⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.03.2015)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ნარკომანიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.06.2012
ძალის დაკარგვა 01.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-42/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.035.016160
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/06/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,339 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.06.2012 მიღება
01.03.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (3)

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ნარკომანიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 42.5pt 28.35pt 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-42/ ნ 2012 წლის 2 1 ივნისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ “ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის შექმნის შესახებ‘‘ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 5 ივნისის №463 ბრძანებულების მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესა ხებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1 . დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის“ თანდართული დებულება. 2 . ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი         ი. გიორგობიანი დანართი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის“ დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. სსიპ – „ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრი“ (შემდგომში – ცენტრი ) არის ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის განმახორციელებელი დაწესებულება, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 5 ივნისის №463 ბრძანებულების შესაბამისად. 2. ცენტრი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით. 3. ცენტრი ანგარიშვალდებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წინაშე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით. 4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს. საკუთარი სახელით გამოდის მხარედ სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობებში. 5. ცენტრს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და ცენტრის სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინასა და საბანკო დაწესებულებაში, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 6. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი , ქავთარაძის №21​ა . მუხლი 2🔗. ცენტრის საქმიანობის მიზნები და ამოცანები, ფუნქციები, საქმიანობის პრინციპები და უფლებამოსილება 1. ცენტრის მიზნები და ამოცანებია: ა) საქართველოში ნარკოლოგიური დახმარების სისტემის და ნარკოლოგიის დარგის განვითარების ხელშეწყობა; ბ ) ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციის, მკურნალობის, ექსპერტიზის, რეაბილიტაციისა და ზიანის შემცირების პროგრამების შემუშავებაში და დანერგვაში მონაწილეობის მიღება. 2. ცენტრის ფუნქციებია: ა) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ნარკომანიით დაავადებულ პირთა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელთა სამკურნალო და სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების ხელშეწყობა ; ბ) ნარკომანიით დაავადებულ პირთა სამკურნალო და სარეაბილიტაციო სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; გ ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება. 3. საქმიანობის პრინციპები: ა ) დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრული საკითხების გადაწყვეტისას; ბ ) სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; გ ) კანონმდებლობის დაცვა და საქმიანობის საჯაროობა. 4 . ცენტრის უფლებამოსილებები: ა) სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების უზრუნველყოფა და ხელშეწყობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ; ბ) საერთაშორისო და ადგილობრივ სამედიცინო და სამეცნიერო დაწესებულებებთან ურთიერთობების დამყარება და ერთობლივი პროექტების განხორციელება, სამეცნიერო და პროფესიული გრანტების მოპოვება; გ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 3🔗. ცენტრის ხელმძღვანელობა 1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომში – დირექტორი ), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 2. ცენტრის დირექტორი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს ცენტრი ს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, ცენტრის მფლობელობაში არსებული ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე. 3. ცენტრის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი მინისტრთან შეთანხმებით. უფროსის მოადგილის რაოდენობა განისაზღვრება ცენტრი ს საშტატო ნუსხით. 4. ცენტრის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოვალეობას ასრულებს მის მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 4🔗. ცენტრის დირექტორი ცენტრის დირექტორი : ა) ხელმძღვანელობს ცენტრ ს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს ცენტრის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე; გ) ერთპიროვნულად უძღვება ცენტრის საქმიანობას, ახორციელებს ცენტრის საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; დ) ახორციელებს ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს; ე) განკარგავს ცენტრის სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას, პასუხისმგებელია ცენტრის საკუთრებაში, მფლობელობასა და/ან სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი და სწორი ხარჯვისათვის; ვ) წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში ან ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას; ზ) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს ცენტრის უფროსის მოადგილეთა კანდიდატურას, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; თ) ახორციელებს ცენტრში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევას; ი) თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღ ვრული, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრში დასაქმებულ პირებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; კ) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, აუქმებს ან ცვლის თავისი მოადგილეების ან სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს; ლ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; მ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის საქმიანობისათვის საჭირო ღონისძიებების რეგულირებისა და სრულყოფის შესახებ; ნ) ზრუნავს ცენტრის თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე; ო) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის სახელფასო ფონდსა და საშტატო ნუსხას; პ) სამინისტროში წარადგენს ცენტრის ბიუჯეტის პროექტს, სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საკუთარი შემოსულობების ფარგლებში შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების წლიურ გეგმას; ჟ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს ცენტრის საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ხარჯებს; რ ) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს;  ს) ახორციელებს ცენტრის შიდა შემოსავლების დამოუკიდებლად განკარგვას , ცენტრის საჭიროებებისა და მიზნებისათვის; ტ ) ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები (კომისიები და საბჭოები) და სამუშაო ჯგუფები, განსაზღვროს მისი უფლებამოსილებები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; უ ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 5🔗. ცენტრის სტრუქტურა 1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი . 2. ცენტრს შეიძლება ჰყავდეს ტერიტორიული ორგანოები. მუხლი 6🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. ცენტრის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს ცენტრის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აგრეთვე ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტურობას. 2. მინისტრი აჩერებს ან აუქმებს ცენტრის ა რამართლზომიერ გადაწყვეტილებას, უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულებას. 3. სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა. მუხლი 7🔗. ცენტრის ქონება და დაფინანსების წყაროები 1. ცენტრს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ცენტრის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები. 3. ცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) გრანტები და ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 4. ცენტრმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.  5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებსა და ფუნქციების განხორციელებას. 7. ცენტრის კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს. მუხლი 8🔗. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია 1. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.