განჩინნება შპს „სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის“ ) კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/9850-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/9850-11

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2012 წლის 27 ივნისი

  ქ. თბილისი

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიის მოსამართლე ბესიკ სისვაძემ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის“ (ს/კ 251716807) კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და გამოარკვია:

2012 წლის 19 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოვალის გაკოტრების ანგარიშით მიმართა შპს „სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის“ გაკოტრების მმართველმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. ის განმარტავს, რომ სამეურვეო ქონების ნაწილი გასხვისდა აუქციონის გზით, ხოლო აღნიშნული ქონების ნაწილი, იმის გამო, რომ აუქციონზე არ გაიყიდა, კრედიტორს გადაეცა ნატურით. ამასთან, გაკოტრების მმართველი ანგარიშში ასახავს გაკოტრების მასის ნაწილის რეალიზაციის გზით მიღებული თანხის განაწილების სქემას. წარმოდგენილი მოვალის გაკოტრების ანგარიშის თანახმად, გაკოტრების მმართველი მიიჩნევს, რომ უნდა დასრულდეს შპს „სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის“ გაკოტრების საქმის წარმოება და შესაბამისად სამეწარმეო რეესტრში მოვალის რეგისტრაცია უნდა გაუქმდეს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლი განმარტავს იმ სავალდებულო პროცედურის არსს, რომლის განხორციელებითაც სრულდება გაკოტრების საქმის წარმოება. ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს და ის გასაცნობად წარედგინება კრედიტორებსა და სასამართლოს. იგივე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გაკოტრების მმართველის და კრედიტორთა მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში მოვალის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალის გაკოტრების ანგარიშის განხილვის თაობაზე მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და დაადგინა:

1. მოწვეულ იქნეს შპს „სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის“ (ს/კ 251716807) კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: შპს „სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის“ გაკოტრების მმართველის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი მოვალის გაკოტრების ანგარიშის გაცნობა და ანალიზი.

2. კრედიტორთა კრების ჩატარების დროდ და ადგილად განისაზღვროს 2012 წლის 13 ივლისი, 10 (ათი) საათი, თბილისის საქალაქო სასამართლო, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6, სასამართლო სხდომის დარბაზი №23.

3. შპს „სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის“ გაკოტრების მმართველს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალოს კრედიტორებისათვის და მოვალისათვის კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინებათა დაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნება. ხსენებულ ვებგვერდზე განჩინება უნდა გამოქვეყნდეს არა უგვიანეს 2012 წლის 6 ივლისისა. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზეც.

4. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გაცნობიდან ან გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე              ბ . სისვაძე