ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმების გაანგარიშების შესახებ

მიღების თარიღი 27.06.2012
ძალის დაკარგვა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
ნომერი №169
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016104
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/07/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,684 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.06.2012 მიღება
01.01.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
ინგრედიენტი
ღონისძიება რეალიზაციის ვადები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმების გაანგარიშების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } h6 {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:7.5pt; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.header, li.header, div.header { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 42.5pt .5in .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანება № 169 2012 წლის 27 ივნისი ქ. თბილისი ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმების გაანგარიშების შესახებ „წყლის შესახებ” საქართველოს კანონის 84 -ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმების გაანგარიშების შესახებ თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წყალსატევებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვების (ზდჩ) ნორმატივების გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1996 წლის 12 აგვისტოს №105 ბრძანება. 3 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე . გ. ხაჩიძე დებულება ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმების გაანგარიშების შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1.  ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (შემდგომში – ზდჩ) ნორმების დადგენა აუცილებელია იმ საქმიანობის სუბიექტებისათვის (საკუთრების და ორგანზაციულ-ისამართლებრივი ფორმის მიუხედავად), რომლებიც ახორციერლებენ ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებულ საქმიანობას  და ამასთანავე აწარმოებენ წყლის ობიექტებში საწარმოო, სამეურნეო-ისაყოფაცხოვრებო, სანიაღვრე და სადრენაჟო ჩამდინარე წყლების, აგრეთვე სამელიორაციო სისტემების ნარჩენი წყლების ჩაშვებას. 2.  ზდჩ-ის ნორმების პროექტი შეიძლება დამუშავებული იქნეს როგორც თვით წყალმოსარგებლე ობიექტის მიერ, ასევე მისი დაკვეთით საპროექტო, სამეცნიერო-კვლევითი ან სხვა, ამ სფეროში კომპეტენტური, ორგანიზაციის მიერ. 3.  ზდჩ-ის ნორმებს თითოეული წყალმოსარგებლისათვის ი თანხმებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტი.     მუხლი 2🔗. ზდჩ-ის ნორმების დადგენის პრინციპები 1.  ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვება განისაზღვრება, როგორც ჩამდინარე წყლებში არსებულ ნივთიერებათა ის მაქსიმალური მასა, რომლის ჩაშვება დროის ერთეულში წყლის ობიექტის მოცემულ კვეთში დასაშვებია წყლის ობიექტის დადგენილი რეჟიმის და წყლის ნორმატიული ხარისხის უზრუნველყოფის გათვალისწინებით. 2.  ზდჩ-ის ნორმა დგინდება თითოეულ საკონტროლო მაჩვენებელზე ფონური კონცენტრაციის, წყალსარგებლობის კატეგორიის, წყლის ობიექტში არსებული ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების და მისი ასიმილაციის უნარიანობის გათვალისწინებით. 3.  წყლის ობიექტში ნივთიერების ფონური კონცენტრაცია არის მაჩვენებელი, რომელიც ასახავს წყლის ობიექტზე კონკრეტული წყალმოსარგებლის ზემოქმედებამდე მასში არსებული წყლის მდგომარეობას.     მუხლი 3🔗. ზდჩ-ის ნორმების პროექტის შემუშავება 1. ზდჩ-ის ნორმების პროექტი მუშავდება წყალსარგებლობის ცალკეული კატეგორიის წყლის ობიექტისათვის, მათთვის დადგენილი წყალდაცვითი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად.  2. წყალსარგებლობის კატეგორიებია: ა) სასმელ-ისამეურნეო წყალსარგებლობა; ბ) სამეურნეო-ისაყოფაცხოვრებო წყალსარგერბლობა; გ) თევზსამეურნეო წყალსარგებლობა, რომელიც თავის მხრივ იყოფა უმაღლეს, პირველ და მეორე კატეგორიებად. 