შეთანხმება საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და უნგრეთის ეროვნული რესურსების სამინისტროს შორის ჯანმრთელობისა და მედიცინის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროსა
და
უნგრეთის ეროვნული რესურსების სამინისტროს
შორის
ჯანმრთელობისა და მედიცინის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და უნგრეთის ეროვნული რესურსების სამინისტრო ( შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად” წოდებულნი) ხელმძღვანელობენ რა სურვილით, განავითარონ მეგობრობასა და ორმხრივ სარგებლიანობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა ჯანმრთელობისა და მედიცინის სფეროში, თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი 1
ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას ჯანმრთელობის დაცვისა და მედიცინის სფეროში თანასწორუფლებიანობის, ურთიერთგაგებისა და ორმხრივი სარგებლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით.
მუხლი2
ხელშემკვრელი მხარეები შეეცდებიან ხელი შეუწყონ ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობას შემდეგი მიმართულებებით:
1. ჯანდაცვის სექტორის მოწყობა და მოდერნიზაცია;
2. ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და დაავადებათა პრევენცია;
3. გამოცდილების გაზიარება გადამდები დაავადებების ეპიდემიოლოგიური კონტროლის მიზნით;
4. ფარმაცია;
5. სამედიცინო მეცნიერება;
6. თანამშრომლობის შესაძლებლობების მოძიება სამედიცინო განათლების, დიპლომის შემდგომი განათლების და ტრენინგის სფეროში.
აღნიშნული თანამშრომლობის სფეროები წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ზოგად გაიდლაინს და არ გამორიცხავს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე სხვა საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციისა და სპეციალისტთა გაცვლას.
მუხლი 3
ხელშემკვრელი მხარეების თანამშრომლობის სფეროებია:
1. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ინფორმაციის გაცვლა;
2. ჯანდაცვის დაწესებულებებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის ხელშეწყობა;
3. ორმხრივი ინტერესის სფეროში შემავალ საკითხებზე ერთობლივი პროექტების განხორციელება;
4. ერთობლივი სემინარების ორგანიზება;
5. დელეგაციებისა და ექსპერტების გაცვლა;
6. ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის სხვა შეთანხმებული ფორმების გამოყენება.
მუხლი 4
წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა და თანამშრომლობის სხვა ფორმების განსაზღვრა უნდა მოხდეს მხარეთა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5
თუ სხვაგვარად არ იქნა შეთანხმებული ხელშემკვრელი მხარეების მიერ, მივლინების ყველა ხარჯი დაიფარება გამგზავნი მხარის მიერ.
მუხლი 6
შეთანხმება ძალაში შევა ხელმოწერის დღიდან და მისი მოქმედების ვადა გაგრძელდება მანამ, სანამ რომელიმე მხარე 6 თვით ადრე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის განზრახვას ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
ხელმოწერილია ქ. თბილისში, 2012 წლის 10 მაისს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, უნგრულ და ინგლისურ ენებზე. თითოეული ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. შეთანხმების დებულებათა განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
ხელმოწერილია ხელმოწერილია
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელით | უნგრეთის ეროვნული რესურსების სამინისტროს სახელით |