„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №4733
2012 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე ” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების ” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე ” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის” (დანართი №1) 44-ე მუხლის 121 პუნქტ ი ს „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ციფრი „3“ – როდესაც საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულება აღემატება 10 000 ლარს;”;
ბ) პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის” (დანართი №2) მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2.ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ჯ. ებანოიძე
„2. გაფორმების ეკონომიკური ზონები და სხვა ადგილები
| № | კოდი | მისამართები |
| 11111
20 111 | გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი“: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ.; გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის)
| |
| 11112; 69600
20 112
69605
| გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი ” : ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთის-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ.; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთის-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ. (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის); ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. №11, სსიპ –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ბათუმის განყოფილების შენობა
| |
| 11113; 69500
20 113
69510
69511
69555
| გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთი ” : ქ. ფოთი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №32; ქ. ფოთი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №32 (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის); ქ. ფოთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ფოთის განყოფილების შენობა; ქ. ზუგდიდი, პარიზის კომუნის ქ. №7, სსიპ –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ზუგდიდის განყოფილების შენობა; ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ოზურგეთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ოზურგეთის განყოფილების შენობა | |
|
11114; 69221; 99221 20114 | გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტი ” : ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია; ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის) | |
| 20010
20002
| გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (მხოლოდ საფოსტო გზავნილების გაფორმებისათვის); გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის) | |
| 69017
69070 | თელავის განყოფილება: ქ. თელავი, ერეკლე II–ის გამზ. №1; ქ. თელავი, ჩოლოყაშვილის ქ. №21, სსიპ –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების შენობა
| |
| 69300; 99300
69350 | ახალციხის განყოფილება: პორტალი „ვალეს” ტერიტორია; ქ. ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი №2, სსიპ –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების შენობა | |
| 69400; 99400 20004 69450 | ქუთაისის განყოფილება: ქ. ქუთაისი, ივ.ჯავახიშვილის ქ. №5 ქ. ქუთაისი, ივ.ჯავახიშვილის ქ. №5 (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის); სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ქუთაისის განყოფილების შენობა | |
| 69014 69050 | რუსთავის განყოფილება: ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. №36; სსიპ –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების შენობა | |
| 69000; 99000
69043
69250
| სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილება : ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, №3 (საექსპორტო ან სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმებისათვის); საქართველოს ეკონომიკური საზღვრიდან ქ.თ ბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი–ბათუმი–ერევანი, ბათუმი – ერევანი – ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი,(იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული პროცედურის მატარებელში წარმართვა, საქონლის გაფორმება განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ გაფორმების ადგილზე) ქ. გორი, მოსკოვის ქ. №1, სსიპ –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. გორის განყოფილების შენობა |
“.