⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.01.2015)
გაუქმებულია:

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის შემოღების, მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 29.06.2012
ძალის დაკარგვა 05.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
ნომერი №7-25
სარეგისტრაციო კოდი 210070000.36.101.016112
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/07/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,648 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.06.2012 მიღება
05.01.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის შემოღების, მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ქალაქ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება №7- 25 2012 წლის 29 ივნისი ქ. თბილისი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის   25​1 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო -ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების  მოსაკრებლის შემოღების, მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი ” და „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის  საფუძველზე, ქ. თბილისის საკრებულ ომ გადაწყვიტა: 1. დამტკიცდეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25​1 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო -ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების  მოსაკრებლის ოდენობის და გადახდის თანდართული წესი. 2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე         ზ . სამადაშვილი დანართი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის  25​1 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების  მოსაკრებლის ოდენობის და გადახდის წესი     მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25​1 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების  მოსაკრებლის ოდენობის და გადახდის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს  მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის შემოღების, მოსაკრებლის გადახდის და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესსა და პირობებს.  2. მომსახურება, რომელიც არ რეგულირდება ამ წესით წარმოადგენს სამსახურის ვალდებულებას და  ხორციელდება უსასყიდლოდ.     მუხლი 2🔗. მოსაკრებლის ცნება მოსაკრებელი არის პირის მიერ ამ წესით დადგენილი ოდენობით, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (შემდგომში – სამსახური)   მიერ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა ) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებისთვის გადასახდელი სავალდებულო თანხა.     მუხლი 3🔗. მოსაკრებლის დაწესება და მისი ოდენობის განსაზღვრა 1.    მოსაკრებლის  შემოღება და მისი ოდენობის  განსაზღვრა ხდება ამ წესით . 2. ამ წესით დადგენილ i მოსაკრებელი მოიცავს სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებისთვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს .     მუხლი 4🔗. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება 1. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება  ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს , სამსახურის მიერ მშენებლობის პროცესში კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ამ წესით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას , რომელიც მოიცავს დამკვეთის მოთხოვნით ,  მშენებლობის განხორ ­ციელების დოკუმენტების შესრულების შემოწმებას საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 45–ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევასთან დაკავშირებით , ასევე მის თავიდან ასაცილებლად სამშენებლო საქმიანობის  კონტროლს,  აღნიშნულ საკითხზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. 2. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების ფორმებია: ა ) ერთჯერადი შემოწმება ; ბ ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ; გ ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის განმავლობაში. 3 . სამსახური თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ; 4 . სამსახურის  წინასწარი წერილობითი გადაწყვეტილების არსებობის  შემთხვევაში , დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე , სამსახური  ამ წესით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით , მომსახურებას ახორციელებს   ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული  შესაბამისი ფორმ(ებ)ით ; 5 . თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან /და საქმის სირთულის გამო შეუძლებელია ამ წესით განსაზღვრული   მომსახურების განხორციელება, აგრეთვე, თუ განმცხადებლის მოთხოვნა  ეწინააღმდეგება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს  და სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებს ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში , სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის  მომსახურების განხორციელებაზე , რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს . 6 . ამ მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახური ხელმძღვანელობს კანონმდებლობით დადგენილი წესით .     მუხლი 5🔗.  მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა ) სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მიღება, მომსახურების პირობები და მომსახურების შეწყვეტა 1. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების განხორციელების მიზნით ,  სამშენებლო დოკუმენტით განსაზღვრულ ვადაში , სამსახურს განცხადებით მიმართავს დამკვეთი. განცხადება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას სამშენებლო დოკუმენტზე და მოთხოვნას მომსახურების შესაბამისი ფორმით სარგებლობის შესახებ. 2.  უფლებამოსილი ორგანოს მიერ, სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების თაობაზე ,  გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობა ნიშნავს უარს განცხადების დაკმაყოფილებაზე. 3. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად. 4. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მოსახურების პროცესი შესაძლებელია შეწყდეს ვადაზე ადრე: ა) დამკვეთის მოთხოვნით; ბ) იმ შემთხვევაში , თუ დამკვეთმა რაიმე ფორმით თავად შეუშალა ხელი სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესს ან/და მის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოს წარმომადგენელს; გ) რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში , თუ სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის პროცესი ერთის  გარდა სხვა  შემოწმებას არ  ითვალისწინებს ან/და  ადგილი აქვს  მომსახურებით გათვალისწინებულ ბოლო შემოწმებაზე გაცემული რეკომენდაციის შეუსრულებლობას. 5. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების პროცესის ვადამდე შეწყვეტის თაობაზე , გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანო ამ მუხლის მე- 4 პუნქტში მითითებული გარემოებების დადგომიდან ან განცხადების წარდგენიდან 15 დღეში.     მუხლი 6🔗 .  მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა ) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა   1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა ) სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი შეადგენს: ა ) II კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა–ნაგებობებისთვის , რომლის საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 300 მ​2–ს;  ა.ა) ერთჯერადი შემოწმება – 500 ლარი; ა.ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის ვადაში – 1000 ლარი; ა.გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის ვადაში – 1800 ლარი; ბ. III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ​2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14მ–მდე სიმაღლის შენობა–ნაგებობისთვის; ბ.ა) ერთჯერადი შემოწმება – 800 ლარი; ბ.ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის ვადაში – 1500 ლარი; ბ.გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის ვადაში - 3000 ლარი; გ) III კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა–ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 6000 მ​2-ს, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობისა; გ.ა) ერთჯერადი შემოწმება – 1500 ლარი; გ.ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის ვადაში – 2000 ლარი; გ.გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის ვადაში – 4000 ლარი; დ) IV კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი  აღემატება 6000 მ​2-ს; დ.ა) ერთჯერადი შემოწმება – 2000 ლარი; დ.ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის ვადაში – 3000 ლარი; დ.გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის ვადაში – 5000 ლარი; 2. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის მახასიათებლები შეესაბამება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ორი ან რამდენიმე ქვეპუნქტის მოთხოვნებს, სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების  მოსაკრებელი გადაიხდება იმ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის უფრო მაღალ ოდენობას.        მუხლი 7🔗. ვადის გამოთვლა 1. სამსახურის მიერ ამ წესით დადგენილი მომსახურების განხორციელებისთვის, განსაზღვრულ ვადებში არ იანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები. 2. ამ წესით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების სამსახურში რეგისტრაციის და თანხის სრულად გადახდის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.  3. ამ წესის მე-6 მუხლით, აგრეთვე წესის შესაბამისად განხორციელებული მომსახურების დროს, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ საფუძველზე გაცემული რეკომენდაციით განსაზღვრული ვადები გამოითვლება კალენდარული დღეებით.     მუხლი 8🔗. მოსაკრებლის გადახდის წესი და პირობები 1. ამ წესით განსაზღვრული  მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებული არიან გადაიხადონ  წესით გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებელი. 2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ  უნაღდო ანგარიშსწორებით. 3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი. 5. მოსაკრებელი  ჩაირიცხება ქ. თბილისის მერიის ანგარიშზე.     მუხლი 9🔗. გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება 1. თუ მოსაკრებელი გადახდილია ამ წესით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, მოსაკრებლის  გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხას და ამ წესით დადგენილ განაკვეთს შორის; 2. გადახდილი მოსაკრებელი მთლიანად ბრუნდება, თუ: ა) დაინტერესებული პირი განცხადების წარdგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას; ბ) სამსახურმა  უარი განაცხადა ამ წესით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე (გარდა ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა); 3. თუ დაინტერესებულ პირს  სურვილი აქვს ისარგებლოს მომსახურების სხვა ფორმით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა ნაკლებ ოდენობას, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას   შორის. ასეთ შემთხვევაში, განცხადება სხვა ფორმით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების განხილვის ვადის დასასრულამდე. 4. თუ დაინტერესებულ პირს   სურვილი აქვს ისარგებლოს მომსახურების სხვა ფორმით , რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა მეტ ოდენობას , მაშინ დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას   შორის . ასეთ შემთხვევაში , განცხადება და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების  განხილვის ვადის დასასრულამდე. 5. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში , გადაწყვეტილება მომსახურების განხორციელბის შესახებ მიიღება ამ დადგენილებით  გათვალისწინებული  წესით. 6. ამ წესის მე-5 მუხლის მე- 4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში , განმცხადებელს  მომსახურებისთვის გადახდილი მოსაკრებელი  უკან არ დაუბრუნდება. 7 . ამ მუხლის 1-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გადახდილი მოსაკრებლის   ნაწილობრივ ან მთლიანად უკან დაბრუნება ან მისი გამოყენება იმავე ან სხვა  მომსახურების ფორმისთვის ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე , რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 თვის განმავლობაში . მოსაკრებლის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ , განცხადებას თან უნდა ერთოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება , თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაბრუნებელი თანხის მისაღებად გამოყოფილი ანგარიშის ნომერი . 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ , თანხის უკან დაბრუნების ან მისი სხვაგვარად გამოყენების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება . 8 .  გადახდილი მოსაკრებლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ტარიფის გადახდა ეკისრება მოსაკრებლის   გადამხდელს .