რკინიგზის ტრანსპორტზე/ტრანსპორტში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისას შესადგენი საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.06.2012
გამომცემი ორგანო ნაწილი II
საჯარიმო ქვითრის ყუა №
ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში
1.-------------------------------------
გადამხდელის სახელი და გვარი
2. ------------------------------------
გადამხდელის მისამართი
3.-------------------------------- ლარი
ჯარიმის ოდენობა
4. სასკ-ის 130-ე მუხლის „ა“
„ბ“
პუნქტი
5. ------------------------------------
სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი
6.--------------------------------------
საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო
კოდი
7. მიმღები მოლარე: ----------------
ხელმოწერა
8. შემომტანი: ------------------------
ხელმოწერა
ბ.ა.
თარიღი -------------------------------
რიცხვი, თვე და წელი
საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ
ნომერი №1-1/1381
სარეგისტრაციო კოდი 310120000.22.024.016184
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/06/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.06.2012 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| 1 | 2 |
| № | საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის მიზეზი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
რკინიგზის ტრანსპორტზე/ტრანსპორტში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისას შესადგენი საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';}
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; line-height:200%; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family-f:'Courier New';}
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif'; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family-f:'Tahoma','sans-serif';}
span.FooterChar { }
span.BodyTextChar { }
span.BodyTextIndent2Char { }
span.CharChar { font-family-f:'Times New Roman','serif';}
span.BalloonTextChar { font-family-f:'Tahoma','sans-serif';}
span.HeaderChar { font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
span.CommentTextChar { font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
span.CommentSubjectChar { font-family-f:'Sylfaen','sans-serif'; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 37.3pt 56.7pt 45.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1381
2012 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
რკინიგზით უბილეთო მგზავრობისას შესადგენი საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 211-ე
მუხლის,
242-ე მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილის,
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის
მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად
,
ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას შესადგენი საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანდართული ფორმა და მისი შევსების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების თანდართული წესი.
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნ. მიქელაძე
დანართი
რკინიგზით უბილეთო მგზავრობისას შესადგენი საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. წესის რეგულირების სფერო
წინამდებარე წესი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანების საფუძველზე და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული დადგენილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს.
თავი II
საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა
მუხლი 2🔗. საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამშრომლები
საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან სს „საქართველოს რკინიგზის” (შემდგომში – რკინიგზა) დირექტორთა საბჭოს (შემდგომში რკინიგზის უფლებამოსილი ორგანო) დადგენილებით განსაზღვრული თანამშრომლები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სამგზავრო მატარებლების კონტროლის უფლება (შემდგომში – თანამშრომელი).
თავი III
საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი და მათი შევსების წესი
მუხლი 3🔗. საჯარიმო ქვითრის შინაარსი და მისი შევსება
1. მგზავრი ვალდებულია შეინახოს ბილეთი მგზავრობის დამთავრებამდე და წარუდგინოს ის თანამშრომელს მოთხოვნისთანავე.
2. თანამშრომელი უფლებამოსილია მგზავრს მოსთხოვოს სამგზავრო ბილეთის წარდგენა მატარებლის მსვლელობის განმავლობაში და/ან მატარებლიდან ჩასვლისას ან ამოსვლისას. მატარებელზე
ამოსვლისას ბილეთის მოთხოვნის უფლება ვრცელდება მხოლოდ მაგისტრალურ მატარებლებზე.
3. თუ მგზავრმა თანამშრომელს მოთხოვნისთანავე ვერ წარუდგინა სამგზავრო ბილეთი და მას აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები ან არსებობს მოწმე (მოწმეები), რომელსაც შეუძლია მიაწოდოს საჭირო ცნობები სამართალდამრღვევის სახელის, გვარისა და საცხოვრებელი ადგილის დასადგენად, თანამშრომელი უფლებამოსილია სამართალდამრღვევი ჩამოიყვანოს მატარებლის პირველსავე გაჩერებაზე და გადასცეს საჯარიმო ქვითარი ან სამართალდამრღვევის მიერ ბილეთის საფასურის გადახდის შემთხვევაში, მატარებელშივე შეავსოს და გადასცეს საჯარიმო ქვითარი.
