1. დროებითი კომისიის თანამდებობის პირი არის დროებითი კომისიის თავმჯდომარე.
2. დროებითი კომისიის თანამდებობის პირი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამართლიანად და მიუკერძოებლად.
3. დროებითი კომისიის თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს კომისიას უმაღლეს საბჭოში და მის გარეთ;
ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
გ) კოორდინაციას უწევს კომისიის წევრთა საქმიანობას;
დ) ხელს აწერს კომისიის აქტებს და მისი სხდომების ოქმებს;
ე) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებ