ნ. რატიანის კერძო საკუთრებაში არსებული ე. ახვლედიანის სურათისათვის ,,სასიყვარულო სამკუთხედი’’ კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება№3/216
2012 წლის 22 ივნისი
ქ. თბილისი
ნ. რატიანის კერძო საკუთრებაში არსებული ე. ახვლედიანის სურათისათვის „სასიყვარულო სამკუთხედი“კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 53-ე, 55-ე, 56-ე მუხლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი საქართველოს მოქალაქე ნ. რატიანის კერძო საკუთრებაში არსებულ ე. ახვლედიანის სურათს „სასიყვარულო სამკუთხედი“, თანახმად დანართში მითითებული სააღრიცხვო ბარათისა.
2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს,ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, აღნიშნული სურათისათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ მონაცემების ძეგლების სახელმწიფო რეესტრსა და სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7).
ნ. რურუა
დანართი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სააღრიცხვო ბარათი
№ სხ-2804
|
|
| 1. მოძრავი ობიექტის/ძეგლის სახეობა | სახვითი ხელოვნების |
| 2 . ავტორი/სკოლა | ე. ახვლედიანი |
| 3. დასახელება | „სასიყვარულო სამკუთხედი“ |
| 4. შექმნის დრო და ადგილი | 1926 წელი, პარიზი |
| 5. ამჟამინდელი ადგილსამყოფელი | ნ. რატიანის კერძო კოლექცია |
| 6. მასალა, ზომა | ტილო, ზეთი, 75X59 სმ |
| 7. ფიზიკური მდგომარეობა | კარგი |