საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 15.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი
ნომერი №55
სარეგისტრაციო კოდი 130040000.43.048.016005
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/06/2012
matsne.gov.ge 1,855 სიტყვა · ~9 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"DejaVu Sans";} @font-face {font-family:"Liberation Sans";} @font-face {font-family:"\@Liberation Sans";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoCaption, li.MsoCaption, div.MsoCaption {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-style:italic;} p.MsoList, li.MsoList, div.MsoList {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} span.Absatz-Standardschriftart {mso-style-name:Absatz-Standardschriftart;} span.WW-Absatz-Standardschriftart {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart;} span.WW-Absatz-Standardschriftart1 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart1;} span.WW-Absatz-Standardschriftart11 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart11;} span.WW-Absatz-Standardschriftart111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart111;} span.WW-Absatz-Standardschriftart1111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart1111;} span.WW-Absatz-Standardschriftart11111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart11111;} span.WW-Absatz-Standardschriftart111111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart111111;} span.WW-Absatz-Standardschriftart1111111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart1111111;} span.WW-Absatz-Standardschriftart11111111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart11111111;} span.WW-Absatz-Standardschriftart111111111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart111111111;} span.WW-Absatz-Standardschriftart1111111111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart1111111111;} span.WW-Absatz-Standardschriftart11111111111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart11111111111;} span.WW-Absatz-Standardschriftart111111111111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart111111111111;} span.WW-Absatz-Standardschriftart1111111111111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart1111111111111;} span.WW-Absatz-Standardschriftart11111111111111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart11111111111111;} span.NumberingSymbols {mso-style-name:"Numbering Symbols";} p.Heading, li.Heading, div.Heading {mso-style-name:Heading; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Liberation Sans";} p.Index, li.Index, div.Index {mso-style-name:Index; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.TableContents, li.TableContents, div.TableContents {mso-style-name:"Table Contents"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.TableHeading, li.TableHeading, div.TableHeading {mso-style-name:"Table Heading"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:40.5pt 50.95pt 40.3pt 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება №55 2012 წლის წლის 15 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე „ საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებისა და საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 21 ივნისის №434 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების მე-13 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა ატესტაციის ჩატარების წესი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ბეჟუაშვილი საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა ატესტაციის ჩატარების წესი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება     მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა ატესტაციის ჩატარების წესი შემუშავებულია „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს დაზვერვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მოსამსახურეთა ატესტაციის ჩატარების პრინციპებს, პროცედურებს, ფორმებს, პირობებს და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესს.     მუხლი 2🔗. ატესტაცია 1. ატესტაცია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის მოსამსახურის სამსახურებრივი საქმიანობის, პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების შესაბამისობის შეფასება დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან. 2. ატესტაციას ექვემდებარება: ა) სამსახურის მოსამსახურე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი); ბ) სამსახურის მოსამსახურე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის. 2. ატესტაციას არ ექვემდებარება პირი, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით. 3. სამსახურის მოსამსახურე, რომელიც საატესტაციო პერიოდის ბოლო წლის განმავლობაში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს. 4. სამსახურის მოსამსახურე, რომელსაც უფლებამოსილება შეჩერებული აქვს, ატესტაციას გადის უფლებამოსილების აღდგენიდან არანაკლებ ერთი თვის შემდეგ.     მუხლი 3🔗. ატესტაციის მიზნები ატესტაციის მიზანია: 1. სამსახურის მოსამსახურის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან. 2 სამსახურის მოსამსახურის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება. 3. საკლასო ჩინის და ვადამდე სპეციალური წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. 4. სამსახურის მოსამსახურის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა. 5. სამსახურის მოსამსახურის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა. 6. სამსახურის მოსამსახურის პროფესიული ზრდის სტიმულირება; 7. სამსახურის მოსამსახურეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა.     მუხლი 4🔗. ატესტაციის პრინციპები ატესტაცია ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: 1. ობიექტურობა – ატესტაციის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა; 2. გამჭვირვალობა – ატესტაციისას გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და ცნობილი სამსახურის მოსამსახურისათვის; 3. არადისკრიმინაციულობა – ატესტაციის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს სამსახურის მოსამსახურეთა თანასწორობას განურჩევლად რასის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა; 4. საჯაროობა – ატესტაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის; 5. კოლეგიურობა – ატესტაციის ეტაპები უნდა ჩატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ; 6. კორექტულობა – ატესტაციის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო-საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს მოსამსახურეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.     მუხლი 5🔗. ატესტაციის დრო 1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით. 2. ატესტაციას დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა სიასა და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს სამსახურის ადმინისტრაციული დირექტორატი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის უფროსი. 3. ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც.     მუხლი 6🔗. საკონსკურსო-საატესტაციო კომისია 1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) მიზანია: ა) ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევეა; ბ) დაკავებულ თანამდებობასთან მოსამსახურის შესაბამისობის დადგენა; გ) საკადრო რეზერვის შექმნა; დ) მოსამსახურის (კანდიდატის) პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება.     