სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.06.2012
ძალაში შესვლა 01.07.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №507
სარეგისტრაციო კოდი 280120000.08.002.016532
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/06/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,287 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.06.2012 მიღება
01.07.2012 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.MsoCommentReference {font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoEndnoteReference {font-family:"Times New Roman","serif"; vertical-align:super;} p.MsoEndnoteText, li.MsoEndnoteText, div.MsoEndnoteText {mso-style-link:"Endnote Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} a:link, span.MsoHyperlink {font-family:"Times New Roman","serif"; color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {font-family:"Times New Roman","serif"; color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Times New Roman","serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} span.EndnoteTextChar {mso-style-name:"Endnote Text Char"; mso-style-link:"Endnote Text"; font-family:"Times New Roman","serif";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:45.0pt 46.45pt 45.0pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №507 2012 წლის 26 ივნისი ქ. თბილისი სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესი. 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან. მ . სააკაშვილი სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების  გამოყენების  წეს ი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება ეს წესი განსაზღვრავს სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესსა და პირობებს.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტუდენტი – პირი, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში რეგისტრირებულია  ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტად; ბ) სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდეგში – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო) მიერ  გაცემული სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა; გ) ფასდაკლების პროგრამა – სტუდენტური ფასდაკლებით სარგებლობის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული პროგრამა; დ) ფასდაკლების პროგრამაში ჩაბმული პირი – ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქონლის მიმწოდებელი/მომსახურების გამწევი , ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შემოსავლების სამსახურთან (შემდეგში –  შემოსავლების სამსახური) შეთანხმებით სხვა სახის საქონლის მიმწოდებელი/მომსახურების გამწევი საწარმო/ორგანიზაცია, რომელიც ჩაბმულია ფასდაკლების პროგრამაში ;   ე) რეესტრი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოებულ ფასდაკლების პროგრამაში ჩაბმულ პირთა და შესაბამის მონაცემთა ერთობლიობა.     მუხლი 3🔗. საქმიანობის სახეები 1. სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის საფუძველზე სტუდენტს უფლება აქვს პირადი მოხმარების მიზნით საყოფაცხოვრებო და საგანმანათლებლო დანიშნულების საქონლისა და მომსახურებისათვის ისარგებლოს ფასდაკლებით. 2. სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით ფასდაკლების პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია საქონლის მოწოდების/მომსახურების გაწევის შემდეგ სფეროებში: ა) წიგნის, ჟურნალ-გაზეთისა და საკანცელარიო საქონლის მიწოდება; ბ) თეატრის, კინოთეატრისა და მუზეუმის მიერ გაწეული მომსახურება; გ) მუნიციპალური ტრანსპორტით გაწეული მომსახურება; დ) კულტურულ ღონისძიებაზე დასწრების დაშვება; ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურება; ვ) შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გაწეული მომსახურება; ზ) მობილური ოპერატორით გაწეული მომსახურება; თ) პირველადი საყოფაცხოვრებო საქონლის მიწოდება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სტუდენტებისათვის სხვა სახის საქონლის მიწოდებისათვის/მომსახურების გაწევისათვის ფასდაკლების გავრცელების  შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახური.     მუხლი 4🔗. ფასდაკლების პროგრამაში ჩაბმა 1. ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული საქონლის მიმწოდებელი/მომსახურების გამწევი საწარმოები/ორგანიზაციები ფასდაკლების პროგრამაში ჩაბმის მიზნით განცხადებით მიმართავენ შემოსავლების სამსახურს. 2. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური ფასდაკლების პროგრამაში ჩასაბმელ პირთა შესახებ ინფორმაციას დაინტერესებული პირის განცხადების მიღებიდან     1 სამუშაო დღეში უგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რეესტრში შეტანისა და ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით. 3. ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღეში შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას პირის ფასდაკლების პროგრამაში ჩაბმის შესახებ ან კანონმდებლობით დადგენილი წესით აცნობებს გადაწყვეტილებას უარის თქმის თაობაზე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური ფასდაკლების პროგრამაში ჩასართავ პირთა შესახებ ინფორმაციას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 სამუშაო დღეში უგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რეესტრში შეტანისა და სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით. 5. შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს ფასდაკლების პროგრამაში ჩაბმის მსურველ პირთათვის შესაბამისი საგადასახადო კონსულტაციის გაწევას. 6. ფასდაკლების პროგრამაში ჩაბმის შესახებ განცხადების ფორმას ამტკიცებს შემოსავლების სამსახური.     მუხლი 5🔗. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფუნქციები 1.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვალდებულია შემოსავლების სამსახურის მიერ ფასდაკლების პროგრამაში ჩასაბმელ პირთა შესახებ მიღებული ინფორმაცია მიღებიდან 1 სამუშაო დღეში შეიტანოს რეესტრში და გამოაქვეყნოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.mes.gov.ge). 2. რეესტრი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ფასდაკლების პროგრამაში ჩაბმული პირის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი და მისამართი; ბ) ფასდაკლების პროგრამაში ჩაბმის თარიღი; გ) საქონელი /მომსახურება რომელზეც ვრცელდება ფასდაკლება; დ) ფასდაკლების განაკვეთი. 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებული არიან უზრუნველყონ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსათვის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის ხელმისაწვდომობა.     მუხლი 6🔗. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ფუნქციები სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ვალდებულია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობასა და მის უკონტაქტო მიკროსქემაზე  სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის განთავსება; ბ) დაამზადოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობები და უზრუნველყოს მათი სტუდენტებისათვის მიწოდება; გ) ფასდაკლების პროგრამაში ჩაბმულ პირს გაუწიოს შესაბამისი კონსულტაცია სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის საფუძველზე ფასდაკლების გავრცელებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე .     მუხლი 7🔗. ფასდაკლების პროგრამაში ჩაბმული პირის უფლებები და მოვალეობები 1. ფასდაკლების პროგრამაში ჩაბმულ პირს უფლება აქვს სტუდენტებზე ფასდაკლების პროგრამა გაავრცელოს მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეესტრში შეტანისა და ინფორმაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. 2. ფასდაკლების პროგრამაში ჩაბმული პირი ვალდებულია: ა) ფასდაკლების განხორციელებისას უზრუნველყოს სტუდენტის მიერ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გამოყენების ასახვა შესაბამის პროგრამაში და  სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის საფუძველზე ფასდაკლების გამოყენების შესახებ ინფორმაციის შენახვა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის დაცვით; ბ) საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევისას ფასდაკლების პროგრამის გავრცელებამდე მოითხოვოს სტუდენტის  პირადობის (ბინადრობის) მოწმობის წარდგენა, ფასდაკლება გაავრცელოს მისი წარდგენისა და შესაბამის პროგრამაში ასახვის შემდეგ; გ) ფასდაკლების პროგრამა გაავრცელოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ან შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებულ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სახეებზე; დ) ფასდაკლების პროგრამა არ გაავრცელოს სტუდენტის მიერ ერთჯერადად 2 000 (ორი ათასი) ლარზე მეტი ჯამური ღირებულების (ფასდაკლების გათვალისწინებით) საქონლის/მომსახურების შეძენისას. 3. ფასდაკლების პროგრამაში ჩაბმული პირი, რომელსაც აღარ სურს ფასდაკლების პროგრამაში მონაწილეობის გაგრძელება, შესაბამისი განცხადებით მიმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული პირის რეესტრიდან ამოღებას და შესაბამისი ცვლილების განთავსებას ოფიციალურ ვებგვერდზე. 4 . ამ წესით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევა იწვევს ფასდაკლების პროგრამაში ჩაბმული პირის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 8🔗. სტუდენტის უფლებები სტუდენტს უფლება აქვს ისარგებლოს ფასდაკლების პროგრამით: ა) ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ან შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სახეებზე; ბ) მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით საყოფაცხოვრებო და საგანმანათლებლო დანიშნულების საქონელზე და მომსახურებაზე.