„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2012 წლის 29 ივნისი
დაბა ქედა
„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილე ბ ის შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად , ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1 . „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №35 დადგენილებაში (სსმ V, №65, 17.12.2010წ., მუხ. 1957) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს: საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.
8. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ. №3. “.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე–2 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება;“
3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე–2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ . დიასამიძე