მუხლი 7🔗. კომისიის შემადგენლობა 1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. 2. კომისიის თავმჯდომარეს სამსახურის წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი. 3. კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 4. თავმჯდომარის მოადგილეს და წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. 5. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 6. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.     მუხლი 8🔗. კომისიის მუშაობის წესი 1. კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.     მუხლი 9🔗. ატესტაციის ჩატარების პროცედურა 1. ატესტაციას ატარებს სამსახურის კომისია. 2. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული სამსახურის მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელი ადმინისტრაციულ დირექტორატში წარადგენს დახასიათებას თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი №1). 3. სამსახურის მოსამსახურეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას. 4. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს ადმინისტრაციული დირექტორატი. 5. ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ფორმით: სხვადასხვა სახის ტესტირება, წერითი დავალება ან/და გასაუბრება. 6. ატესტაციის ჩატარების ფორმებს, სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას, სამსახურის მოსამსახურის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს კომისია სამსახურის უფროსთან შეთანხმებით. 7. გასაუბრების პროცესში, დაკავებულ თანამდებობასთან სამსახურის მოსამსახურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად, კომისია ისმენს სამსახურის მოსამსახურის დახასიათებას, მის ფსიქოლოგიურ პორტრეტს, მოსამსახურის უშუალო უფროსის შეფასებას მისი საქმიანობისა და პიროვნული თვისებების შესახებ, აგრეთვე მოსამსახურის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ და განიხილავს სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, საშემსრულებლო დისციპლინას. ამოწმებს მოსამსახურის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში. ეცნობა ატესტაცი ის სხვადასხვა ეტაპებზე მიღებულ შედეგებს. 8. ატესტაციის დროს სამსახურის მოსამსახურესთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს მისი უშუალო ხელმძღვანელი. 9. ატესტაციაზე არასაპატიო მიზეზით მოხელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით იგი იღებს ამ დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას.     მუხლი 10🔗. სამსახურის მოსამსახურის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება 1. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. 2. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 3. საჭიროების შემთხვევაში, კომისია ისმენს სამსახურის მოსამსახურისა და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს. 4. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა: ა) სამსახურის მოსამსახურე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას; ბ) სამსახურის მოსამსახურე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ) სამსახურის მოსამსახურე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას); დ) სამსახურის მოსამსახურე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. 5. საჭიროების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებას სამსახურის მოსამსახურისათვის საკლასო ჩინის ან ვადამდე სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ.     მუხლი 11🔗. ატესტაციის შედეგები 1. კომისია ვალდებულია სამსახურის თითოეული მოსამსახურის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 2. ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად თან ერთვის სამსახურის მოსამსახურის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები (დანართი №2). 3. სამსახურის მოსამსახურე საატესტაციო ფურცლის შევსებიდან ორ დღეში ეცნობა და ხელს აწერს მას. 4. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია სამსახურის უფროსს მოახსენებს ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში. 5. სამსახურის უფროსი, კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას ვადამდე სპეციალური წოდების ან/და საკლასო ჩინის მინიჭების, კვალიფიკაციის ამაღლების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან სამსახურის მოსამსახურის დაწინაურების შესახებ, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სამსახურის მოსამსახურე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და იგი სხვა თანამდებობის დაკავებაზე ან კვალიფიკაციის ამაღლებაზე უარს აცხადებს, დამნიშვნელ პირს უფლება აქვს იგი გაათავისუფლოს თანამდებობიდან.     მუხლი 12🔗. საპრეტენზიო კომისია 1. ატესტაციის და/ან წერითი დავალების შეფასებასთან დაკავშირებუ ლი პრეტენზიების განხილვის მიზნით, სამსახურის უფროსის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია. 2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს სამსახურის უფროსი. 3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, მოწვეულები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში. 4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა. 7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. 8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 9. სამსახურის მოსამსახურეს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება სამ დღეში, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. 10. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.     მუხლი 13🔗. ატესტაციის შედეგების გასაჩივრება ატესტაციის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №1 საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურის დახასიათება სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დაკავებული თანამდებობა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სამსახურებრივი მოვალეობების ჩამონათვალი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საატესტაციო პერიოდში შესრულებულ საკითხთა ჩამონათვალი და შედეგების შეფასება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– პროფესიული და ინდივიდუალური ჩვევები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დადებითი და უარყოფითი მხარეები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– წახალისება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– წინადადებები კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, თანამდებობრივი დაწინაურების, სპეციალური წოდების ან საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ხელმოწერა –––––––––––––––––––––– თარიღი –––––––––––––––––––––––– დანართი №2 საატესტაციო ფურცელი მოხელის სახელი, გვარი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დაბადების თარიღი და ადგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის (არჩევის) თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– თანამდებობრივი რანგი, საკლასო ჩინი, სპეციალური წოდება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– განათლება (სასწავლო დაწესებულება, სპეციალობა) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო წოდება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შრომის საერთო სტაჟი (მ/შ საჯარო სამსახურში) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შენიშვნა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– კომისიის თავმჯდომარე –––––––––––––––––––––––– კომისიის წევრები –––––––––––––––––––––––––––––– თარიღი ––––––––––––––––––––––––