საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.06.2012
ძალის დაკარგვა 06.12.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №542
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016132
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/06/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,067 სიტყვა · ~15 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.06.2012 მიღება
06.12.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoCommentReference {font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Times New Roman","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 45.0pt 27.0pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №542 2012 წლის 25 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების   გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ უ” ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61- ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანება. მუხლი 3🔗. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ბ . ახალაია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი (შემდეგ –სამხედრო პოლიცია) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას, პრევენციულ და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდეგ-სამინისტრო) ობიექტებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილების დაცვას, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და ჯარის სახეობის ქვედანაყოფებში შიდა აუდიტის ჩატარებას, სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა ტრავმის მიღების ან დაღუპვის ფაქტებზე ინსპექტირებასა და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა ფუნქციებს.     მუხლი 2🔗 სამხედრო პოლიცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სისხლის სამართლის კანონმდებლობით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდეგ-მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის (შემდეგ-გაერთიანებული შტაბი) უფროსის ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და წინამდებარე დებულებით.     მუხლი 3🔗 სამხედრო პოლიცია ექვემდებარება გაერთიანებული შტაბის უფროსს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის უფროსის წინაშე.     მუხლი 4🔗 სამხედრო პოლიციას აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი”, აგრეთვე შტამპი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით. თავი II სამხედრო პოლიციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები     მუხლი 5🔗 სამხედრო პოლიციის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის, სამობილიზაციო მზადყოფნისთვის და ბრძოლისუნარიანობის გასამტკიცებლად სამინისტროში კანონიერებისა და დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა; ბ) სამხედრო პოლიციის საქმიანობა, სახელმწიფო, პროფესიული და პირადი საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფით, ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, აგრეთვე სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპებს;  გ) სამხედრო პოლიცია კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას უზრუნველყოფს საქართველოსა და უცხო ქვეყნების შესაბამის სამართალდამცავ სტრუქტურებთან კოორდინირებულად; დ) სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს, დაიცვას პიროვნების უფლებები და ძირითადი თავისუფლებები. თავი III სამხედრო პოლიციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები     მუხლი 6🔗 სამხედრო პოლიციის საქმიანობის მიზნები და ამოცანებია: ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულის თავიდან აცილება, გამოვლენა, გამოძიება და დამნაშავეთა ძებნა-დაკავება ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე; ბ) სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია და გამოვლენა; გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სამხედრო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი; დ) სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტების), სამხედრო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ხოლო საგანგებო დავალებების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით – სტრატეგიული დანიშნულების სამოქალაქო ობიექტების უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ; ე) საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო დანიშნულების ტექნიკისა და სამხედრო სატრანსპორტო საშუალებების (როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნების კუთვნილი) გადაადგილების კონტროლი; ვ) საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, შესაბამის ტერიტორიაზე, საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებული მოთხოვნების ფარგლებში, სამშვიდობო მისიით სამხედრო დისციპლინისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე კონტროლის (როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ) უზრუნველყოფა; ზ) სამხედრო ოპერაციების დროს საბრძოლო შენაერთებში სამხედრო დისციპლინის უზრუნველყოფა; თ) კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის მოპოვება, გადამუშავება და ანალიზი; ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მიზნები და ამოცანები.     