⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.01.2013)
გაუქმებულია:

საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 09.07.2012
ძალაში შესვლა 06.07.2012
ძალის დაკარგვა 11.01.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №245
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.016918
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/07/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,154 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.07.2012 მიღება
06.07.2012 ძალაში შესვლა
11.01.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (13)
1 სახელმწიფო მინისტრი
2 სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
3 აპარატის უფროსი
4 დეპარტამენტის უფროსი
5 სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი
6 მთავარი ბუღალტერი
7 მთავარი სპეციალისტი (იურისტი)
8 მთავარი სპეციალისტი (კადრები და საქმისწარმოება)
9 მთავარი სპეციალისტი (სახელმწიფო შესყიდვები)
10 მთავარი სპეციალისტი (პრესსპიკერი)
11 მთავარი სპეციალისტი
12 სპეციალისტი
თანამდებობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.5in 49.6pt .5in 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №245 2012 წლის 9 ივლ ისი ქ. თბილისი საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე და საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 ივლისის №525 ბრძანებულების შესაბამისად: 1. შეიქმნას საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატი და დამტკიცდეს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანდართული დებულება და საშტატო ნუსხა (დანართი №1 და დანართი №2); 2. საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 30 ერთეულით. მუხლი 2🔗. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის დაფინანსებისათვის საჭირო სახსრების გამოყოფის მიზნით. მუხლი 3🔗. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 6 ივლისიდან. პრემიერ-მინისტრი                     ი. მერაბიშვილი დანართი №1 საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატი (შემდგომში – აპარატი) იქმნება დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. 2. აპარატი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის (შემდგომში – სახელმწიფო მინისტრი) ბრძანებებით და ამ დებულებით. 3. აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. 4. სახელმწიფო მინისტრი განკარგავს აპარატის საქმიანობისათვის გამოყოფილ სახსრებს. 5. აპარატის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქუჩა №7.     მუხლი 2🔗. აპარატის ძირითადი ამოცანები აპარატის ძირითადი ამოცანებია: ა) უმუშევრობასთან ბრძოლის კონცეფციისა და სტრატეგიული გეგმის შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; ბ) უმუშევრობის დაძლევის მიზნით ბიზნესსექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა; გ) დასაქმების სფეროში პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით სამეცნიერო-აკადემიურ წრეებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა; დ) დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შრომის ბაზრის იმ სექტორების გამოვლენა, სადაც არსებობს ან შესაძლებელია შეიქმნას ვაკანსიები; ე) უმუშევრობის სისტემური და უმუშევართა რაოდენობის სტატისტიკური კვლევა; ვ) დასაქმების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო-ანალიტიკური საქმიანობა, შესაბამისი წინადადებების მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა; ზ) აპარატის საქმიანობის თაობაზე ფართო საზოგადოების რეგულარული ინფორმირება.     მუხლი 3🔗. აპარატის ფუნქციები დასახული ამოცანების განსახორციელებლად აპარატი: ა) შეიმუშავებს უმუშევრობასთან ბრძოლის კონცეფციას და სტრატეგიულ გეგმას; ბ) მონაწილეობს და საქართველოს მთავრობის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებების შესაბამისად ხელს უწყობს უმუშევრობასთან ბრძოლის სტრატეგიული გეგმის განხორციელებას; გ) იღებს ბიზნესსექტორიდან ინფორმაციას უმუშევრობის ხელშემწყობი ფაქტორების თაობაზე და შეიმუშავებს წინადადებებს აღნიშნული ფაქტორების მინიმიზაციისა და მომავალში აღმოფხვრის მიზნით; დ) მოიპოვებს ინფორმაციას ცალკეულ პირთა მიერ დაკარგული სამუშაო ადგილების, დაკარგვის მიზეზების შესახებ, აანალიზებს მათ და შეიმუშავებს სათანადო წინადადებებს; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შრომის ბირჟის შექმნაში; ვ) ქმნის უმუშევართა გეოგრაფიის მომცველ ერთიან ელექტრონულ ბაზას, რეგულარულად აახლებს მას, ატარებს ღონისძიებებს აღნიშნული ბაზის თაობაზე უმუშევარ მოქალაქეთა ინფორმირებისათვის და ხელს უწყობს პოტენციურ დამსაქმებლებს ელექტრონული ბაზის წვდომაში; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს და შესაბამის ინფორმაციას გამოითხოვს სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებებისაგან უმუშევრობასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე; თ) შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს „უმუშევრის“ ცნებისა და სტატუსის განსაზღვრის, მათი დიფერენცირებისა და კატეგორიებად კლასიფიკაციის (ნაწილობრივ დასაქმებული, უმუშევარი, ფორმალურად უმუშევარი, ფაქტობრივად უმუშევარი) თაობაზე; ი) შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს უმუშევართათვის სახელმწიფო შეღავათების/კომპენსაციის დადგენის შესახებ; კ) უმუშევართა კატეგორიების გამოვლენისა და კლასიფიკაციის მიზნით ატარებს ტესტირებას მათი ობიექტური ცოდნის, კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების წარმოსაჩენად და მიღებული შედეგების მიხედვით შეჰყავს ისინი უმუშევართა ერთიან ელექტრონულ ბაზაში მათი შემდგომში დასაქმების ხელშესაწყობად; ლ) დასაქმების სფეროში პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან; მ) იკვლევს შრომის ბაზარს იმ სექტორების გამოსავლენად, სადაც არსებობს ან შესაძლებელია შეიქმნას ვაკანსიები; ნ) ახორციელებს უმუშევრობის თაობაზე სისტემურ, საინფორმაციო-ანალიტიკურ და უმუშევართა რაოდენობის შესახებ სტატისტიკურ კვლევას, ამზადებს შესაბამის წინადადებებს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას; ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სამართლებრივი აქტების პროექტებს; პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების დაწესებულებებთან; ჟ) დასაქმების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ინვესტორებთან და სხვა პოტენციურ დამსაქმებლებთან; რ) იყენებს ტელე-, რადიო- და ინტერნეტკომუნიკაციის საშუალებებს აპარატის საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის გავრცელების მიზნით; ს) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 4🔗. აპარატის სტრუქტურა და შემადგენლობა: 1. აპარატის სტრუქტურა შედგება შემდეგი ქვედანაყოფებისაგან: ა)  უმუშევართა აღრიცხვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი; ბ)  საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი; გ)  სახელმწიფო ორგანოებთან და ბიზნესსექტორთან ურთიერთობის დეპარტამენტი. 2. ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად, აპარატში დგინდება შემდეგი თანამდებობები: ა) სახელმწიფო მინისტრი; ბ) სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; გ) აპარატის უფროსი; დ) დეპარტამენტის უფროსი; ე) სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი; ვ) მთავარი ბუღალტერი; ზ) მთავარი სპეციალისტი; თ) სპეციალისტი.     მუხლი 5🔗. აპარატის ხელმძღვანელობა 1. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს სახელმწიფო მინისტრი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – სახელმწიფო მინისტრის ერთ -ერთი მოადგილე. სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი. 2. სახელმწიფო მინისტრს ჰყავს ორი მოადგილე. 3. სახელმწიფო მინისტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს.     მუხლი 6🔗. აპარატის თანამშრომლები 1. აპარატის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. აპარატის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი. 3. აპარატის თანამშრომლები ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი არიან სახელმწიფო მინისტრის წინაშე.     მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილების  შეტანა დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. დანართი  №2 საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა № თანამდებობა რაოდენობა 1 სახელმწიფო მინისტრი 1 2 სახელმწიფო მინისტრის მოადგილე 2 3 აპარატის უფროსი 1 4 დეპარტამენტის უფროსი 3 5 სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი 2 6 მთავარი ბუღალტერი 1 7 მთავარი სპეციალისტი (იურისტი) 1 8 მთავარი სპეციალისტი (კადრები და საქმისწარმოება) 1 9 მთავარი სპეციალისტი (სახელმწიფო შესყიდვები) 1 10 მთავარი სპეციალისტი (პრესსპიკერი) 1 11 მთავარი სპეციალისტი 5 12 სპეციალისტი 11                                         სულ: 30