ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემისათვის გადახდილი საფასურის ნაწილის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ანგარიშზე ჩარიცხვის წესის შესახებ

მიღების თარიღი 26.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №123/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016389
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/06/2012
matsne.gov.ge 199 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემისათვის გადახდილი საფასურის ნაწილის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ანგარიშზე ჩარიცხვის წესის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №123/ნ-№106 2012 წლის 26 ივნისი ქ. თბილისი ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემისათვის გადახდილი საფასურის ნაწილის საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ანგარიშზე ჩარიცხვის წესის შესახებ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილების დანართის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ: 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილების დანართის მე-2 მუხლის შესაბამისად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის (მათ შორის , აღნიშნული დოკუმენტის დუბლიკატის) გაცემისათვის დადგენილი საფასურის გადახდისას,  საფასურის 50 პროცენტი   ჩაირიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საბანკო ანგარიშზე. 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. დ. შაშკინი ზ. ადეიშვილი