„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №243
2012 წლის 6 ივ ლ ისი
ქ. თბილისი
„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №278 დადგენილებ აში(www.matsne.gov.ge , 14.07.2011, 200030000.10.003.016438) და ამ დადგენილებით დამტკიცებული „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წეს ი სა და პირობები ს “:
1. მე-4 მუხლ ი ს:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ქვე პუნქტი:
„გ) 5 000 000 ლარის ფარგლებში თავად მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, მხოლოდ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. “;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი :
„31. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებას იხილავს შემოსავლების სამსახურის უფროსი და იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ , საქართველოს პრემიერ‑ მინისტრის ბრძანების გარეშე. “;
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგ ი რედაქციით :
„7. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ეგზავნება გადასახადის გადამხდელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს, ხოლო შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილება – გადასახადის გადამხდელს.“.
2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.07.2012.
- როდის იქნა მიღებული „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.07.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №243. სარეგისტრაციო კოდი — 200030000.10.003.016914.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.07.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №243, 06.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 200030000.10.003.016914 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1694496/