1. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი კოორდინაციას უწევს სხვა საკონსულო თანამდებობის პირთა და საკონსულო მოსამსახურეთა საქმიანობას.

2. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი კოორდინაციას უწევს საკონსულო სამსახურში სხვა საკონსულო თანამდებობის პირთა და საკონსულო მოსამსახურეთა საქმიანობას.

3. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს ინტერესთა სექციაში, რომელშიც არ არის შექმნილი საკონსულო სამსახური და საკონსულო საქმიანობას ახორციელებს ორი ან ორზე მეტი საკონსულო თანამდებობის პირი ან საკონსულო მოსამსახურე, მათი საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს თანამდებობრივად ყველაზე ზემდგომი საკონსულო თანამდებობის პირი, რომლის მითითებებისა და დავალებების შესრულება სხვა საკონსულო თანამდებობის პირებისა და საკონსულო მოსამსახურეებისათვის სავალდებულოა.

4. საკონსულო თანამდებობის პირი საკონსულო საქმიანობის განხორციელებისას ექვემდებარება სამინისტროს, დირექტორატსა და საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტს.

საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1398 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.

თავი IV. საკონსულო ფუნქციე