საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №122/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016388
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/06/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.06.2012 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)
- სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; }
span.MsoCommentReference {}
strong {}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.5pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; }
p.ColorfulList-Accent11, li.ColorfulList-Accent11, div.ColorfulList-Accent11 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.apple-style-span { }
span.apple-converted-space { }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.abzacixmlChar { }
p.muxlixml0, li.muxlixml0, div.muxlixml0 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.PlainTextChar { }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.BalloonTextChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:45.35pt .75in 45.35pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №122/ნ
2012 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის დებულების
დამტკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 487 მუხლის მე-8 პუნქტისა და „
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” და „
მ“ ქვეპუნქტები
ს საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ
. შაშკინი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) არსებულ ექსპერტთა ჯგუფის სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. თავისი საქმიანობის განხორციელებისას ექსპერტთა ჯგუფი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
3. ექსპერტთა ჯგუფს
საქმიანობაში
დახმარებას
უწევს
სამინისტროს
პროფესიული
და
ინკლუზიური
განათლების
განვითარების
დეპარტამენტი
.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ექსპერტთა ჯგუფი –
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული
ჯგუფი,
რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად
იღებს გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების (რეფერალის) ღონისძიების გამოყენების შესახებ და – ანგარიშვალდებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე
.
2. სოციალური მუშაკი – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი
.
3. ბიოფსიქოსოციალური შეფასება –
მოიცავს სრულფასოვანი და დეტალური ინფორმაციის მოძიებას არასრულწლოვნის საჭიროებების, რისკების და უნარების შესახებ შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით
: არასრულწლოვნის ფიზიკური
მდგომარეობა
, ფსიქიკური ჯანმრთელობა,
ფსიქოემოციური და ქცევითი განვითარება, სოციალურ მორალური განვითარების დონე,
სოციალური უნარ-ჩვევები და ინტერესები,
შემეცნებითი უნარები,
აკადემიური უნარები,
განათლებისა და არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული ღონისძიებების ისტორია
, ურთიერთობის პატერნები ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, პედაგოგებთან,
ოჯახისა
და სოციალური გარემოს რესურსებისა
და რისკების შეფასება
.
4. ანტისოციალური ქცევა – ქცევა, რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნის არასრულწლოვნის ფსიქოსოციალურ განვითარებას, მის ან სხვა ადამიანების უსაფრთხოებას, კეთილდღეობას ან მართლწესრიგს და სისტემატურად ვლინდება არანაკლებ 6 თვის განმავლობაში, გარდა არასრულწლოვნის მიერ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა.
5. გადამისამართება – არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნა ან სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა ან ისეთი ღონისძიებების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობს არასრულწლოვნის განათლების ამაღლებას, კულტურულ/სპორტულ აქტივობებში ჩართვას, სხვადასხვა უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
6. სკოლა-პანსიონი – სასწავლო-სააღმზრდელო სპეციალიზებული დაწესებულება, სადაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი წესრიგდება მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
მუხლი 3🔗. ექსპერტთა ჯგუფის უფლებამოსილებები და ვალდებულებები
1. ექსპერტთა ჯგუფი:
ა) წარმოებაში იღებს არასრულწლოვნის გადამისამართების საკითხს;
ბ) გადამისამართების საკითხის განხილვამდე ეხმარება სოციალურ მუშაკს არასრულწლოვნის ბიოფსიქოსოციალური შეფასების განხორციელებაში და ამ მიზნით, უფლებამოსილია მოითხოვოს არასრულწლოვნისა და მისი გარემოს შეფასება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს, სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენლებისაგან ან/და შესაბამისი სპეციალისტებისაგან, საჭიროებიდან გამომდინარე;
გ) განიხილავს გადამისამართების
საკითხს უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;
დ) შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის თაობაზე;
ე) მიმართავს სოციალურ მუშაკს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების მოთხოვნით;
ვ) განიხილავს არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული გადამისამართების ღონისძიების შეწყვეტის, შეცვლის ან ვადის გაგრძელების შესახებ საკითხს.