მუხლი 7🔗. სამხედრო პოლიციის უფლებამოსილებანი სამხედრო პოლიცია უფლებამოსილია, საქმიანობის მიზნებისა და ძირითადი პრინციპების უზრუნველსაყოფად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა, კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში გამოავლინოს, გახსნას, აღკვეთოს დანაშაული, დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება, გამოიყენოს ფიზიკური იძულება კანონით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით; ბ) მოიპოვოს, დაამუშაოს, ანალიზი გაუკეთოს სამხედრო პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და განახორციელოს სტრატეგიული დაგეგმვა; გ) ჩაატაროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება რევიზიის ან ინვენტარიზაციის ჩატარებაზე, მოითხოვოს საუწყებო შემოწმების ჩატარება და გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა; ე) მოსთხოვოს მოქალაქეს დაიცვას მართლწესრიგი, ხოლო ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, შეადგინოს შესაბამისი ოქმები და დამრღვევს შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი ან შუამდგომლობლობით მიმართოს შესაბამის ორგანოს; ზ) სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებასთან დაკავშირებით გამოიძახოს პირი, რომელსაც შესაძლოა საქმესთან დაკავშირებით ჰქონდეს ინფორმაცია, მოსთხოვოს ახსნა-განმარტება და საქმესთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტები; თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, აწარმოოს მოქალაქის ნივთებისა და მისი პირადი გასინჯვა; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, „სამხედრო პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით განახორციელოს ძებნილი სამხედრო მოსამსახურეების ძებნა-დაკავების ღონისძიებები; ლ) აღკვეთოს სამხედრო პირთა მიერ უკანონო გამოსვლების, მიტინგების, პიკეტირებისა და სხვაგვარი უკანონო აქციების მოწყობა; მ) საგამოძიებო ქვემდებარეობით მისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით განახორციელოს ბრალდებულის ან/და ამოუცნობი გვამის რეგისტრაცია, დაქტილოსკოპირება, ფოტო-კინო-ვიდეო და აუდიოგადაღება, შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშების აღება, აგრეთვე ჩაატაროს საექსპერტო გამოკვლევები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე; ნ) მგზავრების პირადი დაცვის უზრუნველყოფის, ბრალდებულის დაკავების ან დაპატიმრების მიზნით, დადგენილი წესით მიმართოს შესაბამის ორგანოებს სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის გასვლის გონივრული ვადით შეყოვნების შესახებ; ო) უზრუნველყოს სამხედრო პატრულის ფუნქციონირება; პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დანაყოფების დისლოკაციის ადგილებზე, სამხედრო ობიექტებსა და/ან მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, აგრეთვე საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში, გზებზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების მოწყობა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ჟ) სამხედრო წვრთნების დროს, საწვრთნელ ტერიტორიაზე, სასროლეთსა და პოლიგონებზე სამხედრო დისციპლინისა და უსაფრთხოების წესების უზრუნველყოფაზე კონტროლის განხორციელება; რ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამშვიდობო მისიებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში დისციპლინაზე კონტროლის განხორციელება; ს) აუცილებლობის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, (სამხედრო პოლიციის უფროსის გადაწყვეტილებით), დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა ბადრაგირება, აგრეთვე სამხედრო პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას დანაშაულის ადგილებისა და მტკიცებულებების დაცვა; ტ) სამინისტროს სამხედრო ობიექტების შიდა უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება; უ) საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის საბრძოლო დანიშნულების ტექნიკის, სამხედრო სატრანსპორტო საშუალებათა და სამხედრო მოსამსახურეთა გადაადგილების კანონიერებაზე კონტროლის განხორციელება; ფ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის უსაფრთხოებისა და მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში, მათი მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისგან დაცვის უზრუნველყოფა; ქ) განახორციელოს საქრთველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.     მუხლი 8🔗. სამხედრო პოლიციის ვალდებულებები სამხედრო პოლიცია ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს მისცეს შესაძლებლობა კანონის შესაბამისად განახორციელოს სამართლებრივი დაცვის უფლება და შეატყობინოს დაკავების შესახებ ოჯახს, ახლო ნათესავს, სამსახურის ან სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელს; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოსა და პროკურორის გადაწყვეტილებების შესაბამისად განახორციელოს დაზარალებულის, მოწმის და პროცესის სხვა მონაწილეების, მათი ოჯახის წევრების დაცვის ღონისძიებები, თუ მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება; გ) გამოძიების პროცესში დაადგინოს დანაშაულის მიზეზები და პირობები, მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად და თავიდან ასაცილებლად; დ) უზრუნველყოს დაკავებული ან დაპატიმრებული პირის დაცვა და საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანა; ე) აღასრულოს სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ; ვ) აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები, მოსამართლის და პროკურორის დადგენილებები იმ პირთა წარმოდგენის შესახებ, რომლებიც თავს არიდებენ სასამართლოში, პროკურატურაში ან საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას. ასევე აღასრულოს შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებები