1. კომიტეტის წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს კომიტეტის შემადგენლობიდან. მან ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს ფრაქციის თავმჯდომარეს, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს და იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.

2. კომიტეტის წევრის უფლებამოსილება წყდება:

ა) მის მიერ კომიტეტის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან;

ბ) მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან;

გ) მისი კომიტეტის წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის მომენტიდან;

დ) რეგლამენტის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 6 ოქტომბრის რეგლამენტი N18 - ვებგვერდი, 07.10.2021