„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№32
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.132.016122
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №32

2012 წლის 26 ივნისი

ქ . ბათუმი

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

    მუხლი 1

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №38 დადგენილებაში (სსმ V, № 65, 17.12.2010, მუხ.1953) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოსადმი მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში მშენებლობის ნებართვის საფუძველზე აშენებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მერის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება და დადგენილი წესით ხელმოსაწერად ქ. ბათუმის მერისადმი წარდგენა;“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოსადმი მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს მშენებლობის ნებართვის საფუძველზე აშენებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მერის შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე       გ. კირთაძე