დაკავების და დაპატიმრების შესახებ; ზ) ითანამშრომლოს საქართველოს შინაგან საქმეთა, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, იუსტიციის და ფინანსთა სამინისტროების შესაბამის სამსახურებთან კანონიერი საქმიანობის განხორციელებაში; თ) საომარი მდგომარეობის დროს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი წესით და ფორმით უზრუნველყოს სამხედრო ტყვეთა ბანაკების დაცვა და უსაფრთხო ფუნქციონირება. თავი IV სამხედრო პოლიციის ორგანიზება და ხელმძღვანელობა     მუხლი 9🔗 სამხედრო პოლიციის საქმიანობის ორგანიზება ხორციელდება შემდეგი სახით: ა) სამხედრო პოლიცია დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილებზე და ფუნქციონირებს ერთიანი, ცენტრალიზებული წესით; ბ) სამხედრო პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სისტემასა და სტრუქტურას, განსაზღვრავს წინამდებარე დებულება; გ) საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი სამინისტროზე საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში ახორციელებს სამხედრო პოლიციის საპარლამენტო კონტროლს; დ) კანონმდებლობით სამინისტროს ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული დანაშაულების გამოძიებას ზედამხედველობს საქართველოს მთავარი პროკურატურა.     მუხლი 10🔗. სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელობა 1. სამხედრო პოლიციის საქმიანობას მართავს და საერთო ხელმძღვანელობას უწევს სამხედრო პოლიციის უფროსი, რომელსაც გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამხედრო პოლიციის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამხედრო პოლიციას და პასუხისმგებელია სამხედრო პოლიციის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს სამხედრო პოლიციის გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) თვალყურს ადევნებს სამხედრო პოლიციის სტრუქტურული დანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამხედრო პოლიციის თანამშრომლების საქმიანობაზე; დ) ანაწილებს სამხედრო პოლიციის მოსამსახურეთა შორის ფუნქციონალურ მოვალეობებს, განსაზღვრავს მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს, კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს მათ მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს; ე) წარუდგენს მინისტრს და გაერთიანებული შტაბის უფროსს ანგარიშს სამხედრო პოლიციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ და ინფორმაციას სამხედრო პოლიციის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე; ვ) პასუხისმგებელია სამხედრო პოლიციისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების (მათ შორის, შეიარაღების, საბრძოლო მასალის, სპეციალური ტექნიკის, სპეციალური საშუალებების და ა.შ.) მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე; ზ) დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს სამხედრო პოლიციის დებულების პროექტს, სტრუქტურას, ხარჯთაღრიცხვასა და საშტატო განრიგს, ასევე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტებს; თ) სამხედრო პოლიციის კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, მეთოდურ მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა სამხედრო პოლიციის თანამშრომლებისათვის; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრს წარუდგენს შუამდგომლობებს სამხედრო პოლიციის თანამშრომლების დანიშვნის, გათავისუფლების, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და ფორმით, მათთვის წოდების მინიჭების თაობაზე; კ) კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე; ლ) ზედამხედველობს მისი მოადგილეების, სამხედრო პოლიციის სტრუქტურული დანაყოფების თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებას; მ) ასრულებს მინისტრის, სამხედრო პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებულ, ცალკეულ დავალებებს; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამხედრო პოლიციის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც სამხედრო პოლიციის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მათი უფლებამოსილება განისაზღვრება სამხედრო პოლიციის უფროსის ბრძანებით. 4. სამხედრო პოლიციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას სამხედრო პოლიციის უფროსის ბრძანებით, ასრულებს სამხედრო პოლიციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. 5.  სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან სამხედრო პოლიციის უფროსის წინაშე და კომპეტენციის ფარგლებში პასუხს აგებენ დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად შესრულებაზე. თავი V სამხედრო პოლიციის სტრუქტურული დანაყოფები, მათი ფუნქციები და მმართველობა     მუხლი 11🔗 1. სამხედრო პოლიციის სტრუქტურული დანაყოფებია (შემდგომში – დანაყოფი): ა) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო; ბ) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო; გ) უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველო;   დ) რეგიონალური სამმართველოები: დ.ა) I რეგიონალური სამმართველო (თბილისი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი); დ.ბ) II რეგიონალური სამმართველო (სამეგრელო-ზემო სვანეთი); დ.გ) III რეგიონალური სამმართველო (კახეთი); დ.დ) IV რეგიონალური სამმართველო (შიდა ქართლი); დ.ე) V რეგიონალური სამმართველო (აჭარა); დ.ვ) VI რეგიონალური სამმართველო (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და გურია); ე) ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველო; ვ) ოპერატიული სამმართველო; ზ) დაცვის სამმართველო; თ) სამხედრო პატრულის სამმართველო; ი) სპეციალური ოპერაციების სამმართველო; კ) შიდა კონტროლისა და ინსპექტირების მთავარი სამმართველო; ლ) საფინანსო განყოფილება.     