„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№529
სარეგისტრაციო კოდი
280120000.22.026.016131
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №529

2012 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის № 560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ”საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის ა და 24-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ :

მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007წ., №134, მუხ. 1467) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს:

ა) სამხედრო მოსამსახურეთა ყოველთვიური თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების ნუსხა (დანართი №1);

ბ) სამოქალაქო თანამდებობის პირთა თანამდებობ­რივი სარგოების ნუსხა (დანართი №4);

გ) სახმელეთო ჯარების ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა (დანართი №6);

 დ) რისკის დონეების მიხედვით, სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ყოველთვიური ნორმები (დანართი №8);

ე) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები (დანართი №9);

ვ) ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სტრუქტურული ქვედანაყოფების ნუსხა (დანართი №13) და აღნიშნულ დანართში მითითებული ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სტრუქტურული ქვედანაყოფების სამოქალაქო შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე მოსამსახურე პირებს, რომელთა კატეგორიებს ან თანამდებობათა ნუსხებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად მიეცეთ დანამატი დანართი №13-ის შესაბამისად;

ზ) სახმელეთო ჯარების ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა (დანართი №14);

თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა დანამატების ნუსხა (დანართი №17);

ი) საქართველოს შეიარაღებული ძალების ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა (დანართი №18) და დანართში აღნიშნული კატეგორიის პირებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად მიეცეთ დანართით გათვალისწინებული დანამატი;

კ) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების და წოდებრივი სარგოების ნუსხა (დანართი №19);

ლ) სამხედრო თანამდებობაზე დანიშნულ სამოქალაქო პირთა თანამდებობრივი სარგოების ნუსხა (დანართი №20);

მ) სამხედრო მფრინავების და მფრინავი შემადგენლობის ყოველთვიური დანამატები (დანართი №21);

ნ) სამხედრო მოსამსახურეთა ერთჯერადი გასასვლელი დახმარებ ის გაანგარიშების ნორმები (დანართი №22);

ო) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაანგარიშების ნორმები (დანართი №23).”.

2. დაემატოს 12 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„12. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ყოველთვიური დანამატი განისაზღვროს 1 425 ლარით, ხოლო მისი მოადგილის ყოველთვიური დანამატი განისაზღვროს 1 365 ლარით.“.

3. 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. სახმელეთო ჯარების, მისდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფებისა და სპეციალური ოპერაციების ძალების, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა კატეგორიებს ან თანამდებობათა ნუსხებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად, ეძლევათ დანამატი 138 ლარის ოდენობით.”.

4 . 24 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. სამხედრო თანამდებობაზე დანიშნულ ი სამოქალაქო პირების შრომის ანაზღაურება განისაზღვრება №20 დანართით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.”.

5. 28 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„28. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისა და სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფების, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც გავლილი აქვთ რეინჯერთა მომზადების კურსი და რომელთა კატეგორიებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ ყოველთვიური დანამატი 125 ლარის ოდენობით.“.

6. 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„81. ამ ბრძანებით დამტკიცებული თანამდებობრივი სარგოები წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურეთა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებ ი ს ყოველთვიურ მინიმალურ თანამდებობრივ სარგოებს და მათი გაზრდა შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

7 . მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ოფიცერთა, კაპრალთა და სერჟანტთა (მიჩმანთა), ასევე საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში მყოფ რიგითთა შემადგენლობას სამხედრო სამსახურში ნამსახურები კალენდარული წლების (მათ შორის, ყოფილი სსრკ-ის ან სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში) მიხედვით ნამსახურობისათვის (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურობისა) ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი (წელთა ნამსახურობის) ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით:

ა) 1-დან 2 წლამდე – 5%;

ბ) 2-დან 5 წლამდე – 10%;

გ) 5-დან 10 წლამდე – 20%;

დ) 10-დან 15 წლამდე – 25%;

ე) 15-დან 20 წლამდე – 30%;

ვ) 20-დან 25 წლამდე – 35%;

ზ) 25-დან 30 წლამდე – 40%;

თ) 30 წელი და მეტი – 45%.”.

8 . მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. სამხედრო მფრინავებსა და მფრინავი შემადგენლობის იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცეთ დანამატი დანართი №21-ის მიხედვით. ამასთან, სამხედრო მფრინავებს, თითოეული საბრძოლო გაფრენისათვის, ეძლევათ დანამატი 72 ლარის ოდენობით.“.