4. თუ მგზავრმა თანამშრომელს მოთხოვნისთანავე ვერ წარუდგინა სამგზავრო ბილეთი და მას არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები ან არსებობს მოწმე (მოწმეები), რომელსაც შეუძლია მიაწოდოს საჭირო ცნობები სამართალდამრღვევის სახელის, გვარისა და საცხოვრებელი ადგილის დასადგენად, თანამშრომელს ან თანამშრომლის დავალებით, სხვა სათანადოდ უფლებამოსილ პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის მე-2
ნაწილის შესაბამისად, შეუძლია სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით. თანამშრომელს ან თანამშრომლის დავალებით, სხვა სათანადოდ უფლებამოსილ პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის მე-2
ნაწილის შესაბამისად, უფლება აქვს გამოიყენოს პოლიციის დახმარება.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პირადი მონაცემების დადგენის შემდეგ, თუ სამართალდამრღვევი სადაოდ არ ხდის მასზე დაკისრებულ სახდელს, თანამშრომელი ავსებს საჯარიმო ქვითარს (დანართი 1), ხოლო თუ სამართალდამრღვევი არ ეთანხმება მასზე დაკისრებულ ადმინისტრაციულ სახდელს, ამ შემთხვევაში დგება როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი (დანართი 2), ისე გამოიწერება საჯარიმო ქვითარი.
6. საჯარიმო ქვითარი შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი I. საჯარიმო ქვითარი;
ბ) ნაწილი II. საჯარიმო ქვითრის ყუა.
7. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება რკინიგზის იმ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე - ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
8. საჯარიმო ქვითარი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი რჩება მის შემვსებ თანამშრომელს, ხოლო მეორე - გადაეცემა სამართალდამრღვევს.
9. საჯარიმო ქვითრის შევსებისას, სამართალდამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში.
10. საჯარიმო ქვითრის:
ა) I ნაწილს, გარდა მე-9 პუნქტისა, ავსებს თანამშრომელი;
ბ) I ნაწილის:
ბ.ა) პირველ პუნქტში შეიტანება შევსების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ბ.ბ) მე-2 პუნქტში შეიტანება შევსების ადგილი;
ბ.გ) მე-3 პუნქტში შეიტანება შევსებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
ბ.დ) მე-4 პუნქტში შეიტანება სამართალდამრღვევის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა);
ბ.ე) მე-5 პუნქტში შეიტანება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი,მატარებლის ნომერი და ვაგონის ნომერი;
ბ.ვ) მე-6 პუნქტში შეიტანება შემდეგი ფრაზა: „პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით”;
ბ.ზ) მე-7 პუნქტში შეიტანება ჯარიმის ოდენობა მატარებლის მიმოსვლის კატეგორიის შესაბამისად;
ბ.თ) მე-8 პუნქტში შეიტანება მოწმის/მოწმეების (არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა). აღნიშნული პუნქტი ივსება იმ შემთხვევაში, თუ პიროვნების იდენტიფიკაცია ხდება მოწმის/მოწმეების დახმარებით;
ბ.ი) მე-9 პუნქტს ავსებს საბანკო დაწესებულების თანამშრომელი და მასში შეიტანება შემდეგი მონაცემები: მიმღები მოლარე და საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი.
11. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც თანამშრომელი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით, აბარებს საჯარიმო ქვითრის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.
12. საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს თანამშრომელი და სამართალდამრღვევი. მოწმის (მოწმეების) და/ან სხვა მონაწილის არსებობის შემთხვევაში, საჯარიმო ქვითარზე ხელს აწერენ ასევე აღნიშნული პირები.
13. სამართალდამრღვევს გადაეცემა საჯარიმო ქვითრის ერთი ეგზემპლარი, ხოლო თუ სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე ან/და ჩაბარებაზე, თანამშრომლის მიერ ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი, რის შედეგადაც საჯარიმო ქვითარი ითვლება ჩაბარებულად.
14. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი - საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანი პირის მიერ საჯარიმო ქვითრის I ნაწილის შესაბამისად.
15. საჯარიმო ქვითარი, მისი შევსებიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ჟურნალში.
16. რკინიგზა ვალდებულია საჯარიმო ქვითრის შევსებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს აღნიშნულის თაობაზე.
მუხლი 4🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი და მისი შევსება
1. თუ დამრღვევი სადავოდ ხდის მასზე დაკისრებულ ადმინისტრაციულ სახდელს, თანამშრომლის მიერ გამოიწერება როგორც საჯარიმო ქვითარი, ისე დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება თანამშრომელთან, ხოლო მეორე გადაეცემა სამართალდამრღვევს.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს თანამშრომელი.
ოქმის:
ა) პირველ პუნქტში შეიტანება შევსების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ბ) მე-2 პუნქტში შეიტანება შევსების ადგილი;
გ) მე-3 პუნქტში შეიტანება შევსებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
დ) მე-4 პუნქტში შეიტანება სამართალდამრღვევის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა);
ე) მე-5 პუნქტში შეიტანება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი, მატარებლის ნომერი და ვაგონის ნომერი;
ვ) მე-6 პუნქტში შეიტანება შემდეგი ფრაზა: „პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით;
ზ) მე-7 პუნქტში შეიტანება ჯარიმის ოდენობა მატარებლის მიმოსვლის კატეგორიის შესაბამისად;
თ) მე-8 პუნქტში შეიტანება: მოწმის/მოწმეების (არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა);
ი) მე-9 პუნქტში შეიტანება სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება.
