საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6546-Iს
სარეგისტრაციო კოდი
400010020.05.001.016845
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექს ში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1 “ქვე პუნქტი:

 „ა1 ) III1  თავში −„საკრუინგო საქმიანობა“ – იგულისხმება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით შექმნილი იურიდიული პირის საშუამავლო საქმიანობა გემებზე მეზღვაურთა დასაქმების მიზნით;“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1   თავი:

„თავი III1

საკრუინგო საქმიანობა

    მუხლი 691

1. საკრუინგო საქმიანობა შეიძლება განახორციელოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით შექმნილმა იურიდიულმა პირმა გემებზე მეზღვაურთა დასაქმების მიზნით.

2. საკრუინგო საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 692

1. ამ თავის მიზნებისათვის სააგენტო აღიარებს საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ იურიდიულ პირს. მისი აღიარების წესი, პირობები და მონიტორინგის შესახებ დებულებები, აღიარების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით.

2. ამ თავის მიზნებისათვის სააგენტო განსაზღვრავს მეზღვაურთა პირადი მონაცემების მოპოვების, გამოყენებისა და მესამე მხარისათვის გადაცემის პირობებს და მეზღვაურთა პირადი მონაცემების დაცვის წესებს.  

    მუხლი 693

საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირი ვალდებულია:

ა) აწარმოოს თავის მიერ დასაქმებული ან/და დასასაქმებელი მეზღვაურების მუდმივად განახლებადი რეესტრი, რომელზედაც მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო;

ბ) უზრუნველყოს, რომ მეზღვაურთა დასაქმების პროცესში უშუალოდ მონაწილე პირებ ს ჰქონდეთ შესაბამისი კომპეტენ ცია;

გ) შეამოწმოს დასაქმების კანდიდატი მეზღვაურის კვალიფიკაცი ა და მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცი ის შესასრულებელი სამუშაოს მოთხოვნებ თან შესაბამ ისობა, ასევე შრომითი ხელშეკრულებ ის ან კოლექტიური ხელშეკრულებ ის   საქართველოს კანონმდებლობას ა და მეზღვაურთა დასაქმების სფეროში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებ თან შესაბამისობა;

დ) შესაძლებლობის ფარგლებში შეამოწმოს გემთმფლობელ ი ს შესაბამისი საშუალებები სხვა სახელმწიფოს ნავსადგურებში მიტოვებული მეზღვაურების დასაცავად;

ე) დასაქმებამდე გააცნოს მეზღვაურს შრომითი ხელშეკრულების პირობები, მათ შორის,  შესასრულებელი სამუშაოს, მეზღვაურის უფლებებისა და მოვალეობების თაობაზე;

ვ) გამოიკვლიოს და უპასუხოს ნებისმიერ პრეტენზიას, რომელიც უკავშირდება მ ის საქმიანობას, და სააგენტოს შეატყობინოს ნებისმიერი გადაუწყვეტელი პრობლემის შესახებ;

ზ) უზრუნველყოს შესაძლებლობის ფარგლებში გემთმფლობელის მიერ შრომით ხელშეკრულებაში მეზღვაურთა სოციალური დაცვის პირობების გათვალისწინება და მათი ჯეროვანი შესრულება;

თ) უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მეზღვაურისათვის ხელშეკრულების ასლის მიწოდება;

ი) უზრუნველყოს, რომ შრომითმა ხელშეკრულებამ მეზღვაური დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ ჩააყენოს და არ შექმნას მისი შრომითი თუ სხვა სახის ექსპლუატაციის საფრთხე;

კ) უზრუნველყოს გემთმფლობელის მიერ შესაბამისი პასუხისმგ ე ბლობის აღება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულებაში შემდეგი მინიმალური დებულებების გათვალისწინებით:

კ.ა) მეზღვაურის სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი;  დამსაქმებლის რეკვიზიტები;

კ.ბ) მეზღვაურის მიერ დაკავებული თანამდებობის დასახელება;

კ.გ) მეზღვაურის დასაქმების ხანგრძლივობა;

კ.დ) შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები;

კ.ე) მეზღვაურის შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის მეთოდი;

კ.ვ) მეზღვაურის შვებულების ანაზღაურება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

კ.ზ) დისციპლინური გადაცდომისთვის დაწესებული სახდელი;

კ.თ) მეზღვაურის რეპატრიაციასთან დაკავშირებული დებულებები;

ლ) უზრუნველყოს შესაძლებლობის ფარგლებში გემთმფლობელის მიერ მეზღვაურის მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის აღება სხვა სახელმწიფოს ნავსადგურში გემის დაკავების ან დაპატიმრების შემთხვევაში;

მ) უზრუნველყოს, რომ საკრუინგო საქმიანობა განხორციელდეს სააგენტოს მიერ აღიარებული ხარისხის მართვის სისტემის საფუძველზე.“.

მუხლი 2. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს− საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ამ კანონის დებულებების შესრულებასთან დაკავშირებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მომზადება.  

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული 693  მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული 693  მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 მარტიდან.  

 

საქართველოს პრეზიდენტი                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 22 ივნისი.

№6546-Iს