9 . 161 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„161. მე-16 პუნქტით განსაზღვრული №21 დანართით გათვალისწინებული დანამატი არ ვრცელდება ამავე პუნქტით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებზე, მათთვის თანამდებობრივი სარგოს ამ ბრძანების 81 პუნქტის შესაბამისად გაზრდის შემთხვევაში.“.

10 . 26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„26. სამხედრო მოსამსახურეებს (სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების, რეზერვისტთა ან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვიდან ჩარიცხული მსმენელების გარდა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების (სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლების გარდა) მიხედვით (მათ შორის ყოფილი სსრკ-ისა ან სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები წლების ჩათვლით) ეძლევათ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება დანართი №22-ით გათვალისწინებული გაანგარიშების ნორმების მიხედვით შემდეგი ოდენობით:

ა) 2 წლამდე (მაგრამ არანაკლებ 6 თვისა) – სამმაგი;

ბ) 2-დან 10 წლამდე - ხუთმაგი, ხოლო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს 10 წლამდე - ექვსმაგი;

გ) 10-დან 15 წლამდე - რვამაგი;

დ) 15-დან 20 წლამდე - ათმაგი;

ე) 20 წელი და მეტი - თორმეტმაგი.“.

11 . 27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„27. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან პირადი განცხადების (სურვილის) საფუძველზე ან მხარეთა შეთანხმებით და ნამსახურები აქვთ არანაკლებ 10 წლისა, ეძლევათ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება დანართი №22-ით გათვალისწინებული გაანგარიშების ნორმების მიხედვით ორმაგი ოდენობით. ეს პუნქტი არ ვრცელდება იმ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც დათხოვნილი არიან კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე.“.

1 2 . 281 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„281. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბისა და სახმელეთო ჯარების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, რომლებიც დათხოვნილი არიან სამსახურიდან ავადმყოფობის გამო, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები საერთო ოდენობის კალენდარული წლების მიხედვით ეძლევათ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება დანართი №23-ით გათვალისწინებული გაანგარიშების ნორმების მიხედვით შემდეგი ოდენობით:

ა) 2 წლამდე (მაგრამ არანაკლებ 6 თვისა) – სამმაგი;

ბ) 2-დან 10 წლამდე - ხუთმაგი, ხოლო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს 10 წლამდე - ექვსმაგი;

გ) 10-დან 15 წლამდე - რვამაგი;

დ) 15-დან 20 წლამდე - ათმაგი;

ე) 20 წელი და მეტი - თორმეტმაგი.“.

1 3 . დაემატოს 333 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„33 3. სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია უფლებამოსილია, აკადემიის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, უზრუნველყოს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო საფეხურის მსმენელის მიერ გადასახდელი თანხის საკუთარი ბიუჯეტიდან ანაზღაურება.“.

14 . 45-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„45. თუ ამ ბრძანებით განსაზღვრული დანამატი ან სხვა გასაცემი შეიძლება გაიცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში და შესაბამისი კატეგორია ან თანამდებობათა ნუსხა არ დამტკიცდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, იგულისხმება, რომ დანამატი ან სხვა გასაცემი შეიძლება გაიცეს მხოლოდ კატეგორიის ან ნუსხის დამტკიცების აქტით განსაზღვრული თარიღიდან და შესაბამისად, ამ კატეგორიის ან ნუსხის დამტკიცებამდე (თარიღამდე), შესაბამის გასაცემლებზე ვალდებულებები არ წარმოიქმნება. მითითებული აქტის გამოცემის უფლება, შეიძლება დელეგირებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეზე.”.

15. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

16. დანართი №5 ამოღებულ იქნეს.

17. დანართი №7 ამოღებულ იქნეს.

18. №9 დანართის შენიშვნის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მივლინებისა და კუთვნილი შვებულების შემთხვევაში – საქართველოსა და მივლინების ადგილს შორის მგზავრობის ხარჯები ეკონომკლასის ბილეთების ღირებულებით;“.

19. დანართი №13 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

20. დანართი №19 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

21. დაემატოს დანართი №20 თანდართული რედაქციით.

22. დაემატოს დანართი №21 თანდართული რედაქციით.

23. დაემატოს დანართი №22 თანდართული რედაქციით.

24. დაემატოს დანართი №23 თანდართული რედაქციით.

მუხლი 2 . ეს ბრძანება გარდა პირველი მუხლის ა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 3. ამ ბრძანების პირველი მუხლის:

1. პირველი-მე-4, მე-6, მე–8-24-ე პუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის პირველი ივნისიდან.