2. ექსპერტთა ჯგუფის წევრებს უფლება არა აქვთ გაახმაურონ მსჯელობა, რომელიც მათ ჰქონდათ სხდომის დროს, ასევე
გაამჟღავნონ
ან არასამსახურებრივი მიზნით გამოიყენონ
არასრულწლოვნის გადამისამართების საკითხის განხილვის
დროს მიღებული ინფორმაცია.
მუხლი 4🔗. ექსპერტთა ჯგუფის სტრუქტურა
1. ესპერტთა ჯგუფი შედგება 7 წევრისგან.
2.
ექსპერტთა ჯგუფის
შემადგენლობაში შედი
ს
თავმჯდომარე, 2 ფსიქოლოგი, 2 სოციალური მუშაკი, 1 მასწავლებელი და 1 იურისტი.
3. ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარესა და წევრებს ნიშნავს მინისტრი.
4. ექსპერტთა ჯგუფის წევრობის კანდიდატებს – სოციალურ მუშაკებს მინისტრს წარუდგენს
საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
სოციალური მ
ომსახურების სააგენტო
.
5. ექსპერტთა ჯგუფს ჰყავს მდივანი, რომელიც ახორციელებს ამ დებულებით განსაზღვრულ ფუნქციებს.
მუხლი 5🔗. ექსპერტთა ჯგუფის მდივანი
1. ექსპერტთა ჯგუფის მდივანს ნიშნავს მინისტრი სამინისტროს პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების დეპარტამენტის თანამშრომელთაგან.
2. ექსპერტთა ჯგუფის მდივანი უფლებამოსილია:
ა) მიმართვის მიღებიდან 3 დღის ვადაში შეამოწმოს მიმართვის ფორმის (დანართი №1) შევსების შესაბამისობა ამ დებულებით და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან;
ბ) ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართვის ავტორს განუსაზღვროს არანაკლებ 5 დღის ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად;
გ) მოამზადოს მიმართვა ექსპერტთა ჯგუფის სხდომაზე განსახილველად;
დ) ექსპერტთა ჯგუფის გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოს მიმართვის ავტორის, არასრულწლოვნის, მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის და სხვა პირების დაბარება ექსპერტთა ჯგუფის სხდომაზე;
ე) შეადგინოს ექსპერტთა ჯგუფის სხდომის ოქმები და განახორციელოს ექსპერტთა ჯგუფის სხვა ტექნიკურ დავალებები.
მუხლი 6🔗. ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე
ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე:
ა) თავმჯდომარეობს ექსპერტთა ჯგუფის სხდომებს;
ბ) თავმჯდომარე ანაწილებს უფლებამოსილებებს ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის;
გ) ხელს აწერს ექსპერტთა ჯგუფის გადაწყვეტილებას – ექსპერტთა ჯგუფის სხდომის ოქმს;
დ) ახორციელებს ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7🔗. ექსპერტთა ჯგუფის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა
ექსპერტთა ჯგუფის
წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ
) მინისტრის გადაწყვეტილება;
გ
)
კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;
დ
) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
ე
) გარდაცვალება.
მუხლი 8🔗. ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის წესი
1. ექსპერტთა ჯგუფი თავის საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით.
სხდომას ხსნის და დახურულად აცხადებს ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე,
ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – ექსპერტთა ჯგუფის წევრების მიერ ხმათა უმრავლესობით
არჩეული სხდომის თავმჯდომარე.
2. სხდომის თავმჯდომარეს სხდომა მიჰყავს დღის წესრიგის შესაბამისად.
3.
ექსპერტთა ჯგუფის
სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი.
4. ექსპერტთა ჯგუფი
უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 4
წევრისა.