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, დგება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც თანამშრომელი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით, აბარებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს თანამშრომელი და სამართალდამრღვევი. მოწმის (მოწმეების) და/ან სხვა მონაწილის არსებობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ ასევე აღნიშნული პირები.
6. სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, რომელიც უნდა დაერთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. სამართალდამრღვევს გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ერთი ეგზემპლარი, ხოლო თუ სამართალდამრღვევი უარს ამბობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან/და ჩაბარებაზე, თანამშრომლის მიერ ამის შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი, რის შედეგადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ითვლება ჩაბარებულად. სამართალდამრღვევი უფლებამოსილია აგრეთვე ახსნას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზები.
7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შევსებიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ჟურნალში.
თავი IV
საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგება
მუხლი 5🔗. საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების საფუძველი
რკინიგზა საჯარიმო ქვითრებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონისა და წინამდებარე წესის მოთხოვნათა დაცვით.
მუხლი 6🔗. საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის გაფორმების, წარმოებისა და შენახვის წესი
1. საჯარიმო ქვითრებითა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებით მომარაგებას რკინიგზა ახორციელებს დამოუკიდებლად.
2. თანამშრომლისთვის საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა ხორციელდება რკინიგზის პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის მიერ. საჯარიმო ქვითრებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალში” (შემდგომში - ჟურნალი (დანართი 3)).
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში.
4. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. აღრიცხვის ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება რკინიგზის ხელმძღვანელის ხელმოწერით და რკინიგზის ბეჭდით.
5. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.
6. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა” აღრიცხვის ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს (მაგალითად - შესწორებულია მე-2 და მე-10 გრაფები, თარიღი, ხელმოწერა, სახელი და გვარი).
7. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.
8. კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში ყველა საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის რეგისტრაციის შემდეგ, პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.
9. ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, რომელიც შემდგომში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა არქივს.
10. ჟურნალის შენახვის პირობები უნდა უზრუნველყოფდეს მასში მოცემული ინფორმაციის დაცულობას.
11. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 7🔗. საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვა
საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 8🔗. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის
(დანართი 4) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში.
3. გაუქმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი V
ჯარიმის გადახდა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერა
მუხლი 9🔗. ჯარიმის გადახდა
სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღეში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 10🔗. სააღსრულებო ფურცლის გამოწერა
ჯარიმის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, რკინიგზის მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი (დანართი 5), რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
თავი VI
საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება, საქმის განხილვა და შესაბამისი დადგენილების გამოტანა
მუხლი 11🔗. საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნა
1. პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი სამართალდარღვევის დადგენილება, უფლება აქვს სასამართლოში ან ზემდგომ ორგანოში გაასაჩივროს დადგენილება მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ამ წესის მიზნებისთვის ზემდგომ ორგანოდ განისაზღვრება სს „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალი „მგზავრთა გადაყვანა”.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, საჩივრის შეტანა გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერებს ამავე კოდექსის 234
1
მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
თავი VII
ვადების ათვლა
მუხლი 11🔗. ვადების ათვლა
წინამდებარე წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
თავი VIII
დასკვნითი დებულება
მუხლი 12🔗. დასკვნითი დებულება
წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №1
ნაწილი I
საჯარიმო ქვითარი N000000
ბ.ა.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №
---
(ივსება ოქმის არსებობის შემთხვევაში)
1. შევსების თარიღი: ------------------- (რიცხვი, თვე, წელი)
2. შევსების ადგილი: ------------------------
3. შევსებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, მამის
სახელი, გვარი: ----------------------------------------------------------------
------------------------------
4. სამართალდამრღვევის მონაცემები: -------------------------------------
--------------------------------------------------------
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი
---------------------------------------------------------------------------------
ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა)
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო
და
არსი
;
მატარებლის N ----- მიმართულება --------------------- ვაგონის N------
სამართალდარღვევის ჩადენის დრო ------------ არსი -------------------
------------------------------------------------------------------------------
6. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
130-ე
მუხლის
მე-2
ნაწილი
ს
„ა“
ან „ბ“
ქვეპუნქტით
7. ჯარიმის ოდენობა: ---- ლარი --- თეთრი ----------------------------
თანხა სიტყვიერად
8
.--------------------------------------------------------------------------------
მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები
----------------------------------------------------------------------------------
(პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა)
9. მიმღები მოლარე: --------------- ---------------------------------
ხელმოწერა
საბიუჯეტო შემოსავლის
სახაზინო კოდი
ოქმის შემდგენი -------------------
------
ხელმოწერა
სამართალდამრღვევი ------------------------------------------
ხელმოწერა, ხელმოწერაზე, ან ქვითრის
ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა
ნაწილი II
საჯარიმო ქვითრის ყუა №
ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში
1.-------------------------------------
გადამხდელის სახელი და გვარი
2. ------------------------------------
გადამხდელის მისამართი
3.-------------------------------- ლარი
ჯარიმის ოდენობა
4.