3. სასმელ-ისამეურნეო წყალსარგებლობის კატეგორიას მიეკუთვნებიან წყლის ობიექტები, რომელთა წყლის რესურსები გამოიყენება სასმელ-ისამეურნეო მიზნებისთვის. 4. სამეურნეო-ისაყოფაცხოვრებო წყალსარგებლობის კატეგორიას მიეკუთვნებიან წყლის ობიექტები, რომელთა წყლის რესურსებით სარგებლობა წარმოებს სარეკრეაციო მიზნებისათვის, 5. თევზსამეურნეო წყალსარგებლობის კატეგორიას მიეკუთვნებიან  წყლის ობიექტები ან მათი ნაწილები, რომლებიც გამოიყენება  თევზის მარაგის აღწარმოებისათვის, თევზრეწვისა და თევზის მიგრაციისათვის, მათ შორის: ა) უმაღლეს კატეგორიას განეკუთვნებიან წყლის ობიექტები ან მათი უბნები, სადაც არსებობს საქვირითე ადგილები, გამოსაზამთრებელი ორმოები განსაკუთრებულად ძვირფასი ჯიშის თევზებისათვის, აგრეთვე დაცული ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს ხელოვნური მოშენება; ბ) პირველ კატეგორიას განეკუთვნებიან წყლის ობიექტები, რომლებიც გამოიყენებიან ისეთი ძვირფასი ჯიშის თევზების შენარჩუნებისა და აღწარმოებისათვის, რომლებსაც ახასიათებთ მაღალი მგრძნობიარობა წყალში ჟანგბადის შემცველობაზე; გ)   მეორე კატეგორიას განეკუთვნებიან წყლის ობიექტები, რომლებიც გამოიყენებიან სხვა თევზსამეურნეო მიზნებისათვის. 6.  იმ შემთხვევაში, როდესაც წყლის ობიექტში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ფონური კონცენტრაციები აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს, ზდჩ-ის ნორმები დგინდება ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების დონეზე. 7.  თუ ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ფაქტობრივი რაოდენობა ნაკლებია გაანგარიშებულ ზდჩ-ზე, მაშინ ზდჩ-ის ნორმად მიიღება ფაქტობრივი  ჩაშვება. 8.  ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების საკანალიზაციო სისტემაში, აგრეთვე საკუთრებაში მყოფი წყალსამეურნეო სისტემაში ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები განისაზღვრება აღნიშნული სისტემის მფლობელთან შეთანხმებით. 9.  თბოელექტროსადგურებისა და სხვა ისეთი ობიექტებისათვის, სადაც წყალი გამოიყენება აგრეგატების გასაცივებლად, მოხმარებული წყლის წყლის ობიექტში ჩაშვებისას ზდჩ-ის ნორმები დგინდება იმ პირობის გათვალისწინებით, რომ ჩამდინარე წყლებში არსებულ ნივთიერებათა კონცენტრაციები არ უნდა აღემატებოდეს წყალაღების ადგილზე არსებულ შესაბამის ფონურ კონცენტრაციებს. 10. წყლის ობიექტში რამდენიმე დამაბინძურებელი ნივთიერების ჩაშვებისას, რომლებსაც აქვთ მავნეობის ერთნაირი ლიმიტირებული მაჩვენებელი და ისინი მიეკუთვნებიან საშიშროების 1 და 2 კლასს, დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობა: C1  +     C2        + ...  + Cn              <   1 ზდკ 1    ზდკ2             ზდკn           სადაც C1, C2...Cn – წყლის ობიექტში ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა კონცენტრაციებია, ხოლო ზდკ1,ზდკ2...ზდკn –  ზედაპირული წყლის შესაბამისი კატეგორიის წყლის ობიექტისთვის დადგენილი ამ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები.     მუხლი 4🔗. ზდჩ-ის ნორმების გაანგარიშება ცალკეული დამაბინძურებელი ნივთიერებისათვის 1. ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმა დგინდება თითოეულ მაჩვენებელზე მიმღებ წყლის ობიექტში არსებული ფონური კონცენტრაციის, წყლის ობიექტის კატეგორიის, წყალში ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების და მათი ასიმილაციის უნარიანობის გათვალისწინებით. ცალკეული დამაბინძურებელი ნივთიერების ზდჩ-ის ნორმა წყლის ობიექტის ყველა კატეგორიისათვის განისაზღვრება ფორმულით: ზდჩ = q x  Cზდჩ          სადაც: q  – ჩამდინარე წყლის დამტკიცებული ხარჯი, მ​3/სთ. Cზდჩ – ჩამდინარე წყალში დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაცია, მგ/ლ (გ/მ​3). 2. ჩამდინარე წყლის ხარჯის (q) გაანგარიშება: ჩამდინარე წყლის ხარჯის (q) გაანგარიშება ხდება  მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებისათვის პროდუქციის ერთეულზე დადგენილი/რეკომენდირებული წყლის გამოყენებისა და ჩაშვების დარგობრივი ნორმების მიხედვით. სამეურნეო-ისაყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების, აგრეთვე სანიაღვრე და სადრენაჟო წყლების ხარჯი იანგარიშება არსებული შესაბამისი რეკომენდაციების/მეთოდიკების მიხედვით. ყველა შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ჩამდინარე წყლის ჩაშვების უთანაბრობის კოეფიციენტი და q განისაზღროს როგორც მაქსიმალური ხარჯი დროის ერთეულში. 3. მდინარეებში ჩაშვებულ ჩამდინარე წყალში დამაბინძურებელ ნივთიერებათა დასაშვები კონცენტრაციების (C ზდჩ) განსაზღვრა: C ზდჩ იანგარიშება წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლის ჩაშვების შემდეგ განზავების  გათვალისწინებით. გამოიყენება შემდეგი ფორმულები: - შეწონილი ნაწილაკებისთვის: სადაც: სადაც:  – კოეფიციენტი, რომელიც არის დამოკიდებული მდინარეში ჩამდინარე წყლების ჩაშვების ადგილთან. ნაპირთან ჩაშვებისას იგი უდრის 1.0-ის, ხოლო წყლის მაქსიმალური სიჩქარეების ადგილას ჩაშვებისას-1.5-ის. i –  მდინარის სიმრუდის კოეფიციენტი, რომელიც უდრის:       Lფ i  =     Lსწ                   სადაც: Lფ – მანძილი ჩამდინარე წყლების ჩაშვების ადგილიდან საანგარიშო კვეთამდე მდინარის დინების მიმართულებით, მ. Lსწ – უმოკლესი მანძილი ამ ორ პუნქტს შორის (სწორის მიხედვით), მ. E- ტურბულენტური დიფუზიის კოეფიციენტი, რომელიც უდრის:          Vსაშ Hსაშ E =    ––––––––                              200 Vსაშ, Hსაშ – საანგარიშო მონაკვეთზე მდინარის საშუალო სიჩქარე და სიღრმე. 4. წყალსატევებში ჩაშვებულ ჩამდინარე წყალში დამაბინძურებელ ნივთიერებათა დასაშვები კონცენტრაციების (C ზდჩ) განსაზღვრა: წყალსატევებში (წყალსაცავებში, ტბებში) ჩაშვებისას ჩამდინარე წყლის განზავება ხდება ორ სტადიად: საწყისი განზავება (nსაწ) – რომელიც მიმდინარეობს უშუალოდ ჩაშვების ადგილას და ძირითადი განზავება (nძირ) – რომელიც ხდება ჩამდინარე და წყალსატევის წყლების შერევის შედეგად. სრული განზავება წარმოდგენილია შემდეგი ნამრავლით:                          n = nსაწ x nძირ                                     საწყისი განზავების ანგარიშისათვის გამოიყენება შემდეგი ფორმულა: სადაც: q – ჩამდინარე წყლების ხარჯი, მ​3/წმ; Hსაშ – წყალსატევის საშუალო სიღრმე ჩამდინარე წყლების ჩაშვების კვეთში, რომელიც იზომება 250 მეტრიან მონაკვეთზე წყალსატევის ნაპირიდან მისი ცენტრის მიმართულებით. საწყისი განზავების გაანგარიშების შემდეგ ვპოულობთ სრული განზავების მნიშვნელობას ნომოგრამის მიხედვით (დანართი 1). ამისათვის აბსცისას ღერძზე ვპოულობთ წერტილს, რომელიც შეესაბამება L მანძილს ჩამდინარე წყლების ჩაშვების ადგილიდან ნაპირზე განლაგებულ  უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე. ამ წერტილიდან გაგვყავს ვერტიკალური ხაზი დახრილ ხაზთან (რომელიც შეესაბამება Hსაშ) გადაკვეთამდე, შემდეგ მიღებული წერტილიდან გაგვყავს ჰორიზონტალური ხაზი დახრილ ხაზთან (რომელიც შეესაბამება nსაწ) გადაკვეთამდე. ამ წერტილიდან გაგვყავს ვერტიკალური ხაზი ზედა აბსცისის გადაკვეთმდე, სადაც ვპოულობთ სრული  განზავების მნიშვნელობას (n). წყალსატევებში ჩაშვებულ ჩამდინარე წყალში დამაბინძურებელ ნივთიერებათა დასაშვები კონცენტრაციების (C ზდჩ) განისაზღვრება ფორმულებით: – შეწონილი ნაწილაკებისთვის: – ჟანგბადის ბიოლოგიური მოთხოვნილებისთვის (ჟბმსრ): - სხვა დამაბინძურბელი ნივთიერებისთვის: 5.  ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები Cზდკ შესაბამისი კატეგორიის წყლის ობიექტისათვის დადგენილია „ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის წესებით“. ფონური კონცენტრაციები Cფ მიიღება ამ სფეროში მომუშავე კომპეტენტური ლაბორატორიის მონაცემების მიხედვით.     მუხლი 5🔗. ზდჩ-ის ნორმების პროექტის შემადგენლობა შესათანხმებლად წარმოდგენილი ზდჩ-ის ნორმების პროექტი უნდა შეიცავდეს შემდეგ თავებს: 1.   სატიტულო ფურცლები (დანართები 2, 3) 2.   წყლის ობიექტის ჰიდროლოგიური და ხარისხობრივი დახასიათება 3. მოკლე ცნობები საწარმოს შესახებ (საწარმოს სიმძლავრე, ტექნოლოგიური პროცესების, გამოყენებული ნედლეულის და გამოშვებული პროდუქციის დახასიათება, მუშაობის რეჟიმი და ა.შ.) 4. საწარმოში წყლის გამოყენების დახასიათება, ჩამდინარე წყლების წყაროების აღწერა, მათი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლები. 5. გამწმენდ ნაგებობათა დახასიათება (საპროექტო და ფაქტიური სიმძლავრე, გაწმენდის მეთოდი,   გაწმენდის ტექნოლოგიური სქემა) 6.   ზდჩ-ის ნორმების გაანგარიშება 7. ჩამდინარე წყლების ავარიული ჩაშვების თავიდან აცილებისათვის საჭირო ღონისძიებები 8. ზდჩ-ის ნორმების დაცვაზე კონტროლი (წყლის გამოყენებისა და ჩაშვების აღრიცხვის ხერხები, ჩამდინარე წყლის ხარისხის საკონტროლო პარამეტრები და სინჯების აღების პერიოდულობა). 9. დანართები: 1. საწარმოს გენერალური გეგმა წყალსადენ-კანალიზაციის ქსელებისა და ჩამდინარე წყლების წყაროების დატანით. 2.  საწარმოს განლაგების რაიონის სიტუაციური სქემა ჩამდინარე წყლების მიმღები წყლის ობიექტის, ჩაშვების წერტილებისა და მათი GIS კოორდინატების  დატანით. დანართი 1 ნომოგრამა სრული განზავების განსაზღვრისათვის ჩამდინარე წყლების წყალსატევის ზედაპირულ ფენებში ჩაშვებისას დანართი 2                                                    „შეთანხმებულია“ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს  გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის  უფროსი ––––––––––– (ხელმოწერა, სახელი, გვარი) ბ.ა.              „     “ –––––          წ. ზდჩ შეთანხმებულია „      “ ––––––           წ.                                            „     “ ––––––––          წ. ვადამდე სარეგისტრაციო ნომერი ––––––– წყალმოსარგებლის რეკვიზიტები: 1.  დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი –––––––––––––––––––––––––––––––––––– 2.  სამინისტრო, უწყება –––––––––––––––––––––––––––––––––– 3. წყალმოსარგებლის საფოსტო მისამართი, წყალსარგებლობაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირის გვარი, სახელი, თანამდებობა და ტელეფონი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 4. ზდჩ შეთანხმებულია ჩამდინარე წყლების ჩაშვების   ––––– (რაოდენობა) წერტილისათვის (ჩაშვების სქემა თან ერთვის) 5.  ზდჩ პროექტის დამამუშავებელი ორგანიზაციის დასახელება და მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დანართი 3 წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებული დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმები 1. საწარმო (ორგანიზაცია) ––––––––––––––––––––––––––––––––– 2. ჩაშვების წერტილის № –––––– ჩამდინარე წყლის კატეგორია ––––––––––––––––– 3. მიმღები წყლის ობიექტის კატეგორია და დასახელება –––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 4. ჩამდინარე წყლის ხარჯი––––––მ​3/სთ. (მაქსიმალური), ––––––––––– ათას მ​3/წელ. 5. შეთანხმებული ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმები (სხვა ნივთიერებების ჩაშვება აკრძალულია): № ინგრედიენტი დასაშვები კონცენტრაცია ჩამდინარე წყალში, მგ/ლ შეთანხმებული ზდჩ-ის ნორმა გ/სთ. ტ/წელ. 6.  ჩამდინარე წყლის ფიზიკური თვისებების დამტკიცებული მაჩვენებლები: ა) მცურავი მინარევები –                          ე) pH – ბ) შეფერილობა –                                      ვ) კოლი-ინდექსი/E. coli – გ) სუნი –                                                    ზ) წყალში გახსნილი ჟანგბადი, მგ 02/ლ – დ) ტემპერატურა,​0 C –         ბ.ა საწარმოს ხელმძღვანელი   ––––––––––––– დანართი 4 ზდჩ-ის ნორმების მისაღწევად აუცილებელ  ღონისძიებათა გეგმა ღონისძიება რეალიზაციის ვადები შემსრულებელი ორგანიზაცია მიღწეული წყალდაცვითი შედეგი საწარმოს ხელმძღვანელი  ––––––––––––––––––––––––––––––                                                           (ხელმოწერა, სახელი, გვარი)