5. ექსპერტთა ჯგუფის
გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
მუხლი 9🔗. მიმართვის წარდგენა
1. სკოლა, მანდატური, არასრულწლოვნის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი, პროკურორი, უბნის ინსპექტორი, სოციალური მუშაკი უფლებამოსილნი არიან მიმართვის ფორმა წარადგინონ სამინისტროში ან სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში (შემდგომში – რესურსცენტრი).
2. მიმართვის ავტორმა მიმართვის ფორმაში უნდა აღწეროს არასრულწლოვნის ანტისოციალური ქცევა, ქცევის გამოვლენის დრო, ადგილი და სიხშირე, გამოვლენილი ქცევის ობიექტი, ზიანი, რომელიც გამოწვეულია ქცევის შედეგად. მიმართვის ფორმას უნდა დაერთოს არასრულწლოვნის ანტისოციალური ქცევის დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. მიმართვის ფორმა დადასტურებული უნდა იყოს მიმართვის ავტორის ხელმოწერით და ბეჭდით (ორგანიზაციის მიერ მიმართვის შემთხვევაში).
4. მიმართვის ფორმის რესურსცენტრში წარდგენის შემთხვევაში, რესურსცენტრი ვალდებულია მიმართვის ფორმა და მასზე დართული საბუთები დაუყოვნებლივ გადააგზავნოს სამინისტროში.
მუხლი 10🔗. მიმართვის განხილვა
1. სამინისტროში შემოსული ყველა მიმართვა დაუყოვნებლივ ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფის მდივანს, რომელიც 3 დღის ვადაში ამოწმებს მიმართვის ფორმის შევსების შესაბამისობას ამ დებულებითა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.
2. ექსპერტთა ჯგუფის მდივანი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართვის ავტორს განუსაზღვრავს არანაკლებ 5 დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.
თუ დადგენილ ვადაში
მიმართვის ავტორი
არ
გამოასწორებს ხარვეზს, არ
წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას,
ექსპერტთა ჯგუფი
უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება
მიმართვის
განუხილველად დატოვების შესახებ.
3. თუ მიმართვა წარდგენილია სკოლის, მანდატურის, პროკურორის, უბნის ინსპექტორისა და სოციალური მუშაკის მიერ, ექსპერტთა ჯგუფის მდივანი დაუყოვნებლივ აცნობებს არასრულწლოვნის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს.
4. ექსპერტთა ჯგუფი არასრულწლოვნის გადამისამართების საკითხის განიხილვამდე, ითხოვს
არასრულწლოვნის
ბიოფსიქოსოციალურ შეფასებას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსგან, სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენლებისაგან ან/და შესაბამისი სპეციალისტებისაგან, საჭიროებიდან გამომდინარე.
5. ექსპერტთა ჯგუფი არასრულწლოვნის საკითხს განიხილავს არასრულწლოვნის ბიოფსიქოსოციალური შეფასების დასრულებიდან 10 დღის ვადაში.
6. გადამისამართების საკითხის განხილვისას ექსპერტთა ჯგუფი მოუსმენს მიმართვის ავტორს, თვით არასრულწლოვანს (მისი ინტერესებიდან გამომდინარე), მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, სოციალურ მუშაკსა და ყველა იმ სპეციალისტს, რომელიც ჩართული იყო არასრულწლოვნის ბიოფსიქოსოციალური შეფასების პროცესში. ექსპერტთა ჯგუფმა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სხვა პირების მოსმენის შესახებ.
მუხლი 11🔗. გადაწყვეტილების მიღება
1. ექსპერტთა ჯგუფი არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილებას იღებს იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც მისი განხილვისას გამოვლინდა. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს არასრულწლოვნის ბიოფსიქოსოციალური შეფასების შედეგები.
2. ექსპერტთა ჯგუფი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) არასრულწლოვნის გადამისამართების მიზანშეუწონლობის შესახებ;
ბ) არასრულწლოვნის გადამისამართების (მათ შორის, სკოლა-პანსიონში გაგზავნის) შესახებ. გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ გადამისამართების რომელი ღონისძიება (მათ შორის, სკოლა-პანსიონში გაგზავნა) უნდა იქნეს გამოყენებული, და ამ ღონისძიების გამოყენების პირობები;
გ) არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის შესახებ სასამართლოსადმი შუამდგომლობა.
3. არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას (შუამდგომლობას) ექსპერტთა ჯგუფი იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ გადამისამართების სხვა ღონისძიების გამოყენება არ იქნება საკმარისი არასრულწლოვნის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და რესოციალიზაციის უზრუნველსაყოფად. სკოლა-პანსიონში არასრულწლოვანი იგზავნება მომდევნო სასწავლო სემესტრის დასრულებამდე.
4. არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის შესახებ შუამდგომლობა მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვნის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი არ ეთანხმება მის სკოლა-პანსიონში გაგზავნას.
5. ექსპერტთა ჯგუფი სასამართლოსადმი მიმართვის გარეშე არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს:
ა) არასრულწლოვნის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში;
ბ) არასრულწლოვნის მიერ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, „ბ“ ქვეპუნქტით (გარდა არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნისა) და მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ექსპერტთა ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
7. ექსპერტთა ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გადაეცემა არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების ღონისძიების გამოყენების შესახებ მიმართვის ავტორს, არასრულწლოვნის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (თუ იგი არ არის მიმართვის ავტორი) და განემარტებათ გადაწყვეტილების მნიშვნელობა მათთვის გასაგები ენით.
მუხლი 12🔗. გადაწყვეტილების აღსრულება
1. არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს არასრულწლოვნის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების უფლებამოსილი პირი ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში. თუ ეს ვადა დაირღვა, ექსპერტთა ჯგუფის მიმართვის საფუძველზე ამ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს სოციალური მუშაკი.
2. არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისას სოციალური მუშაკისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში იგი უფლებამოსილია მიმართოს პოლიციას ამ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების (გარდა სკოლა-პანსიონში გაგზავნისა) ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
4. არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების (გარდა სკოლა-პანსიონში გაგზავნისა) ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების განმეორებით ან ყოველი შემდგომი შეუსრულებლობისას ექსპერტთა ჯგუფი უფლებამოსილია აგრეთვე განიხილოს არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის საკითხი. გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულებითა და ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
5. ჯარიმის გადახდის იძულებითი აღსრულება ხდება ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ჯარიმის გადახდის იძულებით აღსრულებას ახორციელებს აღმასრულებელი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 13🔗. არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული გადამისამართების ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების გადასინჯვა
1. არასრულწლოვნის გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული ღონისძიების (გარდა არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნისა) გამოყენების ვადის გასვლამდე 15 დღით ადრე სოციალური მუშაკი ექსპერტთა ჯგუფს წარუდგენს ინფორმაციას არასრულწლოვნის მიერ მიღწეული პოზიტიური შედეგების ან/და არსებული სირთულეების შესახებ. არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას ექსპერტთა ჯგუფს წარუდგენს (წარუდგენენ) სკოლა-პანსიონში მომუშავე სპეციალისტი (სპეციალისტები) მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. ექსპერტთა ჯგუფი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული გადამისამართების ღონისძიების შეწყვეტის, შეცვლის ან ვადის გაგრძელების შესახებ.
2.
გადამისამართების ღონისძიების ვადის გაგრძელება ხდება იმ შემთხვევაში, თუ, არასრულწლოვნის მიერ პოზიტიური შედეგების მიღწევის მიუხედავად, სრულად ვერ განხორციელდა მისი ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია.
3. გადამისამართების ღონისძიების შეცვლა ხდება იმ შემთხვევაში, თუ გადამისამართების არსებული ღონისძიება ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას ან აღარ არის აუცილებელი ამ მიზნის მისაღწევად.
