„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 9 ნოემბრის №3/286 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება №3/212
2012 წლის 22 ივნისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 9 ნოემბრის №3/286 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 9 ნოემბრის №3/286 ბრძანებით (სსმ, 111110003, 10/11/2011, 040030000.22.054.016013) დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დებულების“ მე-4 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ცენტრის სამეთვალყურეო საბჭო
1. ცენტრის მართვის მიზნით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, იქმნება სამეთვალყურეო ორგანო - სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომში – საბჭო).
2. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კონსენსუსის გზით, რომელიც ფორმდება ოქმის სახით.
3. სამეთვალყურეო საბჭო:
ა) ამტკიცებს ჩერქეზული კულტურის ცენტრის ხარჯებსა და ბიუჯეტის პროექტს და დირექტორისაგან ისმენს მისი შესრულების ანგარიშს;
ბ) განიხილავს და განსაზღვრავს ცენტრის საქმიანობის პოლიტიკას, ძირითად მიმართულებებსა და ზედამხედველობას უწევს ამ მიმართულებათა განხორციელებას;
გ) ითანხმებს ცენტრის მიერ მასმედიის ნებიმიერი საშუალებისთვის და საზოგადოებისთვის გასაკეთებელ ოფიციალურ და საჯარო განცხადებებს;
დ) ითანხმებს ცენტრის დირექტორის მიერ შემუშავებულ ი დებულების ცვლილებების პროექტს;
ე) მოისმენს და განიხილავს ცენტრის დირექტორის მუშაობის გეგმებს და ანგარიშებს, ცალკეულ თანამშრომელთა საქმიანობის შედეგებს/ანგარიშებს, პრობლემატურ საკითხებს, თანამშრომლების მოხსენებებს;
ვ) განიხილავს და ამტკიცებს გრანტის მოსაპოვებლად ცენტრის სახელით მომზადებული პროექტების თემატიკას და პროექტების დონეს,აგრეთვე საქართველოს და უცხოეთის სხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობის საკითხებს;
ზ) იღებს გადაწყვეტილებებს ნებისმიერი საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე, რომელთა ღირებულებაც აღემატება 500 (ხუთასი) ლარს;
თ) იღებს გადაწყვეტილებებს კონფერენციებზე, სემინარებზე თუ სხვა სახის ღონისძიებებზე ცენტრის წარმომადგენლის წარგზავნის შესახებ;
ი) განიხილავს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საჩივრებს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.
4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი სურვილით;
ბ) სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით და მინისტრის გადაწყვეტილებით, თუ საბჭოს წევრი სისტემატურად არ ესწრება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;
ე) გარდაცვალებისას;
ვ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“.
2.ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ . რურუა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 9 ნოემბრის №3/286 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.06.2012.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 9 ნოემბრის №3/286 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 9 ნოემბრის №3/286 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.06.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №3/212. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.054.016025.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 9 ნოემბრის №3/286 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 9 ნოემბრის №3/286 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.06.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 9 ნოემბრის №3/286 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3/212, 22.06.2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016025 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1683309/