1. უმაღლესი საბჭოს წევრი წელიწადში სარგებლობს 30 კალენდარული დღის ოდენობის შვებულებით, რომელიც, სურვილისამებრ, მიეცემა უმაღლესი საბჭოს სესიებს შორის პერიოდში, მთლიანად ან 2 ნაწილად.
2. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უმაღლესი საბჭოს წევრის სამსახურებრივი საჭიროებისათვის გადაადგილებას უზრუნველყოფს უმაღლესი საბჭო.
3. უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისების