1. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს კანონპროექტის თაობაზე უმაღლესი საბჭოს აპარატის ინფორმაცია და დასკვნა.
2. უმაღლესი საბჭოს აპარატი ამზადებს დასკვნას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
ა) შეესაბამება თუ არა ან ხომ არ ეწინააღმდეგება კანონპროექტი საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობას;
ბ) საჭიროა თუ არა ახალი კანონის მიღება;
გ) ამომწურავია თუ არა გასაუქმებელი ნორმატიული აქტების ნუსხა, იმ საკანონმდებლო აქტების პროექტების ნუსხა, რომლებშიც ცვლილების შეტანა აუცილებელია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 18 აპრილის რეგლამენტი N10 - ვებგვერდი, 19.04.2023