2. მე-5პუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან.

3. მე-7პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის პირველი ივნისიდან, ამასთან, აღნიშნული პუნქტი 2011 წლის პირველი იანვრიდან,აგრეთვე გავრცელდეს2011 წლის პირველი იანვრიდან 2012 წლის 1 ივნისამდე საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურ ის რიგითების ა და პირველი კლასის რიგითების მიერ ფაქტობრივად მიღებულ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ დანამატ ებზე.

ბ. ახალაია

დანართი №1

სამხედრო მოსამსახურეთა ყოველთვიური თანამდებობრივი და წოდებრივი

სარგოების ნუსხა

                                                                                                                              (ლარებში)

შესაბამისი თანამდებობის

წოდებრივი ზღვარი

კოდი

თანამდებობრივი

სარგო

წოდებრივი

სარგო

1

არმიის გენერალი

G-4

1 550

120

2

გენერალ-ლეიტენანტი, ადმირალი

G-3

1 500

110

3

გენერალ-მაიორი, ვიცე-ადმირალი

G-2

1 470

100

4

ბრიგადის გენერალი, კონტრ-ადმირალი

G-1

1 380

85

5

პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი

O-6

1 245

75

6

ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი

O-5

1 115

60

7

მაიორი, III რანგის კაპიტანი

O-4

925

50

8

კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი

O-3

920

40

9

უფროსი ლეიტენანტი

O-2

915

30

10

ლეიტენანტი

O-1

910

25

11

მთავარი სერჟანტი, მთავარი მიჩმანი

S-7

790

17

12

მასტერ სერჟანტი, მასტერ მიჩმანი

S-6

785

15

13

უფროსი სერჟანტი, უფროსი მიჩმანი

S-5

780

13

14

სერჟანტი, მიჩმანი

S-4

775

11

15

უმცროსი სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი

S-3

770

9

16

კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი,საზღვაო

კაპრალი,საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი

S-2

765

7

17

I კლასის რიგითი,I კლასის საზღვაო რიგითი

S-1

760

5

18

რიგითი, საზღვაო რიგითი

So-1

7

 

დანართი №13

ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის

სარდლობის სტრუქტურული ქვედანაყოფების ნუსხა

                                                                                                                                                (ლარებში)

სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება

დანამატი

თვეში

1

ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა

312

დანართი №19

სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ყოველთვიური

თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების ნუსხა

                                                                                                                                        (ლარებში)

შესაბამისი თანამდებობის

წოდებრივი ზღვარი

თანამდებობრივი

სარგო

წოდებრივი

სარგო

1

თავდაცვის გენერალ-ლეიტენანტი

1 500

110

2

თავდაცვის გენერალ-მაიორი

1 470

100

3

თავდაცვის პოლკოვნიკი

1 245

75

4

თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკი

1 115

60

5

თავდაცვის მაიორი

925

50

6

თავდაცვის კაპიტანი

920

40

7

თავდაცვის უფროსი ლეიტენანტი

915

30

8

თავდაცვის ლეიტენანტი

910

25

9

თავდაცვის უმცროსი ლეიტენანტი

890

20

10

თავდაცვის ზემდეგი

790

15

11

თავდაცვის უფროსი სერჟანტი

780

13

12

თავდაცვის სერჟანტი

775

11

13

თავდაცვის უმცროსი სერჟანტი

770

9

14

თავდაცვის რიგითი

765

7

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თანამდებობა არ არის გათვალისწინებული აღნიშნული დანართის ჩამონათვალში, მისი გათანაბრება შესაბამის თანამდებობასთან ხდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

დანართი №20

სამხედრო თანამდებობაზე დანიშნულ სამოქალაქო პირთა

თანამდებობრივი სარგოების ნუსხა

                                                                                                                             (ლარებში)

შესაბამისი თანამდებობის

წოდებრივი ზღვარი

თანამდებობრივი

სარგო

1

პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი

1 460

2

ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი

1 270

3

მაიორი, III რანგის კაპიტანი

1 015

4

კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი

970

5

უფროსი ლეიტენანტი

950

6

ლეიტენანტი

935

7

მასტერ სერჟანტი, მასტერ მიჩმანი

855

8

უფროსი სერჟანტი, უფროსი მიჩმანი

830

9

სერჟანტი, მიჩმანი

815

10

უმცროსი სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი

805

11

კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი, საზღვაო კაპრალი,

საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი

800

12

I კლასის რიგითი, I კლასის საზღვაო რიგითი

795

დანართი №21

სამხედრო მფრინავების და მფრინავი შემადგენლობის

ყოველთვიური დანამატები

                                                                                                                                         (ლარებში)