4. თუ გადამისამართების ღონისძიების შეცვლა ან ვადის გაგრძელება ითვალისწინებს არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნას ან სკოლა-პანსიონში ყოფნის ვადის გაგრძელებას, გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულებითა და ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
დანართი №1
არასრულწლოვნის რეფერალის (გადამისამართების) მიმართვის ფორმა
□
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
□
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოში ------
------------------------------------------------------საგანმანათლებლო რესურსცენტში (დასახელება)
1. მიმართვის ავტორის მონაცემები *
სახელი, გვარი_________________________________________________________________
პირადი ნომერი_______________________________________________________________
მისამართი____________________________________________________________________
მიმართვის ავტორის სტატუსი არასრულწლოვანთან მიმართებაში*
□
სკოლის წარმომადგენელი
□
მანდატური
□
არასრულწლოვნის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი
□
პროკურორი
□
უბნის ინსპექტორი
□
სოციალური მუშაკი
საკონტაქტო მონაცემები*
ტელ.: ______________, მობ.: ______________
ν
იმ შემთხვევაში, თუ მიმართვა არ ხორციელდება მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ გთხოვთ მიუთითოთ: არის თუ არა არასრულწლოვნის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ინფორმირებული თქვენი მიმართვის შესახებ □
დიახ □
არა
ν მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საკონტაქტო მონაცემები*
სახელი, გვარი_________________________________________________________________
მისამართი____________________________________________________________________
ტელ.: ______________, მობ.: _____________
2. არასრულწლოვნის მონაცემები, რომელთან დაკავშირებითაც ხორციელდება მიმართვა*
სახელი, გვარი________________________________________________________________
ასაკი ________________
დაბადების თარიღი _____________________
პირადი ნომერი ________________________
მისამართი____________________________________________________________________
ტელ.: ______________, მობ.: _____________
სკოლა_______________________________________________________________________
კლასი________________________________________________________________________
სკოლის მისამართი____________________________________________________________
სკოლის საკონტაქტო მონაცემები_______________________________________________
დიაგნოზი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
3.მიმართვის საფუძველი*
3.1. გთხოვთ მოკლედ აღწეროთ საჭიროება/ის გარემოება, რომელმაც განაპირობა მიმართვა (გამოიყენეთ კონკრეტული ტერმინოლოგია, რომელიც მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაციას მოგვაწოდებს)*
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
3.2. მიუთითეთ ის პრობლემური ქცევა/ქცევები, რომლებსაც არასრულწლოვანი ავლენს*
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
3.3. შედეგი/ზიანი, რომელიც გამოიწვია არასრულწლოვნის პრობლემურმა ქცევამ*
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
3.4. გთხოვთ მიუთითოთ რამდენი ხანი და რა სიხშირით ვლინდება არასრულწლოვნის ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები*
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
3.5. დააკონკრეტეთ ის გარემო, სადაც არასრულწლოვნის პრობლემური ქცევა ვლინდება*
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
3.6. გთხოვთ აღწეროთ ის პროცედურები/ღონისძიებები, რომლებიც არასრულწლოვანის პრობლემური ქცევის საპასუხოდ განხორციელდა მიმართვამდე*
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
4.მოსალოდნელი ღონისძიება (შედეგი)*
გთხოვთ მოკლედ აღწეროთ, თუ რა სახის დახმარების მიღებას ან ღონისძიების გატარებას მოელით (მაგ.: კონსულტაცია, მოსწავლის შეფასება, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა, სპეციფიკური უნარების ტრენინგი და ა.შ.)
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
5. დამატებითი ინფორმაცია, რომელიც, თქვენი აზრით, მნიშვნელოვანია საკითხის განხილვისას
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
6. იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომელიც თანდართულია მიმართვაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
მიმართვის ავტორის ხელმოწერა: ____________________
პირი, რომელმაც ჩაიბარა მიმართვა____________________________________________
ხელმოწერა: __________________
მიმართვის ფორმის შევსების თარიღი:
*
ვარსკვლავით აღნიშნული ყველა ველის შევსება სავალდებულო