საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა 2013-2015 წლებისთვის
მიღების თარიღი 12.06.2012
ძალაში შესვლა 12.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016103
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/07/2012
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) | ბულგარეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა 2013-2015 წლებისთვის
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Verdana; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:sataurixml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzacixml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxlixml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmoceraxml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml0, li.muxlixml0, div.muxlixml0 {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა
და
ბულგარეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის
კულტურის სფეროში თანამშრომლობის
პროგრამა
2013-2015
წლებისთვის
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ბულგარეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, შემდგომში „მხარეები”,
ეყრდნობიან რა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში 1995 წლის 19 იანვარს ქ. სოფიაში ხელმოწერილი ხელშეკრულების მე-7, მე-8 და მე-16 მუხლებს, გააჩნიათ რა კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავების საერთო სურვილი,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
1. კულტურა, ხელოვნება, კულტურული მემკვიდრეობა
მუხლი 1🔗
მხარეები მხარს დაუჭერენ კულტურული გაცვლების არსებულ ფორმებს და ხელს შეუწყობენ ამგვარი გაცვლების გაძლიერებას, კერძოდ, ისინი ხელსაყრელ პირობებს შექმნიან კულტურისა და ხელოვნების სფეროში მოქმედ სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
მუხლი 2🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეთა და ექსპერტთა ურთიერთმიწვევას ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარებულ საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.
მუხლი 3🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ მუსიკალური, ქორეოგრაფიული და თეატრალური ხელოვნების ფესტივალებში, ხელოვნების ნიმუშთა საერთაშორისო გამოფენებში, საერთაშორისო შეხვედრებსა და შეჯიბრებებში, ასევე თითოეული მხარის ქვეყანაში ორგანიზებულ სხვა არაკომერციული ხასიათის ღონისძიებებში ორმხრივ მონაწილეობას.
მხარეები მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას ზემოაღნიშნული კულტურული ღონისძიებების ჩატარების პირობების, თარიღებისა და პროგრამების შესახებ.
ამგვარ ღონისძიებათა ორგანიზატორები უშუალოდ მიწვეულ ჯგუფებთან და ხელოვნების მოღვაწეებთან შეათანხმებენ ზემოაღნიშნულ გაცვლებთან დაკავშირებულ ყველა დეტალს.
მუხლი 4🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირ თანამშრომლობას ხელოვნების გალერეებს, მუზეუმებსა და სახვითი ხელოვნების სფეროში მოქმედ სხვა ინსტიტუტებს შორის.
მხარეები ხელს შეუწყობენ ხელოვნების გალერეებიდან და მუზეუმებიდან აღებული კოლექციების გაცვლით გამოფენებს. ისინი ერთმანეთს წინასწარ აცნობებენ საგამოფენო პროექტების, ასევე მუზეუმებსა და ხელოვნების გალერეებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობათა შესახებ.
დაინტერესებული ინსტიტუტები, ექსპერტები და ხელოვნების მოღვაწეები პირდაპირ შეათანხმებენ სიმპოზიუმებში, სემინარებსა და საერთაშორისო ვორქშოფებში ხელოვნების მოღვაწეებისა და ხელოვნებათმცოდნეების მონაწილეობას.
ყველა სახის ორგანიზაციული და ფინანსური პირობები შეთანხმდება უშუალოდ გამოფენების შესაბამისი ორგანიზატორების მიერ.
მუხლი 5🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირ თანამშრომლობას მუსიკალურ ინსტიტუტებს შორის, ასევე ექსპერტების, ხელოვნების მოღვაწეთა და მუსიკალურ ბენდების გაცვლას.
მუხლი 6🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირ თანამშრომლობას თეატრის, ოპერის, ბ
ალეტისა და ქორეოგრაფიული ხელოვნების სფეროში.
მხარეები ხელს შეუწყობენ ექსპერტთა გაცვლას თეატრისა და ქორეოგრაფიული ხელოვნების სფეროში, რათა გაიცნონ და დაამყარონ პირდაპირი კონტაქტები მეორე ქვეყანაში არსებულ თეატრალურ და ქორეოგრაფიულ წრეებთან.
მუხლი 7🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას ფოტოგრაფების პროფესიულ გაერთიანებებს შორის და ასევე დოკუმენტური და მხატვრული ფოტოგამოფენების გაცვლას.
მუხლი 8🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირ თანამშრომლობას კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის ინსტიტუტებს შორის, მატერიალური და არამატერიალური კულტურის ძეგლთა რესტავრაციისა და კონსერვაციის სფეროში, ასევე ინფორმაციის, გამოცდილებისა და ექსპერტების გაცვლას კულტურული მემკვიდრეობის ციფრულ ფორმატში გადაყვანის სფეროში.