შესაბამისი თანამდებობის

წოდებრივი ზღვარი

სამხედრო

მფრინავების

დანამატი

მფრინავი

შემადგენლობის

დანამატი

1

პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი

720

360

2

ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი

600

300

3

მაიორი, III რანგის კაპიტანი

510

255

4

კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი

440

220

5

უფროსი ლეიტენანტი

410

205

6

ლეიტენანტი

390

195

7

მასტერ სერჟანტი, მასტერ მიჩმანი

300

150

8

უფროსი სერჟანტი, უფროსი მიჩმანი

295

146

9

სერჟანტი, მიჩმანი

290

144

10

უმცროსი სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი

285

142

11

კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი, საზღვაო

კაპრალი, საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი

280

140

12

I კლასის რიგითი, I კლასის საზღვაო რიგითი

277

138

 

შენიშვნა: მფრინავი შემადგენლობის მოსამსახურეების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

დანართი №22

სამხედრო მოსამსახურეთა ერთჯერადი გასასვლელი დახმარებ ის გაანგარიშების ნორმები

                                                                                                                                                                       (ლარებში)

შესაბამისი თანამდებობის

წოდებრივი ზღვარი

კოდი

დახმარებ ის

გაანგარიშების

ნორმები

1

არმიის გენერალი

G-4

625

2

გენერალ-ლეიტენანტი, ადმირალი

G-3

580

3

გენერალ-მაიორი, ვიცე-ადმირალი

G-2

560

4

ბრიგადის გენერალი, კონტრ-ადმირალი

G-1

505

5

პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი

O-6

435

6

ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი

O-5

360

7

მაიორი, III რანგის კაპიტანი

O-4

305

8

კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი

O-3

260

9

უფროსი ლეიტენანტი

O-2

235

10

ლეიტენანტი

O-1

220

11

მთავარი სერჟანტი, მთავარი მიჩმანი

S-7

175

12

მასტერ სერჟანტი, მასტერ მიჩმანი

S-6

160

13

უფროსი სერჟანტი, უფროსი მიჩმანი

S-5

155

14

სერჟანტი, მიჩმანი

S-4

150

15

უმცროსი სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი

S-3

147

16

კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი,საზღვაო

კაპრალი,საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი

S-2

145

17

I კლასის რიგითი,I კლასის საზღვაო რიგითი

S-1

140

 

შენიშვნა: დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი გასასვლელი დახმარება მიეცემა მის მიერ დათხოვნამდე დაკავებული ბოლო თანამდებობისათვის (გარდა კადრების განკარგულებაში ყოფნის დროს მოვალეობის დაკისრების შემთხვევაში დაკავებული თანამდებობისა) ამ დანართით განსაზღვრული ოდენობის საფუძველზე.

დანართი №23

სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ერთჯერადი

გასასვლელი დახმარების გაანგარიშების ნორმები

                                                                                                                             (ლარებში)

შესაბამისი თანამდებობის

წოდებრივი ზღვარი

დახმარებ ის

გაანგარიშების

ნორმები

1

თავდაცვის გენერალ-ლეიტენანტი

580

2

თავდაცვის გენერალ-მაიორი

560

3

თავდაცვის პოლკოვნიკი

435

4

თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკი

360

5

თავდაცვის მაიორი

305

6

თავდაცვის კაპიტანი

260

7

თავდაცვის უფროსი ლეიტენანტი

235

8

თავდაცვის ლეიტენანტი

220

9

თავდაცვის უმცროსი ლეიტენანტი

200

10

თავდაცვის ზემდეგი

165

11

თავდაცვის უფროსი სერჟანტი

155

12

თავდაცვის სერჟანტი

150

13

თავდაცვის უმცროსი სერჟანტი

147

14

თავდაცვის რიგითი

145

 

  შენიშვნა: დათხოვნილ მოსამსახურეს ერთჯერადი გასასვლელი დახმარება მიეცემა მის მიერ დათხოვნამდე დაკავებული ბოლო თანამდებობისათვის (გარდა კადრების განკარგულებაში ყოფნისას მოვალეობის დაკისრებისას დაკავებული თანამდებობისა) ამ დანართით განსაზღვრული ოდენობის საფუძველზე.