2. დანაყოფებში შემავალი სტრუქტურული ერთეულები განისაზღვრება საშტატო განრიგით.     მუხლი 12🔗 1. ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია: ა) სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობის დაკომპლექტებისათვის წინადადებების წარდგინება, მათი შერჩევა, განაწილება და პროფესიული დონის ამაღლება, საორგანიზაციო-საშტატო მუშაობის ორგანიზება; ბ) არასაიდუმლო და საიდუმლო საქმისწარმოება; გ) სამხედრო პოლიციაში საიდუმლო რეჟიმის, კონსპირაციის დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი; დ) სამხედრო პოლიციის სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის საჭირო ლოგისტიკური დაგეგმარების უზრუნველყოფა; ე) სამხედრო პოლიციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სხვა ლოგისტიკური მომსახურება; ვ) სამხედრო პოლიციის მფლობელობაში არსებული ქონებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა-განაწილების უზრუნველყოფა და შესაბამისი ანგარიშგებების შედგენა; ზ) სამხედრო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა დაშვების ორგანიზება და სამხედრო პოლიციის ქვემდებარე დანაშაულების, სხვა სამართალდარღვევებისა და სამხედრო ტექნიკის (პირადი შემადგენლობის) გაცილების საჭიროების შესახებ განცხადება-შეტყობინებების მიღება-რეგისტრაცია; თ) სამხედრო პოლიციაზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და კავშირგაბმულობის საშუალებების გაცემის ორგანიზება, დღეღამური ოპერატიული ვითარების ინფორმაციის მიღება, მათი სისტემატიზაცია. 2. ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ფუნქციებია: ა) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სპეციალური საშუალებებისა და სპეციალიზებული დანაყოფების გამოყენებით ოპერატიულ-ტექნიკური და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება, უსაფრთხოების წესების შემუშავება და ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება; ბ) სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული შენობისა და სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიის, აგრეთვე მინისტრის მიერ განსაზღვრული სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შენობებისა და ტერიტორიის ვიდეოკონტროლი და ვიდეოკონტროლის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა. 3. უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ფუნქციებია: ა) მინისტრის ცალკეულ, განსაკუთრებულ დავალებათა შესრულება, მისი მონიტორინგი და, ამ დავალებებიდან გამომდინარე, ვითარების ოპერატიული ანალიზის უზრუნველყოფა; ბ) სამხედრო პოლიციის ქვემდებარეობის სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის ანალიზი; გ) დანაშაულის სახეების, ხერხების და მეთოდების განსაზღვრა; დ) შესაბამისი დანაყოფების ოპერატიული ინფორმაციით უზრუნველყოფა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება-ორგანიზება; ე) სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად მიმტოვებელი და დეზერტირობაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეებზე ძებნილ პირთა ძებნა-დაკავება; ვ) სამხედრო პოლიციის ქვემდებარეობის მიხედვით სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება. 4. რეგიონალური სამმართველოების ფუქციებია:   ამ დებულებით სამხედრო პოლიციისათვის განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების განხორციელება შესაბამის სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში. 5. ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს ფუნქციებია:  ა) სამხედრო პოლიციის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა, სამხედრო პოლიციის უფროსის დავალებების შესრულება და მის საფუძველზე დასკვნების, წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება;  ბ) სამხედრო პოლიციის ქვემდებარე დანაშაულებათა (მათში მონაწილე პირთა) და სამართალდარღვევათა აღრიცხვა-სისტემატიზაცია;  გ) სამხედრო პოლიციის დანაყოფებიდან გაწეული მუშაობის შედეგების სტატისტიკური ანალიზი; დ) სამხედრო პოლიციის დანაყოფების მუშაობის შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება; ე) ოპერატიული აღრიცხვის საქმეების და საიდუმლო თანამშრომელთა აპარატის აღრიცხვა, არქივისა და საქმისწარმოების ორგანიზება. 6. ოპერატიული სამმართველოს ფუნქციებია: ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, სამხედრო პოლიციის უფროსის დავალებების შესრულება, მისი მონიტორინგი და ამ დავალებებიდან გამომდინარე, ვითარების ოპერატიული ანალიზი;  ბ) დანაშაულის სახეების, ხერხების და მეთოდების განსაზღვრა;  გ) შესაბამისი დანაყოფების ოპერატიული ინფორმაციით უზრუნველყოფა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება-ორგანიზება;  დ) დანაყოფების მიერ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაში მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა. 7. დაცვის სამმართველოს ფუნქციებია: ა) სამინისტროს თანამდებობის პირთა დაცვისა და პირადი უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის თავდაცვის სისტემის (სამოქალაქო და სამხედრო) თანამდებობის პირთა დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა; გ) დაცვის და უსაფრთხოების ღონისძიებების წარმატებით განსახორციელებლად, დასაცავ პირთა გადაადგილების მარშრუტებზე, მონახულების ობიექტებსა და გასამგზავრებელ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მოძიება, შეკრება და შესწავლა. 