მხარეები მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას მუზეუმებისა და მემკვიდრეობის დაცვის სფეროში გამართული სიმპოზიუმების, შეხვედრებისა და კონფერენციების შესახებ.
მუხლი 9🔗
თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, მხარეები მიიღებენ ზომებს, რათა თავიდან აიცილონ თითოეული მხარის კუთვნილი კულტურული ფასეულობების უკანონო იმპორტი და ექსპორტი, და თითოეული მხარის კუთვნილი კულტურული ფასეულობების გადაცემა, ასევე მიიღებენ ზომებს, რათა უზრუნველყონ უკანონოდ იმპორტირებული კულტურული ფასეულობების დაბრუნება „კულტურულ ფასეულობათა უკანონო იმპორტის, ექსპორტის და მათზე საკუთრების უფლების გადაცემის აკრძალვისა და აღკვეთის ზომების შესახებ“ იუნესკოს 1970 წლის კონვენციის შესაბამისად.
II. ლიტერატურა, საგამომცემლო საქმე
მუხლი 10🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირ თანამშრომლობას მწერლებსა და ლიტერატურულ ნაწარმოებთა მთარგმნელებს, ასევე მათ ორგანიზაციებსა და გაერთიანებებს შორის.
მხარეები ხელს შეუწყობენ მწერლების მონაწილეობას თითოეულ ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებებში.
მუხლი 11🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირ თანამშრომლობას საქართველოსა და ბულგარეთის გამომცემლობებს შორის, ასევე ქართველი ავტორების მნიშვნელოვანი ნაწარმოებების თარგმნას და გამოქვეყნებას ბულგარეთში, ხოლო საქართველოში
– ბულგარელი ავტორების მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმნას და გამოქვეყნებას.
მხარეები ხელს შეუწყობენ გამომცემლების მონაწილეობას პროფესიულ ღონისძიებებში, რომლებიც გაიმართება თითოეული მხარის ქვეყანაში წიგნების გამომცემლობის, წიგნების საერთაშორისო ბაზრობებისა და ლიტერატურული ფესტივ
ალების ფარგლებში.
მუხლი 12🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას ბიბლიოთეკებსა და საბიბლიოთეკო ასოციაციებსა და ორგანიზაციებს შორის.
მუხლი 13🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ კონტაქტებისა და თანამშრომლობის დამყარებას მხატვრული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ლიტერატურის სფეროში საავტორო უფლებების დაცვის მიზნით, თავიანთი შესაბამისი კანონმდებლობისა და იმ საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად, რომელთა მხარეებსაც ისინი წარმოადგენენ.
III. კინემატოგრაფია
მუხლი 14🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას კინოინდუსტრიის სფეროში, შესაბამის დაინტერესებულ ინსტიტუტებთან პირდაპირი კონტაქტების დამყარების გზით და განიხილავენ ერთობლივი ფილმების წარმოებისა და ერთობლივი კინოპროექტების განხორციელების შესაძლებლობებს.
მხარეები ხელს შეუწყობენ ფილმების ფესტივ
ალების გაცვლას და თითოეულ ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო ფილმების ფესტივ
ალებში მონაწილეობას.
მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირ თანამშრომლობას აუდიოვიზუალური მედიის სფეროში მოქმედ პროფესიულ ინსტიტუტებსა და ასოციაციებს შორის, კერძოდ, საქართველოს ეროვნული ფილმოგრაფიის არქივსა და ბულგარეთის ეროვნული ფილმოგრაფიის არქივს შორის.
მხარეები ხელს შეუწყობენ ქართული კინოს დღეებისა და ბულგარეთის კინოს დღეების ორგანიზებას ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე.
მუხლი 15🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას ფოლკლორის სფეროში და ამ მიზნით, ნაცვალგების საფუძველზე, მიიწვევენ პროფესიონალ ანსამბლებსა და მოყვარულთა ჯგუფებს შესაბამისი მხარის ტერიტორიაზე გამართულ საერთაშორისო ფესტივ
ალებსა და კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად.
მუხლი 16🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირი თანამშრომლობის სხვა ისეთი ფორმების განვითარებას, რომლებიც წარმოადგენს მსგავს კულტურულ დაწესებულებებს შორის კულტურული გაცვლების განხორციელების საშუალებას, და რომლებიც გათვალისწინებული არ არის წინამდებარე პროგრამით და არ ეწინააღმდეგება მის მიზნებს.
