„საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის №91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№105
სარეგისტრაციო კოდი
010130000.22.027.016318
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №105

2012 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის №91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის №91 ბრძანებ ით (სსმ, ვებგვერდი, 14 .07.2011 წ., 010130000.22.027.016158) დამტკიცებული:

ა) 1 დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. მოწმობის რეკვიზიტები

1. მოწმობა უნდა შეიცავდეს:

ა) სახელს;

ბ) გვარს;

გ) სქესს;

დ) მოქალაქეობას;

ე) დაბადების თარიღს;

ვ) დაბადების ადგილს;

ზ) პირად ნომერს;

თ) ფოტოსურათს;

ი) პირად ხელმოწერას;

კ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას;

ლ) მოწმობის გაცემის თარიღს;

მ) მოწმობის მოქმედების ვადას;

ნ) ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს;

ო) ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატს;

პ) აღნიშვნას „სტუდენტი“ – ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტუდენტზე გასაცემი მოწმობის შემთხვევაში, რომელსაც შეჩერებული არ აქვს სტუდენტის სტატუსი;

ჟ) უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციას – ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტუდენტზე გასაცემი მოწმობის შემთხვევაში, რომელსაც შეჩერებული არ აქვს სტუდენტის სტატუსი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება დატანილ იქნეს უკვე გაცემულ მოწმობაზეც.“;

ბ) 2 დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) №3 დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება დატანილ იქნეს უკვე გაცემულ მოწმობაზეც.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი