1. თუ არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა, იმართება ხელახალი არჩევნები.
2. ხელახალი არჩევნები იმართება არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებიდან 2 თვის ვადაში. ხელახალი არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს უსკო, არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებიდან არა უგვიანეს 7 დღისა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის 26 აგვისტოს კანონი №169 -უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 31.08.2016წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 8 აგვისტოს კანონი №134 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 12.08.2020