8. სამხედრო პატრულის სამმართველოს ფუნქციებია: ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების ტერიტორიაზე, სამხედრო ქვედანაყოფებში, ქუჩებში, საზოგადოებრივ ადგილებში, რკინიგზის სადგურებში, პორტებში, აეროპორტებში, სამხედრო ნაწილების მიმდებარე ტერიტორიის დასახლებულ პუნქტებში სამხედრო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და სამხედრო წესრიგის დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დანაყოფების დისლოკაციის ადგილებზე, სამხედრო ობიექტებსა და/ან მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, აგრეთვე საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში, გზებზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების მოწყობა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; გ) სამინისტროში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის თავდაცვის სისტემის თანამდებობის პირთა (სამოქალაქო და სამხედრო) ავტოტრანსპორტით გადაადგილებისას, მინისტრის ან გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანების საფუძველზე, ვიზიტორების ექსკორტით უზრუნველყოფა; დ) პატრულირების განხორციელება და კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება; ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია, გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება; ვ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მდგომარეობაზე კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტების გაცემა, აგრეთვე სანომრე ნიშნების გაცემა-რეგისტრაცია. 9. სპეციალური ოპერაციების სამმართველოს ფუნქციებია: ა) სამხედრო პოლიციის კომპეტენციის ფარგლებში ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების, ოპერატიულ-სამძებრო და სხვა სპეციალური ღონისძიებების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში (სამხედრო პოლიციის უფროსის გადაწყვეტილებით), სამხედრო პოლიციის თანამშრომლებისათვის ფიზიკური დახმარების გაწევა; ბ) აუცილებლობის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, (სამხედრო პოლიციის უფროსის გადაწყვეტილებით), დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა ბადრაგირება, აგრეთვე სამხედრო პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას დანაშაულის ადგილებისა და მტკიცებულებების დაცვა; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საომარი მდგომარეობის დროს, სამხედრო ტყვეების (საგანგებო სიტუაციებში – სამოქალაქო პირების) ბადრაგირება, განთავსება, სამხედრო ტყვეთა ბანაკების უსაფრთხო ფუქციონირების უზრუნველყოფა; დ) მინისტრის ან გაერთიანებული შტაბის უფროსის მიერ, განსაზღვრული სამინისტროს ცალკეული ობიექტების დაცვითი ღონისძიების განხორციელება. 10. შიდა კონტროლისა და ინსპექტირების მთავარი სამმრთველოს ფუნქციებია: ა) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაერთიანებული შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და ჯარის სახეობის ქვედანაყოფებში შიდა აუდიტის ჩატარება; ბ) სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა დაჭრა-დასახიჩრების, ტრავმის მიღების ან დაღუპვის ფაქტებზე ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, უკავშირდება თუ არა აღნიშნული ფაქტები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნის მომზადება და გაცემა; გ) გაერთიანებული შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, შესწავლა და რეაგირება; დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმება; ე) სასამართლო დადგენილებით (ბრძანებით), გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით სპეციალური გამოკვლევის, შემოწმების ჩატარება და გამოძიებისათვის მიღებულ შედეგებზე დასკვნების წარდგენა; ვ) სხვა საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამ დებულების მიზნებს და შიდა აუდიტის პრინციპებს. 11. საფინანსო განყოფილების ფუნქციებია: ა) სამხედრო პოლიციის ფინანსური მომსახურება; ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი ფინანსური ოპერაციების წარმოება.     მუხლი 13🔗 1. დანაყოფის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს დანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) წარმოადგენს დანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას; გ) ანაწილებს მოვალეობებს დანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე; დ) ხელს აწერს დანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) შეიმუშავებს წინადადებებს დანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) შუამდგომლობს დანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ზ) ანგარიშს აბარებს სამხედრო პოლიციის უფროსს დანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ; თ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 2. შესაბამისი დანაყოფების უფროსებმა შესაძლებელია უშუალოდ აწარმოონ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება. 3. დანაყოფების უფროსებს ჰყავთ მოადგილეები, რომლებიც უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებენ მის მოვალეობას. თავი VI სამხედრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი და სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები     მუხლი 14🔗 სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი, ასევე მათი სოციალური დაცვის გარანტიები რეგულირდება „სამხედრო პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონით და ამ კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.