისათვის, მოწვეული სტუმრებისა და ექსპერტებისათვის.
3. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საბჭოს თავმჯდომარესა და წევრებს, აგრეთვე სამუშაო ჯგუფის მომხსენებელსა და მოწვეულ ექსპერტს.
4. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედი.
5. საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს საბჭოს სხდომებზე, ღია კენჭისყრით, კენჭისყრაში მონაწილე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
6. საბჭოს გადაწყვეტილებები აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. საბჭოს მდივანი პასუხისმგებელია საბჭოს გადაწყვეტილების გავრცელებისათვის როგორც საბჭოს წევრებს შორის, ასევე სხვა დაინტერესებულ პირთა წრეში. საბჭოს გადაწყვეტილებები ეგზავნება შესაბამის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს რეკომენდაციების სახით.
7. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს, თავისი პოზიცია დააფიქსიროს სხდომის ოქმში.
8. საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სათათბირო ხმის უფლებით ან მის გარეშე
შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ
შედიან საბჭოს შემადგენლობაში. ამასთანავე, საბჭოს წევრები და საბჭოს შემადგენლობაში სათათბირო ხმის უფლებით მოწვეული პირები
კომისიი
ს მუშაობაში უნდა
მონაწილეობდნენ პირადად.
9. საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საბჭო უფლებამოსილია შექმნას მუდმივმოქმედი ან დროებითი სამუშაო ჯგუფები. ასეთ შემთხვევაში საბჭო უსაზღვრავს
სამუშა
ო ჯგუფს საქმიანობის სფეროს და სამუშაოს მოცულობას. ინფორმაცია საბჭოში მოქმედი სამუშაო ჯგუფების შემადგენლობის, საქმიანობის სფეროსა და საქმიანობის ვადის შესახებ ხელმისაწვდომია დაინტერესებულ პირთათვის.
მუხლი 6🔗. ანგარიშვალდებულების პრინციპები და ანგარიშგება
1. საბჭო, როგორც გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებათა მაკოორდინირებელი
ორგანო ეროვნულ დონეზე, ანგარიშვალდებულია გლობალური ფონდის წინაშე.
2. სხვა დაინტერესებულ პირთა წინაშე ანგარიშვალდებულების, ასევე საკუთარი
საქმიანობისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობის უზრუნველსაყოფად საბჭო თავის მუშაობას ახორციელებს საქმიანობათა სრული გამჭვირვალობისა და დაინტერესებულ პირთა საბჭოს საქმიანობაში ჩართულობის პრინციპით.
3. ანგარიშვალდებულებისა და დაინტერესებულ პირთა საბჭოს საქმიანობაში ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით საბჭო:
ა) ყოველწლიურად შეიმუშავებს და აქვეყნებს სამოქმედო გეგმას;
ბ) ვებსივრცეში განათავსებს საბჭოს მუშაობის პროცესში შექმნილ შესაბამის მასალას;
გ) უზრუნველყოფს დაინტერესებულ პირთა ინფორმირებას და ჩართულობას, მათ განცხადებებზე დროულ რეაგირებას, ინფორმაციის მიწოდებას გონივრულ ვადებში.
მუხლი 7🔗. ზედამხედველობა
1. საბჭო დონორის მოთხოვნის შემთხვევაში ზედამხედველობას უწევს ფინანსური დახმარების ძირითად მიმღებთა საქმიანობას და პროგრამების განხორციელებას.
2. ზედამხედველობის განხორციელების მიზნით საბჭო:
ა) შეიმუშავებს ზედამხედველობის გეგმას, რომელიც ასახავს ზედამხედველობის თანმიმდევრობას და დაინტერესებული მხარეების ჩართულობას ზედამხედველობის პროცესში;
ბ) განიხილავს ფინანსური დახმარების ძირითად მიმღებთა მიერ დონორისათვის გაგზავნილ პერიოდულ ანგარიშებს/თანხის გადახდის მოთხოვნებს;
გ) ეცნობა ფინანსური დახმარების ძირითად მიმღებთა მიერ გაწეულ სერვისებს და განხორციელებულ აქტივობებს ადგილზე;
დ) ხვდება და ინფორმაციას მოიპოვებს დაინტერესებული მხარეებისგან, რომლებიც არ შედიან საბჭოს შემადგენლობაში.
3. ზედამხედველობის განხორციელებისას საბჭო არ ერევა ფინანსური დახმარების ძირითად მიმღებთა ყოველდღიურ საქმიანობაში.
მუხლი 8🔗. საბჭოს საქმიანობის დაფინანსება
საბჭოს საქმიანობის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში გამოყოფილი სახსრები;
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან მიღებული სახსრები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები.
მუხლი 9🔗. გარდამავალი დებულებები
ამ დებულებით გათვალისწინებული საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 1997 წლის 1 მაისის
№
144/ო ბრძანებით განსაზღვრული „საქართველოში შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პროექტებისა და ქვეყანაში შიდსის და ტუბერკულოზის მიმართულებით მიმდინარე სხვა პროგრამების ერთიანი სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს“ მოქმედი შემადგენლობით, რომელმაც ამ დადგენილების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს საბჭოს შემადგენლობის გადახედვა ამ დებულების შესაბამისად.
დანართი
საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის
წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა
ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭო
ინტერესთა დეკლარირების ფორმა
შევსების თარიღი:
სახელი/გვარი:
ორგანიზაცია:
პოზიცია საკოორდინაციო საბჭოში:
მე, _________________________, საკოორდინაციო საბჭოს დებულების „ინტერესთა კონფლიქტის და მისი თავიდან აცილების“ ნაწილთან მიმართებაში ვაცხადებ შემდეგს:
1. ყურადღებით გავეცანი საკოორდინაციო საბჭოს დებულების მე‑4 მუხლს ინტერესთა კონფლიქტის და მისი თავიდან აცილების შესახებ;
2. თანხმობას ვაცხადებ, დავიცვა მასში მოცემული პრინციპები და მოთხოვნები;
3. ვაცნობიერებ ვალდებულებას, წინასწარ, წერილობით ვაცნობო საკოორდინაციო საბჭოს ნებისმიერი არსებული ან პოტენციური გარემოების შესახებ, რომელიც შესაძლოა იწვევდეს ინტერესთა კონფლიქტს ან აღქმულ იქნეს, როგორც ინტერესთა კონფლიქტი, ჩემი საკოორდინაციო საბჭოში მუშაობისას;
4. მე ვეთანხმები ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ქვემოთ მოცემული დეკლარაციული დებულებებიდან ერთ‑ერთს, რომელიც, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ხელმოწერის მომენტისათვის შეესაბამება სიმართლეს:
არა:
ჩემი მონაწილეობით საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში ინტერესთა კონფლიქტი არ წარმოიქმნება, არ არსებობს რაიმე საფუძველი ან გარემოება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საკოორდინაციო საბჭოს დებულების მე‑4 მუხლთან;
დიახ:
ჩემი მონაწილეობით საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში იქმნება ინტერესთა კონფლიქტი, ან იქმნება გარემოება, რომელიც შესაძლოა, აღქმულ იქნეს, როგორც ინტერესთა კონფლიქტი. კერძოდ:
ხელმოწერა: ____________________________