ზოგადი დებულებები და ფინანსური პირობები
მუხლი 17🔗
ცალკეული პირების გაცვლისას, გამგზავნი მხარე მიმღებ მხარეს არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე მიაწვდის კანდიდატების ბიოგრაფიულ მონაცემებს და მათ სამუშაო გრაფიკს მეორე მხარის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში. მიმღები მხარე გამგზავნ მხარეს თავის პასუხს აცნობებს ვიზიტის დაგეგმილ თარიღამდე არა უგვიანეს 15 (თხუთმეტი) დღით ადრე.
მუხლი 18🔗
1. წინამდებარე პროგრამის თანახმად, მხარეები განახორციელებენ პირთა გაცვლას შემდეგი ფინანსური პირობების საფუძველზე:
ა) გამგზავნი მხარე ფარავს პირთა მგზავრობის ხარჯებს მიმღები მხარის დედაქალაქამდე და უკან;
ბ) მიმღები მხარე ფარავს სამუშაო გრაფიკის ფარგლებში ადგილობრივი ტრანსპორტირების, ასევე დღიურ და საცხოვრებელ ხარჯებს შიდა კანონმდებლობის შესაბამისად.
2. წინამდებარე პროგრამის ფარგლებში პირთა გაცვლისას, მიმღები მხარე, აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურებას ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 19🔗
საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიებზე გამართულ ფესტივ
ალებში მონაწილეობის შემთხვევაში, უცხოელ მონაწილეთა ხარჯების (კვების, სასტუმროში დაბინავების, ადგილობრივი ტრანსპორტირების ხარჯები) ანაზღაურება განხორციელდება შესაბამისი საფესტივალო ღონისძიების წესების შესაბამისად.
მუხლი 20🔗
საშემსრულებლო ხელოვნების სფეროში მოღვაწე ცალკეულ შემსრულებელთა თუ შემსრულებელთა ჯგუფების გაცვლის შემთხვევაში, გამგზავნი მხარე დაფარავს მათი მგზავრობის ხარჯებს მიმღები ქვეყნის დედაქალაქამდე და უკან, და ასევე დაზღვევის ხარჯებს.
მიმღები მხარე დაფარავს საკონცერტო დარბაზების დაქირავების, პოსტერებისა და მოსაწვევების დაბეჭდვის ხარჯებს, ასევე ღონისძიების რეკლამირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, თუ ამგვარ საკითხთან დაკავშირებით სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს.
მუხლი 21🔗
თუ მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, გამოფენის მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება შემდეგნაირად:
1. გამგზავნი მხარე უზრუნველყოფს შემდეგი ხარჯების ანაზღაურებას:
ა) ექსპონატების ტრანსპორტირების ხარჯები მიმღებ ქვეყანაში განსაზღვრულ შესაბამის ადგილამდე და უკან;
ბ) გამოფენის დაზღვევის ხარჯები;
გ) გამოფენის თანმხლები ექსპერტის მგზავრობის ხარჯები.
2. მიმღები მხარე უზრუნველყოფს შემდეგი ხარჯების ანაზღაურებას:
ა) ადგილობრივი ტრანსპორტირების, ექსპორტ/იმპორტის გადასახადი
, საგამოფენო დარბაზის დაქირავებისა და სარეკლამო მასალის დაბეჭდვის ხარჯები;
ბ) გამოფენის თანმხლები ექსპერტის ცხოვრების ხარჯები 4 (ოთხი) დღის მანძილზე;
გ) საკუთარ ტერიტორიაზე ექსპონატების დაზღვევისა და უსაფრთხოების ხარჯები; ექსპონატების დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, მიმღები მხარე წარადგენს საბუთებს, რომლებიც აუცილებელია სადაზღვევო ანაზღაურების გადახდაზე განაცხადის შესატანად და იგი ვალდებულია არ აწარმოოს არანაირი სარესტავრაციო სამუშაოები, გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებების გარდა, გამგზავნი მხარის აშკარად გამოხატული თანხმობის შემდეგ.
ეროვნული ღირებულების მქონე ამგვარი გაცვლითი გამოფენების მოწყობის შემთხვევაში, აღნიშნული პირობები შესაძლოა დაექვემდებაროს შემდგომ დაზუსტებას და განისაზღვროს სპეციალური შეთანხმებით.
მუხლი 22🔗
წინამდებარე პროგრამა ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.
ხელმოწერილია ქ. თბილისში, 2012 წლის 12 ივნისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ბულგარულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტს თანაბარი ძალა გააჩნია.
პროგრამის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს
კულტურისა
და
ძეგლთა
დაცვის
სამინისტროს
სახელით
(ხელმოწერილია)
ბულგარეთის
რესპუბლიკის
კულტურის
სამინისტროს
სახელით
(ხელმოწერილია)