სასკ-ის 130-ე მუხლის „ა“
„ბ“
პუნქტი
5. ------------------------------------
სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი
6.--------------------------------------
საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო
კოდი
7. მიმღები მოლარე:
----------------
ხელმოწერა
8. შემომტანი: ------------------------
ხელმოწერა
ბ.ა.
თარიღი -------------------------------
რიცხვი, თვე და წელი
საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ
საჯარიმო ქვითრის
შ
ე
ვსებ
ისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება).
პირს
მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ.
საჯარიმო ქვითრის
ნ
ებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ
, გამოყენებული იქნება
ჯა
რიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დამკვეთი:
დამამზადებელი:
მისამართი:
სფს-ს რეგისტრაციის
№
დანართი 2
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 000000
ბ.ა.
1.--------------------------------------------------
2. ----------------------------------------
შევსების
თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)
შევსების
ადგილი
3. -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შევსებაზე უფლებამოსილი პირის
თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი
4.---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სამართალდამრღვევის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა)
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო
და
არსი: ------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მატარებლის N ----- მიმართულება ------------------------------------------------------- ვაგონის N -------------
სამართალდარღვევის ჩადენის დრო ---------------- არსი ------------------------------------------------------------
6. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
130-ე
მუხლის
მე-2
ნაწილი
ს „ა“
ან „ბ
ქვეპუნქტით
7. ჯარიმის ოდენობა: --------- ლარი ---------- თეთრი, --------------------------------------------------------------------
თანხა სიტყვიერად
8.------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა)
9. სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება: ---------------------------------------------------
ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-
განმარტება
ოქმის შემდგენი --------------------------- მოწმე ან სხვა მონაწილე -------------------------------------------------------
ხელმოწერა
ხელმოწერა და სტატუსი
სამართალდამრღვევი -------------------------------------------------------------------------------------
ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან
ოქმის
ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა
დანართი 3
საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი
გაც
ემი
ს თა
რი
ღი
და
სახ
ელ
ება
საჯა
რიმო
ქვითრის/
ადმინისტრაციული სამართალ
დარღვევის ოქმის ნომერი
საჯარიმო ქვითრის/
ადმინისტრა
ციული სამართალ
დარღვევის
ოქმის
გამცემი
საჯარიმო
ქვითრის/
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ოქმის მიმღები
საჯარიმო
ქვითრის/
ადმინისტრა
ციული სამართალ
დარღვევის ოქმის
შემდგენი
დაბრუნებული
(გაუქმებული)
საჯარიმო ქვითარი/
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმი
შენიშვნა
№
სახე
ლი
გვარი
ხელმოწერა
სახელი
გვარი
ხელმოწერა
სახელი
გვარი
დაბრუნების თარიღი
საჯარი
მო ქვით
რის/
ადმინისტრაციული სამარ
თალ
დარღვევის
ოქმის ნომერი
სახელი
გვარი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
დანართი
4
შპს „
საქართველოს რკინიგზა”
აქტი №
----- ---------------- 20 წელი
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის შესახებ
№
საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის მიზეზი
საჯარიმო ქვითრის რაოდენობა
საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური ნომერი
1
2
3
4
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი საჯარიმო
ქვითრების
/
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის სისწორეს.
სს
„საქართველოს რკინიგზის
”
ფილიალის „მგზავრთა გადაყვანა“
დირექტორი
:
/---------------/
სტრუქტურული ერთეულის
უფროსი:
/---------------/
საჯარიმო ქვითრების
და
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებასა
და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე
პასუხისმგებელი პირი:
/---------------/
დანართი
5
საქმე
№
-----
ს ა ა ღ ს რ უ ლ ე ბ ო ფ უ რ ც ე ლ ი
შპს
”საქართველოს რკინიგზა
”
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სააღსრულებო ფურცლის გამცემი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დადგენილების გამოტანის თარიღი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი
კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები:
მოვალის დასახელება და რეკვიზიტები:
სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი:
სს”საქართველოს რკინიგზ
ის”
ფილიალის „მგზავრთა გადაყვანა“
დირექტორი
------------------------------