სს საგზაო კომპანია „თბილისი“-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-14/111
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სააქციო საზოგადოება საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებ ის მოწვევის შესახებ

 

„მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის საფუძველზე , 201 2 წლის 27 ივ ლ ისს 1 2. 00 საათზე მოწვეულია სააქციო საზოგადოება საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას I შეს. , №33ა (საზოგადოების ადმინისტრაციის ოფისი).

 

საერთო კრება ჩატარდება შემდეგი დღის წესრიგით:

1.  აქციონერთა განცხადებების განხილვა.

2. აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

3. სააქციო საზოგადოება საგზაო კომპანია „თბილისის“ მიმართ აქციონერების სასარჩელო მოთხოვნების შესახებ.

4. სამეთვალყურეო საბჭოს არ ჩევა

 

საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2012 წლის 15 (თხუთმეტი) ივლისი.  სააღრიცხვო დღის მდგომარეობით, საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების და აქციონერების განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობის შემოწმება და აქციონერთა რეესტრიდან ამონაწერის მიღება შეგიძლიათ სს საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა რეესტრის მწარმოებელთან შპს „კაპიტალ-რეგისტრთან“ კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში (ჭავჭავაძის გამზ. №55, ტელ.: 230384).

აქციონერების რეგისტრაცია იწარმოებს 2012 წლის 27 ივლისს 1100 საათიდან, საერთო კრების ჩატარების მისამართზე. რეგისტრაციის მიზნით აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და, წარმომადგენლობის შემთხვევაში, მინდობილობა.

აქციონერებს საერთო კრებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცის მიღება შეუძლიათ საზოგადოების ადმინისტრაციის ოფისში – ქ. თბილისი, კოსტავას I შეს. , №33ა, ტელ. : 2 931909

 

სს საგზაო კომპანია „თბილისის” დირექტორი            გ . სურამელაშვილი

 

 

 

სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორის
რეკომენდაცია 2012 წლის 27
ივლისის რიგგარეშე საერთო კრების დღის
წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით

 

1. საზოგადოების აქციონერებმა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა შესაბამისად შემოიტანეს განცხადება და მოითხოვეს რიგგარეშე კრების მოწვევა და მათი საკითის განხილვა აღნიშნულ კრებაზე, კერძოდ , აქციონერთა ინტერესის არსებითი შელახვის შესახებ.

2. 2012 წლის 27 მარტის აქციონერთა რიგგარეშე კრების გადაწყვეტილების შესაბამისად მიზანშეწონილია აქციონერთა საერთო კრებამ განიხილოს საკითხი აღნიშნულ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

3. ვინაიდან სააქციო საზოგადოება საგზაო კომპანია „თბილისის“ მიმართ რამდენიმე   აქციონერს შეტანილი აქვს სასამართლოში სარჩელები, კერძოდ , სასარჩელო მოთხოვნები  ეხება აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებებს, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მათი მოთხოვნები  სააქციო საზოგადოება საგზაო კომპანია „თბილისის“ მიმართ განიხილოს აქციონერთა საერთო კრებამ.

4. 201 1 წლის 25 ივლისს სააქციო საზოგადოება საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა საერთო კრებამ აირჩია სამეთვალყურეო საბჭო 1 წლის ვადით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილია აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში შევიდეს სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნების საკითხი.

 

სამეთვალყურეო საბჭო                                        ------------------    ჯ. წერეთელი

 

დირექტორი                                                         ----------------- გ. სურამელაშვილი