"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№190
სარეგისტრაციო კოდი
010.320.000.05.001.000.740
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 8, 15/03/2000

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) საქართველოს იუსტიციის საბჭო;“, ხოლო „გ“–„ზ“ ქვეპუნქტები ჩაითვალოს „დ“–„თ“ ქვეპუნქტებად.

ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოები.“

2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს და თანამდებობათა დასახელებას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.“; ხოლო მე-2–7 პუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად მე-3–8 პუნქტებად.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 7 მარტი.

№190-IIს

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.03.2000.
როდის იქნა მიღებული "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.03.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №190. სარეგისტრაციო კოდი — 010.320.000.05.001.000.740.
სად არის "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.03.2000 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №190, 07.03.2000, სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.05.001.000.740 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.03.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16834/