„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№36
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.117.016120
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2012 წლის 25 ივნისი

ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად , ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №46 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 111209010, 13/12/2011) დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალურ პროგრამაში“ შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) პროგრამის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2. სამედიცინო მომსახურების სახეები

მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეიძლება დაფინანსდეს შემდეგი სამედიცინო მომსახურების სახეები:

ა) ურგენტული;

ბ) ონკოლოგიური (ოპერაცია; ქიმიოთერაპია; სხივური თერაპია);

გ) მშობიარობა.“;

ბ) პროგრამის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება

1. ურგენტული და ონკოლოგიური სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულება არ აღემატება 1000 (ათასი) ლარს, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება სრულად.

2. ურგენტული და ონკოლოგიური სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულება აღემატება 1000 (ათასი) ლარს, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება 75%-ით, მაგრამ არანაკლებ 1000 (ათასი) და არა უმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა.

3. მშობიარობის ხარჯი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.

4. სამედიცინო მომსახურების ხარჯში იანგარიშება აგრეთვე ოპერაციის შემდგომი პერიოდი, არა უმეტეს ექვსი დღისა, თუ ბენეფიციარის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება აუცილებელია.

5. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან კალენდარული წლის განმავლობაში ბენეფიციარზე სამედიცინო მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება ერთჯერადად.“;

გ) პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბენეფიციარს, რომლის სამედიცინო დახმარება ფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, განეკუთვნება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები:

ა) მოქალაქე, რომლის სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ იფარება სახელმწიფო პროგრამის ან სადაზღვევო პოლისის მეშვეობით;

ბ) მოქალაქე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 70 000-ს და რომლის სადაზღვევო პერიოდი ჯერ არ დაწყებულა.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ა .ვახტანგაძე