ქალაქ თბილისის დროშის და გერბის შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 29.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
ნომერი №7-28
სარეგისტრაციო კოდი 010270000.36.101.016115
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/07/2012
matsne.gov.ge 949 სიტყვა · ~5 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის დროშის და გერბის შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-weight:bold;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:21.3pt 87.5pt 21.3pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ქალაქ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება №7- 28 2012 წლის 29 ივნისი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის დროშის და გერბის შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის და მე-12 მუხლის „ყ’’ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა: 1. დამტკიცდეს: ა) „ქალაქ თბილისის დროშის შესახებ დებულება’’, თანახმად დანართი 1-ისა; ბ) „ქალაქ თბილისის გერბის შესახებ დებულება’’, თანახმად დანართი 2-ისა. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისის დროშისა და გერბის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2003 წლის 18 მარტის №4-2 გადაწყვეტილება. 3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე    ზ. სამადაშვილი დანართი 1 ქალაქ თბილისის დროშის შესახებ დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ქ.თბილისის დროშის აღწერილობა 1. ქალაქ თბილისის დროშა არის 1x2 სწორკუთხედის ფორმის, თეთრ ფერზე მკვეთრი ურთიერთგადამკვეთი ფართო, მუქი ცისფერი და შედარებით ვიწრო ოქროსფერი ზოლებით. გადაკვეთის ადგილი აქცენტირებულია ქალაქ თბილისის გერბის გრაფიკული გამოსახულებით მუქ წითელ ფონზე, რომლის ირგვლივ ოქროსფერი შვიდი შვიდქიმიანი ვარსკვლავია განლაგებული. 2. ზოლთა ამგვარი ურთიერთდამოკიდებულება სიმბოლურია. 3. თბილისის დროშა ოთხფეროვანია: თეთრი, მუქი ცისფერი, ოქროსფერი და მუქი წითელი, ხოლო შესრულებისთვის იგულისხმება სამი ფერი თეთრ ფონზე. ასმ-110     მუხლი 2🔗. ქალაქ თბილისის დროშის აღმართვის წესი ქალაქ თბილისის დროშა აღიმართება: ა) ქალაქ თბილისის მერიის და ქალაქ თბილისის საკრებულოს შენობის თავზე ან შენობასთან – მუდმივად, აგრეთვე იმ შენობაზე, სადაც ტარდება ქალაქ თბილისის საკრებულოს ან ქალაქ თბილისის მთავრობის სხდომები – სხდომის მთელ პერიოდში; ბ) ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების და ქალაქ თბილისის რაიონული გამგეობების შენობებზე; გ) თბილისობის დღესასწაულზე – ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების, ქალაქ თბილისში განლაგებული სტრატეგიული დანიშნულების (რკინიგზა, აეროპორტი და სხვა) ობიექტების, აგრეთვე საცხოვრებელი სახლების შენობებზე; დ) ქალაქ თბილისის მერის განკარგულებით ან ქალაქ თბილისის საკრებულოს დადგენილებით ქალაქ თბილისის დროშა შეიძლება აღიმართოს სხვადასხვა საწარმოების, დაწესებულებების ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ცერემონიების და სხვა საზეიმო ღონისძიებების დროს.     მუხლი 3🔗. ქალაქ თბილისის დროშის გამოსახულება ქალაქ თბილისის დროშა და მისი გამოსახულება, მიუხედავად ზომისა, უნდა შეესაბამებოდეს ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ სქემატურ გამოსახულებას. დანართი 2          ქალაქ თბილისის გერბის შესახებ დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ქალაქ თბილისის გერბი 1. ქალაქ თბილისის გერბი, როგორც ქართული ფარი, მრგვალი ფორმის, დამწერლობით შექმნილი კომპოზიციაა, ასომთავრული „თ“ ასონიშნის გრაფირებით აგებული ხოხბის და მიმინოს განზოგადებული მხატვრული ფორმა, სახელდების ასოთა თანმიმდევრობა, ერთ მთლიან სიმბოლოდ აღიქმება და გამოხატავს დედაქალაქის ლეგენდის არსს. გერბის ზემო ნახევარსფეროს კიდეზე განლაგებულია შვიდი შვიდქიმიანი ვარსკვლავი. ძირითად გამოსახულებას ეხვევა მუხის რტო – მარადიულობის და ძლიერების სიმბოლო, რომლის ძირში იქმნება ჯვრისეული ტიხარი, სადაც ასომთავრულად (მრგვლოვანი) და ნუსხა – ხუცურად ჩაწერილია „თბილისი“. 2. გერბის ღერძულ დაბოლოებას წარმოადგენს წყლის თემა. 3. თბილისის გერბი დედაქალაქის ლეგენდაზე აღმოცენებული სვიანტიკური ნიშანია.     მუხლი 2🔗. ქ.თბილისის გერბის გამოსახულების განთავსების წესი 1. ქ. თბილისის გერბის გამოსახულება თავსდება: ა) ქ. თბილისის საკრებულოს, ქ. თბილისის მერიის და მისი სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების შენობებზე; ბ) დარბაზში, სადაც ტარდება ქ. თბილისის საკრებულოს ან ქ. თბილისის მთავრობის სხდომები; გ) ქ. თბილისის საკრებულოს, ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ქ. თბილისის მერის, ქ. თბილისის მთავრობის, ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის, ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის, ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსის, რაიონული გამგეობების (გამგებლის) და საქალაქო სამსახურების (უფროსების) დოკუმენტების (ადმინისტრაციული აქტების) ბლანკებზე, ბეჭედზე, ასევე ქ. თბილისის მერიის და ქ. თბილისის საკრებულოს ოფიციალურ გამოცემებზე. 2. ქ. თბილისის საკრებულოს, ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ქ. თბილისის მერის, ქ. თბილისის მთავრობის, ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის, ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის, ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსის, რაიონული გამგეობის (გამგებლის) და საქალაქო სამსახურების (უფროსების) დოკუმენტების (ადმინისტრაციული აქტების) ბლანკებზე ქ. თბილისის გერბი გამოისახება მარჯვენა მხარეს დამკვირვებლის პოზიციიდან, რომელიც დგას ამ გერბის პირდაპირ.    3. ქ. თბილისის გერბი გამოისახება ასევე, ქ. თბილისის ტერიტორიაზე განთავსებული სტრატეგიული დანიშნულების სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების მიერ ქ. თბილისის სიმბოლიკასთან ერთად სახელმწიფო გერბის გამოყენების შემთხვევაში, მარჯვენა მხარეს (სახელმწიფო გერბი – მარცხნივ), დამკვირვებლის პოზიციიდან, რომელიც დგას ამ გერბის პირდაპირ.     მუხლი 3🔗. ქ.თბილისის გერბის რეპროდუქცირება ქალაქ თბილისის გერბის გამოსახულების რეპროდუქცირება, მისი ზომების მიუხედავად, ყოველთვის ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს გერბის ფერად ან შავთეთრ გამოსახულებას, რომელიც დამტკიცებულია ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ.